شحات

( კირენა )

კირენა (ბერძ. Κυρήνη) — ანტიკური ბერძნული კოლონია თანამედროვე ლიბიის ტერიტორიაზე, ქალაქ შაჰატის ადგილას. იგი წარმოადგენდა რეგიონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბერძნულ ქალაქს სულ არსებული ხუთი ქალაქიდან. მისგან მომდინარეობს აღმოსავლეთ ლიბიის კლასიკური სახელწოდება კირენაიკა, რომელიც მას დღემდე შემორჩა.

კირენა მდებარეობდა წყლით უზრუნველყოფილ ხეობაში, ჯებელ-ახდარის პლატოზე. ქალაქმა სახელი მიიღო ნაკადულ კირესგან, რომელსაც ბერძნები აპოლონს უძღვნიდნენ. კირენა იყო კირენაიკის რეგიონის ცენტრი, ამავე დროს სახელგანთქმული ფილოსიფიის სკოლით, რომელიც ძვ. წ. III საუკუნეშე სოკრატეს მოსწავლემ, არისტიპმა დააარსა. ზედმეტსახელად ქალაქს „აფრიკის ათენს" უწოდებდნენ.

კირენა ძვ. წ. 630 წელს, როგორც დასახლება დააარსეს ბერძენმა კოლონისტებმა კუნძულ თჰერადან (თანამედროვე სანტორინი). მისი დაარსების დეტალები აღწერილი აქვს ჰეროდოტეს, თავის ისტორიის IV წიგნში. ის სწრაფად გახდა ანტიკური ლიბიის მთავარი ქალაქი და დაამყარა სავაჭრო ურთიერთობები ბერძნულ ქალაქებთა...დაწვრილებით

კირენა (ბერძ. Κυρήνη) — ანტიკური ბერძნული კოლონია თანამედროვე ლიბიის ტერიტორიაზე, ქალაქ შაჰატის ადგილას. იგი წარმოადგენდა რეგიონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბერძნულ ქალაქს სულ არსებული ხუთი ქალაქიდან. მისგან მომდინარეობს აღმოსავლეთ ლიბიის კლასიკური სახელწოდება კირენაიკა, რომელიც მას დღემდე შემორჩა.

კირენა მდებარეობდა წყლით უზრუნველყოფილ ხეობაში, ჯებელ-ახდარის პლატოზე. ქალაქმა სახელი მიიღო ნაკადულ კირესგან, რომელსაც ბერძნები აპოლონს უძღვნიდნენ. კირენა იყო კირენაიკის რეგიონის ცენტრი, ამავე დროს სახელგანთქმული ფილოსიფიის სკოლით, რომელიც ძვ. წ. III საუკუნეშე სოკრატეს მოსწავლემ, არისტიპმა დააარსა. ზედმეტსახელად ქალაქს „აფრიკის ათენს" უწოდებდნენ.

კირენა ძვ. წ. 630 წელს, როგორც დასახლება დააარსეს ბერძენმა კოლონისტებმა კუნძულ თჰერადან (თანამედროვე სანტორინი). მისი დაარსების დეტალები აღწერილი აქვს ჰეროდოტეს, თავის ისტორიის IV წიგნში. ის სწრაფად გახდა ანტიკური ლიბიის მთავარი ქალაქი და დაამყარა სავაჭრო ურთიერთობები ბერძნულ ქალაქებთან. განვითარების მწვერვალს ძვ. წ. V საუკუნეში მიაღწია, როდესაც მას საკუთარი მეფე ჰყავდა. ძვ. წ. 460 წელს ის რესპუბლიკა ხდება. ძვ. წ. 413 წელს, პელოპონესის ომების მიმდინარეობისას, კირენამ სპარტელებს ორი ტრირემა (ნავი) და საზღვაო პილოტი მიაწოდა. ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ (ძვ. წ. 323), კირენის რესპუბლიკა პტოლემეების დინასტიას დაემორჩილა. ძვ. წ. 96 წელს კი ის რომის იმპერიის ტერიტორია გახდა, რომელიც ძვ. წ. 74 წელს ფორმალურად რომის ერთ-ერთ პროვინციად გაფორმდა.

1982 წლიდან, კირენას ნაქალაქარი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

Photographies by:
Statistics: Position
1523
Statistics: Rank
80659

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
281946375Click/tap this sequence: 8846

Google street view

Where can you sleep near კირენა ?

Booking.com
489.344 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 171 visits today.