Van Gogh Museum

( ვან გოგის მუზეუმი )

ვან გოგის მუზეუმი (ნიდერლ. Van Gogh Museum) — ხელოვნების მუზეუმი, რომელშიც გამოფენილია ვინსენტ ვან გოგისა და მისი თანამედროვე ნიდერლანდელი მხატვრების სამუშევრები. მდებარეობს ნიდერლანდებში, ამსტერდამში, ქალქაის სამხრეთ ნაწილში. საქალაქო მუზეუმსა და კონცერტგებაუსთან ახლოს.

მუზეუმი გაიხსნა 1973 წლის 2 ივნისს. მდებარეობს შენობებში, რომლის არქოტექტორებიც იყვნენ გერიტ რიტველდი და კიშო კუროკავა. მუზეუმში გამოფენილია ვინსენტ ვან გოგის ყველაზე მეტი ნამუშევარი.

2015 წელს მუზეუმმა 1,9 მილიონ სტუმარს უმასპინძლა, გახდა მე-2 ყველაზე ხშირად მონახულებადი მუზეუმი ჰოლანდიაში და 31-ე მუზეუმი მსოფლიოში.

ისტორია ვან გოგის გაუყიდავი ნამუშევრები
 
ჯოანა ვან გოგ-ბონგერი (1925)

1890 წელს ვინსენტ ვან გოგის სიკვდილის შემდეგ მის ნახატებზე ზრუნვა ძმამ თეო ვან გოგმა იკისრა, თუმცაღა 6 თვის შემდეგ ისიც გარდაიცვალა. ნამუშევრების გაყიდვას და პოპულარიზაციას ამის შემდეგ ქვრივი ჯოანა ვან გოგ-ბონგერი შეუდგა,[1] მან მოახერხა საკუთარი კოლექციაც კი შეექმნა.

კოლექციამემკვიდრეობით მიიღო მისმა შვილმა ვინსენტ ვილემ ვან გოგმა წელს, რომელმაც ისინი ასესხა სამოქალაქო მუზეუმს ამსტერდამში სადაც ისინი დიდი ხნის მანძილზე ინახებოდა, შემდეგ კი გადაესა სახელმწიფოს მიერი ინიცირებული 1962 წელს.[1]

მუზეუმისათვის გადაცემული ნამუშევრები
 
Vincent van Gogh - ავტოპორტრეტი ჩიბუხით, 1886, ვან გოგის მუზეუმი

ვან გოგის მუზეუმის დიზაინი შემუშავებული იქნა ნიდერლანდების მთავრობის მიერ 1963 წელს არქიტექტირ გერიტ რიტველდის მიერ..[2] რომელიც ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა, მშენებლობა კი საბოლოოდ 1973 ეწლს დასრულდა,[3] და მისი კარიც გაიღო.[4]

1998-1999 წლებში, შენობა განახლებული იქნა ნიდერლანდელი არქიტექტორის მარტინ ვან გურის მიერ[5] საგამოფენო დარბაზის დიზაინი კი შეიმუშავა იაპონელმა არქიტექტორმა კიშო კიროკავამ.[6]

2012 წლის ბოლოდან მუზეუმი 6 თვით კვლავ დაიკეტა გასაახლებლად. ამ პერიოდის განმავლობაში 75 ექსპონატი გამოიფინა ერმიტაჟის მუზეუმში.[7]

2013 წლის 9 სექტემბერს, მუზეუმმა გამოისყიდა დიდი ხნის განმავლობაში დაკარგული ნამუშევარი, რომელსაც სხვა ნიდერლანდელი არტისტის სახელი მიეწერებოდა. ეს აიყო პირველი სრული ზომის ტილო რომელიც 1928 წლის შემდეგ იპოვნეს.მზის ჩასვლა მონმაჟურში ასახავს ხეებს, ბუჩქებს, ცას, დახატულია ვინსენტისათვის დამახასიათებელი ფუნჯის მონასმების სტილით. ის შეგვიძლია ზუსტად დავათარიღოთ ის რადგან ავტორი ნახატზე ძმისადმი, თეო ვან გოგისადმი მიწერილ წერილში საუბრობს და ამბობს, რომ ის 1888 წლის 4 ივლისს დახატა.[8] 2013 წლის 9 სექტემბერს ვან გოგის მუზეუმმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ნამუშევარი ვინსენტ ვან გოგს ეკუთვნის.[9][10]

ქურდობები

1991 წელს მუზეუმიდან ოცი ნამუშევარი მოიპარეს, მათ შორის ვან გოგის ადრეული ნახატი კარტოფილის მჭამელები. ქურდებმა შენობიდან გაპარვა მოახერხეს მაგრამ ქურდობიდან 35 წუთის შემდეგ ყველა ექსპონატი მიტოვებულ მანქანაში იპოვნეს. სამი ნამუშევარი - პურის ყანა ყორნებით, მშვიდი ცხოვრება ბიბლიით და მშვიდი ცხოვრება ხილით - დაზიანდა ქურდობის პროცესში.[11] ოთხი კაცი, მათ შორის მუზეუმის ორი მცველი, დანაშაულში მონაწილედ სცნეს და მიუსაჯეს 6-7 წლით თავისუფლების აღკვეთა.[12] მიიჩნევა, რომ ეს ყველაზე მასშტაბური ქურდობაა ნიდერლანდებში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.[13]

2002 წელს მუზეუმიდან ორი ნამუშევარი მოიპარეს, კონგრეგაცია ტოვებს განახლებულ ტაძარს ნუენენში და ზღვის ხედი შევენინგენში.[14] ორი ნიდერლანდელი დანაშაულში ბრალდებულად სცნეს და მიუსაჯეს 4 წლიანი თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ ნამუშევრების აღდგენას დიდი დრო დასჭირდა.[15][16] მუზეუმმა დააწესა ჯილდო €100,000 ოდენობით ნამუშევრების აღდგენისათვის.[17] FBI-ს ხელოვნებასთან დაკავშირებულ დამნაშავეებთან ბრძოლის ჯგუფმა ქურდობა ყველაზე მძიმე 10 დანაშაულში შეიტანა, და ორივე ნამუშევარი #30 მილიონად შეაფასა.[18] 2016 წლის სექტემბერში, ორივე ნახატი ნაპოვნი იქნა ფინანსთა გვარდიის მიერ ნაპოლში, იტალიაში და დაუბრუნდა ვან გოგის მუზეუმს ამსტერდამში.[19]

↑ 1.0 1.1 Van Gogh's Van Goghs: The Van Gogh Museum, National Gallery of Art, http://www.nga.gov/exhibitions/vgmsm.shtm. წაკითხვის თარიღი: 23 April 2011 The Van Gogh Museum In Amsterdam Hosts Our Editor ~ The World's Largest Collection of Van Gogh’s Artwork, Art Knowledge News, http://www.artknowledgenews.com/2011_02_13_23_02_13_the_van_gogh_museum_in_amsterdam_hosts_our_editor_the_worlds_largest_collection_of_van_goghs_artwork.html. წაკითხვის თარიღი: 23 April 2011 Gerrit Thomas Rietveld, SFMOMA, http://www.sfmoma.org/artists/4283. წაკითხვის თარიღი: 23 April 2011 დაარქივებული 28 July 2010[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები The Organization დაარქივებული 2014-08-20 საიტზე Wayback Machine. , Van Gogh Museum. Retrieved 30 January 2012.The museum's architecture in overview დაარქივებული 2014-07-15 საიტზე Wayback Machine. , Van Gogh Museum. Retrieved 6 February 2012. New Wing of the Van Gogh Museum, Kisho Kurokawa architect & associates, 2006, http://www.kisho.co.jp/page.php/220. წაკითხვის თარიღი: 23 April 2011 დაარქივებული 2 October 2011[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები Dan Saltzstein, "Amsterdam’s Van Gogh Museum to Close for Renovations", New York Times, 2011. Retrieved 5 February 2012.New Van Gogh Painting Unveiled in Amsterdam. NY Times. ციტირების თარიღი: 9 September 2013.Van Gogh's Sunset at Montmajour: 'a major addition to the oeuvre'. Daily Telegraph UK (10 September 2013). ციტირების თარიღი: 11 September 2013.New Vincent Van Gogh painting identified. BBC News. ციტირების თარიღი: 9 September 2013.Paul L. Montgomery, "Lost and Found: Huge van Gogh Theft Fails", New York Times, 1991. Retrieved 31 January 2012.(ნიდერლანდური) "Rovers Van Gogh in hoger beroep forser gestraft", Trouw, 1992. Retrieved 24 February 2012.(ნიდერლანდური) "Diefstal Van Goghs grootste kunstroof in Nederland დაარქივებული 2012-07-08 საიტზე Archive.is " (subscribers only), NRC Handelsblad, 1991. Retrieved 24 February 2012."Two van Gogh Works Are Stolen in Amsterdam", New York Times, 2002. Retrieved 5 February 2012.Lawrence Van Gelder, "Jail for Van Gogh Thieves", New York Times, 2004. Retrieved 5 February 2012.(ნიდერლანდური) "Ook bij hof veroordeling van rovers", de Volkskrant, 2005. Retrieved 5 February 2012.Van Gogh Museum offers reward for information about theft of paintings დაარქივებული 2014-01-10 საიტზე Wayback Machine. (press release), Van Gogh Museum, 2003. Retrieved 5 February 2012.Van Gogh Museum Robbery დაარქივებული 2016-04-14 საიტზე Wayback Machine. , Federal Bureau of Investigation. Retrieved 23 February 2012.„Van Gogh paintings stolen from Amsterdam found in Italy“. BBC News. 30 September 2016. ციტირების თარიღი: 30 September 2016.
Photographies by:
Statistics: Position
169
Statistics: Rank
332846

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
542793168Click/tap this sequence: 7916

Google street view

Where can you sleep near ვან გოგის მუზეუმი ?

Booking.com
489.985 visits in total, 9.198 Points of interest, 404 Destinations, 34 visits today.