Context of ლიბია

ლიბია (არაბ. ليبيا), ოფიციალურად ლიბიის რესპუბლიკა — ქვეყანა ჩრდილოეთ აფრიკის მაღრიბის რეგიონში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. აღმოსავლეთით ესაზღვრება ეგვიპტე, სამხრეთ-აღმოსავლეთით — სუდანი, სამხრეთით — ჩადი და ნიგერი, დასავლეთით — ალჟირი და ტუნისი. 1,8 მლნ კმ² ფართობით ლიბია მსოფლიოს მე-17 უდიდესი ქვეყანაა.

ქვეყნის დედაქალაქი და ამავე დროს ყველაზე დიდი ქალაქია ტრიპოლი, სადაც ლიბიის 6,4 მლნ მოსახლიდან 1,7 მლნ ცხოვრობს. ქვეყნის სამი ტრადიციული ნაწილია: ტრიპოლიტანია, ფეცანი და კირენაიკა. 2009 წელს, ლიბიას ადამიანური განვითარების ინდექსის უმაღლესი მაჩვენებელი ჰქონდა აფრიკაში და მეოთხე უდიდესი ეშპ ერთ მოსახლეზე სეიშელის კუნძულების, ეკვატორული გვინეისა და გაბონის შემდეგ. ლიბიას მსოფლიოში მე-10 უდიდესი ნავთობის დადასტურებული მარაგები და ბენზინის მე-17 უდიდესი წარმოება აქვს.

2011 წლის სამოქალაქო ომი ქვეყნის ლიდერის — მუამარ კადაფის ჩამოგდებითა და სიკვდილით დასრულდა, დაინგრა მისი 34 წლიანი ჯამაჰირიის სახელმწიფო. შედეგად, დღეისათვის ლიბიაში...დაწვრილებით

ლიბია (არაბ. ليبيا), ოფიციალურად ლიბიის რესპუბლიკა — ქვეყანა ჩრდილოეთ აფრიკის მაღრიბის რეგიონში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. აღმოსავლეთით ესაზღვრება ეგვიპტე, სამხრეთ-აღმოსავლეთით — სუდანი, სამხრეთით — ჩადი და ნიგერი, დასავლეთით — ალჟირი და ტუნისი. 1,8 მლნ კმ² ფართობით ლიბია მსოფლიოს მე-17 უდიდესი ქვეყანაა.

ქვეყნის დედაქალაქი და ამავე დროს ყველაზე დიდი ქალაქია ტრიპოლი, სადაც ლიბიის 6,4 მლნ მოსახლიდან 1,7 მლნ ცხოვრობს. ქვეყნის სამი ტრადიციული ნაწილია: ტრიპოლიტანია, ფეცანი და კირენაიკა. 2009 წელს, ლიბიას ადამიანური განვითარების ინდექსის უმაღლესი მაჩვენებელი ჰქონდა აფრიკაში და მეოთხე უდიდესი ეშპ ერთ მოსახლეზე სეიშელის კუნძულების, ეკვატორული გვინეისა და გაბონის შემდეგ. ლიბიას მსოფლიოში მე-10 უდიდესი ნავთობის დადასტურებული მარაგები და ბენზინის მე-17 უდიდესი წარმოება აქვს.

2011 წლის სამოქალაქო ომი ქვეყნის ლიდერის — მუამარ კადაფის ჩამოგდებითა და სიკვდილით დასრულდა, დაინგრა მისი 34 წლიანი ჯამაჰირიის სახელმწიფო. შედეგად, დღეისათვის ლიბიაში პოლიტიკური რეფორმები მიმდინარეობს. ქვეყანა იმართება ეროვნული გარდამავალი საბჭოს მიერ მიღებული შუალედური კონსტიტუციით. 2012 წლის 7 ივლისს ჩატარდა საყოველთაო ეროვნული კონგრესის არჩევნები, რის შემდეგაც, 8 აგვისტოს, გარდამავალმა საბჭომ ძალაუფლება ახლად არჩეულ ასამბლეას გადასცა. ასაბმლეას ეკისრება პასუხისმგებლობა ჩამოაყალიბოს კონსტიტუციური ასამბლეა, რომელმაც უნდა შეიმუშავოს ლიბიის მუდმივი კონსტიტუცია, რომელიც შემდეგ რეფერენდუმით დამტკიცდება.

Phrasebook

გამარჯობა
مرحبًا
მსოფლიო
العالمية
Გამარჯობა მსოფლიო
مرحبا بالعالم
Გმადლობთ
شكرًا لك
ნახვამდის
مع السلامة
დიახ
نعم
არა
رقم
Როგორ ხარ?
كيف حالك؟
Კარგი, მადლობა
بخير، شكرا لك
Რა ღირს?
كم سعره؟
Ნული
صفر
ერთი
واحد

Where can you sleep near ლიბია ?

Booking.com
490.021 visits in total, 9.198 Points of interest, 404 Destinations, 70 visits today.