New York City

( ნიუ-იორკი )

ნიუ-იორკი (ინგლ. New York [nʲuːˈjɔːɹk]) — ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკის შტატში. 8-მილიონიანი (8301კმ²-ზე) ნიუ-იორკი ამერიკის ყველაზე დიდი და ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია. მის აგლომერაციაში 22 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქი რომ ამავე სახელწოდების შტატისგან განასხვაონ, მას ნიუ-იორკ-სიტის უწოდებენ. ქალაქის მეტსახელია „დიდი ვაშლი“ (ინგლ. Big Apple).

ნიუ-იორკი საერთაშორისო ფინანსების, პოლიტიკის, გართობისა და კულტურის ცენტრია. მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გლობალური ქალაქი გამოირჩევა მუზეუმთა, გალერეათა, სამხატვრო-საშემსრულებლო დაწესებულებათა, უმაღლეს სასწავლებელთა, მედიის, საერთაშორისო კორპორაციათა და საფინანსო ბაზართა შეუდარებელი რაოდენობით. აქ მდებარეობს გაეროს შტაბ-ბინა.

ქალაქი შედგება ხუთი რაიონისგან (ძვ. სტილით – საგრაფოსგან): ბრონქსი, ბრუკლინი, მანჰეტენი, კუინზი და სტეიტენ-აილენდი. ამ უკანასკნელის გარდა, ყველა რაიონში მილიონზე მეტი მცხოვრებია და ცა...დაწვრილებით

ნიუ-იორკი (ინგლ. New York [nʲuːˈjɔːɹk]) — ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკის შტატში. 8-მილიონიანი (8301კმ²-ზე) ნიუ-იორკი ამერიკის ყველაზე დიდი და ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია. მის აგლომერაციაში 22 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქი რომ ამავე სახელწოდების შტატისგან განასხვაონ, მას ნიუ-იორკ-სიტის უწოდებენ. ქალაქის მეტსახელია „დიდი ვაშლი“ (ინგლ. Big Apple).

ნიუ-იორკი საერთაშორისო ფინანსების, პოლიტიკის, გართობისა და კულტურის ცენტრია. მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გლობალური ქალაქი გამოირჩევა მუზეუმთა, გალერეათა, სამხატვრო-საშემსრულებლო დაწესებულებათა, უმაღლეს სასწავლებელთა, მედიის, საერთაშორისო კორპორაციათა და საფინანსო ბაზართა შეუდარებელი რაოდენობით. აქ მდებარეობს გაეროს შტაბ-ბინა.

ქალაქი შედგება ხუთი რაიონისგან (ძვ. სტილით – საგრაფოსგან): ბრონქსი, ბრუკლინი, მანჰეტენი, კუინზი და სტეიტენ-აილენდი. ამ უკანასკნელის გარდა, ყველა რაიონში მილიონზე მეტი მცხოვრებია და ცალ-ცალკე აშშ-ის სხვა უდიდეს ქალაქებს უტოლდება.

ნიუ-იორკში ყოველწლიურად უამრავი იმიგრანტი ჩამოდის როგორც მსოფლიოს 180 ქვეყნიდან, ისე აშშ-დან. ისინი ამ ქალაქის კულტურის, ენერგიის, კოსმოპოლიტიზმისა და ეკონომიურ შესაძლებლობათა გამო ჩამოდიან. ამჟამად ნიუ-იორკში კრიმინალის ყველაზე დაბალი დონეა სხვა დიდ ამერიკულ ქალაქებთან შედარებით.

ისტორია
 
კასტელოს გეგმაზე გამოსახულია „ახალი ამსტერდამი“ მანჰეტენის სამხრეთ ბოლოში
 
მალბერის ქუჩა (დაახ. 1900 წ.)
 
მიდთაუნ მანჰეტენი როკფელერის ცენტრიდან (1930-იანი წლები)
 
მანჰეტენი 1942 წელს.
 
ნიუ-იორკის მთავარი ღირსშესანიშნაობები: თავისუფლების ქანდაკება, ელისის კუნძული, ემპაია-სტეიტ-ბილდინგი და მსოფლიო სავაჭრო ცენტრი (2001 წლის ივლისი)

არემარის იტალიელი ჯოვანი და ვერაძანოს მიერ აღმოჩენის პერიოდში რეგიონი დასახლებული იყო ლენაპეს ტომის ადგილობრივი ინდიელებით. ვერაძანომ ნიუ-იორკის ყურეში შესცურა თუმცა გზა აღმა მდინარეზე არ გაუგრძელებია და ისევ ატლანტის ოკეანეში დაბრუნდა. არემარის კარტოგრაფია მოახდინა ინგლისელმა ჰენრი ჰუდსონმა, რომელიც ნიდერლანდების მონარქის მიერ იყო დაქირავებული. ჰუდსონმა კუნძული მანჰეტენი 1609 წლის 11 სექტემბერს აღმოაჩინა და გააგრძელა გზა აღმა მდინარეზე, რომელიც ამჟამად მის სახელს ატარებს, სანამ დღევანდელი ალბანის ტერიტორიას მიაღწევდა. ნიდერლანდელებმა ამ ადგილას ახალი ამსტერდამი 1613 წელს დააარსეს, რომელსაც თვითმმართველობა 1652 წელს მიენიჭა. 1664 წელს ქალაქი ბრიტანელებმა დაიპყრეს და მას „ნიუ იორკი“ გადაარქვეს ინგლისელი იორკის ჰერცოგის სახელზე.[1] ჰოლანდიელებმა 1673 წლის აგვისტოში მცირე ხნით მოახერხეს ქალაქის დაბრუნება და მას „ნიუ ორანჟი“ დაარქვეს, თუმცა 1674 წლის ნოემბერში იგი საბოლოოდ დაკარგეს.[2]

ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ ნიუ-იორკი აგრძელებს განვითარებას, თუმცა ქალაქში უკმაყოფილება პოლიტიკური დამოკიდებულების გამო დღითიდღე იზრდებოდა. ამერიკის რევოლუციური ომის პერიოდში აქ მრავალ მნიშვნელოვან ადრეულ ბრძოლას ჰქონდა ადგილი, თუმცა ქალაქი ბრიტანეთის ოკუპაციის ქვეშ დარჩა ომის დამთავრებამდე და ის ბოლო პორტი იყო, რომელიც ბრიტანელებმა 1783 წელს დატოვეს.

1788-1790 წლებში ნიუ-იორკ სიტი ახლად შექმნილი აშშ-ის დედაქალაქი იყო. 1825 წელს ერის არხის გახსნის შემდეგ ნიუ-იორკს შესაძლებლობა მიეცა ეკონომიკური მნიშვნელობით ბოსტონისა და ფილადელფიისთვის გაესწრო[3], ხოლო ადგილობრივი პოლიტიკა დომინირებული გახდა დემოკრატიული პარტიის პოლიტიკური მანქანით „ტამანი ჰოლ“, რომლის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ირლანდიელი იმიგრანტები იყვნენ. მომდევნო პერიოდში ქალაქის მდიდარი ფენა ახალი ეკონომიკური მექნიზმების საშუალებით სულ უფრო ძლიერდება, ხოლო პარალელურად ქალაქის ღარიბი იმიგრანტი მუშა კლასიც იზრდება. ამავე პერიოდში ყალიბდება ეკონომიკური და მუნიციპალური კონსოლიდაცია ქალაქის ხუთ მთავარ რეგიონს შორის, რაც იფიციალურად 1898 წელს გაფორმდა.[4]

ახლად-კონსოლიდირებული ქალაქის გამთლიანებას ხელი შეუწყო ახალი სატრანსპორტო კვანძების სერიამ, რომელთა შორის მნიშვნელოვანი იყო ნიუ-იორკის მეტროს გახსნა 1904 წელს. ევროპული იმიგრაციის ახალმა ტალღამ სოციალური აღმავლობა გამოიწვია, რამაც თავის მხრივ ანტიკაპიტალისტური პროფკავშირების გავლენა შეზღუდა. მოგვიანებით, 1920-იან წლებში, ქალაქს მოაწყდა აფრო-ამერიკული მოსახლეობა სამხრეთი შტატებიდან „დიდი მიგრაციის“ ტალღით. ამ პერიოდში აყვავდა ჰარლემის რენესანსი, რაც თავის მხრივ „პროჰიბიციის“ (შეზღუდვა) ერის ბუმის ნაწილი იყო, რომლის პერიოდში მთელი ნიუ-იორკის ხედი რადიკალურ ტრანსფორმაციას განიცდის აქ მშენებარე სიმაღლეში მოპაექრე ცათამბჯენების წყალობით. 1925 წელს ნიუ-იორკმა ლონდონს გაუსწრო მსოფლიოს ყველაზე მეტად დასახლებული ქალაქის სტატუსში.

 
ერთი მსოფლიო სავაჭრო ცენტრი (ფრიდომ ტაუერი)

დიდი დეპრესიის პერიოდში ქალაქმა მნიშვნელოვნად იზარალა, რასაც შედეგად რეფორმისტი მერის ფიორელო ლაგუარდიას არჩევა მოჰყვა, ბოლო მოუღო „ტამანი ჰოლის“ 80-წლიან პოლიტიკურ დომინირებას.[5] მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ქალაქის ინდუსტრიულმა და საპორტო დაწესებულებებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მოკავშირეთათვის სამხედრო დანადგარებისა და ამუნიციის მიწოდებაში. ამ პერიოდში ქალაქის მსოფლიო ლიდერის სტატუსი სულ უფრო მკაფიო ხდება, უოლ სტრიტის მნიშვნელოვანი წვლილით ამერიკის მსოფლიო წამყვან ეკონომიკურ ძალად აღმოცენებაში. გაეროს შტაბ-ბინის ნიუ-იორკში დაფუძნებამ ხაზი გაუსვა მის პოლიტიკურ გავლენას, ხოლო აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის აღმავლობამ პარიზს მსოფლიო ხელოვნების ცენტრის ტიტული წაართვა.[6] ყოველივე ამას ქალაქის განახლებული ეკონომიკური ბუმი მოჰყვა 1950-იან წლებში. თუმცა მოგვიანებით, ინდუსტრიული და კომერციული პრიორიტეტების ცვლილებამ, შეძლებული ფენების მასიურად ქალაქგარეთ გადანაცვლებამ და კრიმინალის ზრდამ ნიუ-იორკი 1970-იან წლებში ღრმა სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისში ჩააგდო.

1980-იანი წლები მოკრძალებული ბუმით აღინიშნა, რომელმაც პიკს 1990-იანებში მიაღწია. რასობრივი სიმწვავე განელდა, კრიმინალის დონე მკვეთრად დაეცა, ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა, ახალმა იმიგრაციამ ქალაქს მრავალფეროვნება და სიცოცხლე შეჰმატა და პირველად მის ისტორიაში ნიუ-იორკის მოსახლეობამ 8 მილიონიან ზღვარს გადააჭარბა. 90-იანი წლების ბოლო დოტ-კომის ბუმმა ქალაქს მნიშვნელოვანი ფინანსური ძლიერება მოუტანა, რაც თავის მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების ბუმის ათწლეულის დაჩქარებაში.

XXI საუკუნის დასაწყისი ქალაქში ტრაგიკული მოვლენით აღინიშნა: 2001 წლის 11 სექტემბერს მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად 2977 ადამიანი დაიღუპა. ამ შემთხვევამ ქალაქის ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, თუმცა კრიზისი დიდ ხანს არ გაგრძელებულა. დანგრეული სავაჭრო ცენტრის ადგილას ააშენეს ცათამბჯენი ერთი მსოფლიო სავაჭრო ცენტრი (One World Trade Center) "ფრიდომ ტაუერი". მშენებლობა დასრულდა 2013 წლის 10 მაისს, ხოლო გახსნა შედგა 2014 წლის 3 ნოემბერს.

ჰომბერგერი, ერიკ (2005). ნიუ-იორკ სიტის ისტორიული ატლასი: ქალაქის ისტორიის 400 წლისთავის ვიზუალური აღნიშვნა. Owl Books, გვ. გვ. 34. ISBN 0805078428. ზოგიერთი ცნობით მათ ის გაცვალეს სხვა, იმ დროისთვის ფინანსურად უფრო მნიშვნელოვან, კუნძულზე.ბრიჯეს, უილიამ (1811). ნიუ-იორკისა და მანჰეტენის კუნძულის რუკა განმარტებითი აღნიშვნებითა და სქოლიოებით. ; Lankevich (1998), გვ. 67–68.ნიუ-იორკის ხუთი საგრაფოს კონსოლიდაციის 100 წლისთავი, ქალაქი ნიუ-იორკი. წაკითხულია 29 ივნისს, 2007.ალენ, ოლივერ (1993). "თავი 9: დაკნინება", ვეფხვი – ტამანი ჰოლის აღზევება და დაცემა. Addison-Wesley Publishing Company. ბერნსი, რიკ. (2003-08-22) მსოფლიოს ცენტრი - ნიუ-იორკი: დოკუმენტური ფილმი (სცენარი). PBS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-08-19. ციტირების თარიღი: 2006-07-20.

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
372541698Click/tap this sequence: 4353

Google street view

Where can you sleep near ნიუ-იორკი ?

Booking.com
487.408 visits in total, 9.187 Points of interest, 404 Destinations, 34 visits today.