იამაიკა

Context of იამაიკა

იამაიკა (ინგლ. Jamaica) — კუნძულოვანი სახელმწიფო კარიბის ზღვაში, დიდი ანტილის კუნძულთა ჯგუფში. კუნძულის სიგრძე შეადგენს 234 კილომეტრს, ხოლო სიგანე 80 კილომეტრს. 10,990 კვადრატული კილომეტრის ტოლი ფართობით არის დიდი ანტილის კუნძულებისა და კარიბების მესამე ყველაზე დიდი კუნძული (კუბისა და ჰაიტის შემდეგ). ქვეყანა მდებარეობს კარიბის ზღვაში. იამაიკა, კუბიდან სამხრეთით 145 კილომეტრის და ჰაიტის კუნძულიდან 190 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

თავდაპირველად დასახლებული იყო არავაკებისა და ტაინოს ხალხებით. ქრისტეფორე კოლუმბის მოსვლის შემდეგ, 1494 წელს, კუნძული ესპანეთის მმართველობაში შევიდა. ძირძველი მოსახლეობის უმეტესობა მოკლეს, ან გარდაიცვალა გავრცელებული დაავადებით, რომლის წინააღმდეგაც მათ იმუნიტეტი არ გააჩნდათ; ესპანელებმა კი იამაიკაში სამუშაოდ იძულებით ჩამოიყვანა დიდი რაოდენობით აფრიკელი მონები. კუნძული 1655 წლამდე ესპანეთის საკუთრებაში რჩებოდა, ხოლო შემდეგ მას ინგლისი (შემდგომში დიდი ბრიტანეთი) დაეპატრონა, რომლისთვისაც აღნიშნული ტერიტორია რიგითი კოლონია ი...დაწვრილებით

იამაიკა (ინგლ. Jamaica) — კუნძულოვანი სახელმწიფო კარიბის ზღვაში, დიდი ანტილის კუნძულთა ჯგუფში. კუნძულის სიგრძე შეადგენს 234 კილომეტრს, ხოლო სიგანე 80 კილომეტრს. 10,990 კვადრატული კილომეტრის ტოლი ფართობით არის დიდი ანტილის კუნძულებისა და კარიბების მესამე ყველაზე დიდი კუნძული (კუბისა და ჰაიტის შემდეგ). ქვეყანა მდებარეობს კარიბის ზღვაში. იამაიკა, კუბიდან სამხრეთით 145 კილომეტრის და ჰაიტის კუნძულიდან 190 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

თავდაპირველად დასახლებული იყო არავაკებისა და ტაინოს ხალხებით. ქრისტეფორე კოლუმბის მოსვლის შემდეგ, 1494 წელს, კუნძული ესპანეთის მმართველობაში შევიდა. ძირძველი მოსახლეობის უმეტესობა მოკლეს, ან გარდაიცვალა გავრცელებული დაავადებით, რომლის წინააღმდეგაც მათ იმუნიტეტი არ გააჩნდათ; ესპანელებმა კი იამაიკაში სამუშაოდ იძულებით ჩამოიყვანა დიდი რაოდენობით აფრიკელი მონები. კუნძული 1655 წლამდე ესპანეთის საკუთრებაში რჩებოდა, ხოლო შემდეგ მას ინგლისი (შემდგომში დიდი ბრიტანეთი) დაეპატრონა, რომლისთვისაც აღნიშნული ტერიტორია რიგითი კოლონია იყო; სახელი Jamaica კუნძულს სწორედ მათ უწოდეს. ბრიტანული კოლონიური მმართველობის პერიდში იამაიკა გახდა შაქრის წამყვანი ექსპორტიორი; პლანტაციების ეკონომიკა დამოკიდებული იყო აფრიკელ მონებზე და მოგვიანებით მათ შთამომავლებზე. 1838 წელს ბრიტანელებმა ყველა მონა გაათავისუფლეს; ბევრმა მათგანმა პლანტაციაში მუშაობას სამომხმარებლო სოფლის მეურნეობის წარმოება არჩია. კუნძულმა გაერთიანებული სამეფოსგან დამოუკიდებლობა 1962 წლის 6 აგვისტოს მოიპოვა.

2.9 მილიონი მცხოვრებით იამაიკა არის მესამე ყველაზე დასახლებული ანგლოფონური ქვეყანა ამერიკაში (აშშ-სა და კანადის შემდეგ) და მეოთხე ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა კარიბებში. ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი კინგსტონია. იამაიკის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სუბსაჰარელი აფრიკელების შთამომავლები არიან; მოსახლეობაში აგვეთვე ვხვდებით წარმოშობით ევროპელების, სამხრეთ აზიელების, ინდიელების, ლიბანელებსა და შერეული რასის მცირე ჯგუფებს. 1960-იანი წლებიდან ემიგრაციის მაღალი ტემპის გამო, რომლის მიზანიც სამუშაოს პოვნა იყო, არსებობს უამრავი იამაიკური დიასპორა; მათგან აღსანიშნავია კანადის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის იამაიკელების დიასპორები.

იამაიკა არის საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყანა, რომლის ეკონომიკა დიდწილად არის დამოკიდებული ტურიზმზე. მას წელიწადში საშუალოდ 4,3 მილიონი ტურისტი სტუმრობს. პოლიტიკურად თანამეგობრობის სამეფოებს მიეკუთვნება, რომლებიც დედოფლად ელისაბედ II-ს თვლიან. ელისაბედის წარმომადგენელი ქვეყანაში არის იამაიკის გენერალ-გუბერნატორი, პოსტი, რომელიც პატრიკ ალენს 2009 წლიდან უკავია. 2016 წლის მარტის შემდეგ იამაიკის პრემიერ მინისტრი ენდრიუ ჰოლსია. მმართველობის მხრივ იამაიკა არის საპარლამენტო კონსტიტუციური მონარქია, რომელსაც საკანონმდებლო ძალა იამაიკის პარლამენტში ორად აქვს გადანაწილებული (ერთი დანიშნული სენატია, ხოლო მეორე - უშუალოდ არჩეული წარმომადგენლებისგან შემდგარი პალატა).

More about იამაიკა

Basic information
  • Calling code +1876
  • Internet domain .jm
  • Mains voltage 116V/50Hz
  • Democracy index 6.96
Population, Area & Driving side
  • Population 2734093
  • Area 10991
  • Driving side left

Where can you sleep near იამაიკა ?

Booking.com
8.730.723 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 3.616 visits today.