Museum of Modern Art

( თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (ნიუ-იორკი) )

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (Museum of Modern Art - MoMA) მდებარეობს მიდთაუნ მანჰეტენზე, ნიუ-იორკში. მუზეუმი ხშირად მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის მოპაექრედ განიხილება.

მომა თავდაპირველად დააპროექტა მოდერნისტმა არქიტექტორმა ედვარდ დურელ სტოუნმა და პირველად დამთვალიერებელთათვის გაიხსნა 1929 წლის 7 ნოემბერს. ითვლება რა თანამედროვე ხელოვნების ნიმუშთა საუკეთესო კოლექციად მსოფლიოში, მის მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება:

  • ვინსენტ ვან გოგის “ვარსკვლავებიანი ღამე”,
  • პაბლო პიკასოს “ავინიონის დიაცები”
  • სალვადორ დალის “მეხსიერების ჟინიანობა”,
  • პიტ მონდრიანის “ბროდვეის ბუგი-ვუგი”,
  • კლოდ მონეს “წყლის ლილიების” ტრიპტიხი
  • ანრი მატისის “ცეკვა”
  • პოლ სეზანის “მობანავე”
  • ფრიდა კალოს “ავტო-პორტრეტი მოკვეცილი თმით”

აქვე ასევე იხილავთ წამყვანი ამერიკელი მხატვრების ჯექსონ პოლოკის, ჯასპერ ჯონსის, ედვარდ ჰოპერის, ენდი უორჰოლის, ჩაკ კლოზის და რალფ ბეკშის ნამუშევრებს. მომას მსოფლიოში სახელგანთქმული მხატრვული ფ...დაწვრილებით

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (Museum of Modern Art - MoMA) მდებარეობს მიდთაუნ მანჰეტენზე, ნიუ-იორკში. მუზეუმი ხშირად მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის მოპაექრედ განიხილება.

მომა თავდაპირველად დააპროექტა მოდერნისტმა არქიტექტორმა ედვარდ დურელ სტოუნმა და პირველად დამთვალიერებელთათვის გაიხსნა 1929 წლის 7 ნოემბერს. ითვლება რა თანამედროვე ხელოვნების ნიმუშთა საუკეთესო კოლექციად მსოფლიოში, მის მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება:

  • ვინსენტ ვან გოგის “ვარსკვლავებიანი ღამე”,
  • პაბლო პიკასოს “ავინიონის დიაცები”
  • სალვადორ დალის “მეხსიერების ჟინიანობა”,
  • პიტ მონდრიანის “ბროდვეის ბუგი-ვუგი”,
  • კლოდ მონეს “წყლის ლილიების” ტრიპტიხი
  • ანრი მატისის “ცეკვა”
  • პოლ სეზანის “მობანავე”
  • ფრიდა კალოს “ავტო-პორტრეტი მოკვეცილი თმით”

აქვე ასევე იხილავთ წამყვანი ამერიკელი მხატვრების ჯექსონ პოლოკის, ჯასპერ ჯონსის, ედვარდ ჰოპერის, ენდი უორჰოლის, ჩაკ კლოზის და რალფ ბეკშის ნამუშევრებს. მომას მსოფლიოში სახელგანთქმული მხატრვული ფოტოგრაფიის კოლექცია აქვს. აქვეა ასევე მნიშვნელოვანი დიზაინის კოლქეციები, მათ შორის პოლ ლასცლოს ნამუშევრები.

მომას მიდთაუნის შენობამ მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია განიცადა 21-ე საუკუნის დასაწყისში. დაიხურა რა 2002 წლის 21 მაისს, 2004 წლის 20 ნოემბერს გაიხსნა იაპონელი არქიტექტორის იოშიო ტანიგუჩის განახლებული პროექტით. ამ პერიოდში მომას კოლექციის ნაწილი გამოფენილი იყო ყოფილ ჭიკარტების ქარხანაში ლონგ-აილენდ სიტიში, ქუინსში. მომას ხელახალ გახსნას მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა შესვლის ფასის $12-დან $20-მდე გაზრდის გამო. ამგვარად მომა ნიუ-იორკში ყველაზე ძვირი მუზეუმია, თუმცა პარასკევს ნაშუადღევს 4 სთ-ის შემდეგ “გადაიხადეთ რამდენიც გსურთ” პოლიტიკა მოქმედებს და შესაძლებელია უფასოდ მოხვედრაც თუ რიგმა დღის ბოლომდე მოგიწიათ.

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
689374215Click/tap this sequence: 5291

Google street view

Where can you sleep near თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (ნიუ-იორკი) ?

Booking.com
489.454 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 92 visits today.