صبراتة

( საბრათა )

საბრათა (არაბ. صبراتة‎) — ანტიკური ქალაქი თანამედროვე ლიბიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, აზ-ზავიის მუნიციპალიტეტში. ერთ დროს წარმოადგენდა ტრიპოლისის „სამი ქალაქიდან" ყველაზე დასავლეთით მდებარეს. განფენილია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ტრიპოლიდან 65 კმ-ით დასავლეთით. 1982 წელს, მისი ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური არეალი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

საბრათის ნავსადგური სავარაუდოდ ძვ. წ. 500 წელს დაარსდა, როგორც ფინიკიელთა სავაჭრო პოსტი, რომელიც აფრიკის შიგა რეგიონებიდან გამომავალ პროდუქტების გადაზიდვას ემსახურებოდა. ფინიკიელებმა მას ბერბერული სახელი 'Sbrt'n' უწოდეს, რაც სავარაუდოს ხდის, რომ მათ მოსვლამდე და ახალი ქალაქის აშენებამდე, მის ადგილას ადგილობრივთა ქალაქო მდებარეობდა. საბრათა გახდა მოკლე ისტორიის მქონე ნუმიდიური მასინისას სამეფოს ნაწილი, სანამ ის ახ. წ. II-III საუკუნეებში რომის შემადგენლობაში შევიდოდა და ხელახლა აშენდებოდა. საბრათის სიახლოვეს მდებარე ქალაქ ლეპტის-მაგნაში დაიბადა იმპერატორი სეპტიმიუს სევერუსი, რომლის მმართველობისასაც, საბრათა...დაწვრილებით

საბრათა (არაბ. صبراتة‎) — ანტიკური ქალაქი თანამედროვე ლიბიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, აზ-ზავიის მუნიციპალიტეტში. ერთ დროს წარმოადგენდა ტრიპოლისის „სამი ქალაქიდან" ყველაზე დასავლეთით მდებარეს. განფენილია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ტრიპოლიდან 65 კმ-ით დასავლეთით. 1982 წელს, მისი ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური არეალი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

საბრათის ნავსადგური სავარაუდოდ ძვ. წ. 500 წელს დაარსდა, როგორც ფინიკიელთა სავაჭრო პოსტი, რომელიც აფრიკის შიგა რეგიონებიდან გამომავალ პროდუქტების გადაზიდვას ემსახურებოდა. ფინიკიელებმა მას ბერბერული სახელი 'Sbrt'n' უწოდეს, რაც სავარაუდოს ხდის, რომ მათ მოსვლამდე და ახალი ქალაქის აშენებამდე, მის ადგილას ადგილობრივთა ქალაქო მდებარეობდა. საბრათა გახდა მოკლე ისტორიის მქონე ნუმიდიური მასინისას სამეფოს ნაწილი, სანამ ის ახ. წ. II-III საუკუნეებში რომის შემადგენლობაში შევიდოდა და ხელახლა აშენდებოდა. საბრათის სიახლოვეს მდებარე ქალაქ ლეპტის-მაგნაში დაიბადა იმპერატორი სეპტიმიუს სევერუსი, რომლის მმართველობისასაც, საბრათამ თავის მონუმენტურ პიკს მიაღწია. ქალაქი მძიმედ დაზიანდა IV საუკუნის მიწისძვრებისას, განსაკუთრებით 365 წელს. მოკრძალებული მასშტაბებით ის ბიზანტიელი მმართველების დროს აღდგა. არაბების მიერ მაღრიბის დაპყრობის 100 წლიან პერიოდში, სავაჭრო ნავსადგურებმა საბაფრადან სხვა ადგილებში გადაინაცვლა, რის შემდეგაც ის სოფლად იქცა.

Photographies by:
crucially (Artur Bergman) - CC BY-SA 2.0
Statistics: Position
3054
Statistics: Rank
103071

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
836154729Click/tap this sequence: 4819
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near საბრათა ?

Booking.com
9.002.134 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 2.395 visits today.