Context of ტუნისი

ტუნისი (არაბ. تونس), ოფიციალურად ტუნისის რესპუბლიკა (არაბ. الجمهورية التونسية) — სახელმწიფო ჩრდილოეთ აფრიკაში, ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ალჟირი და ლიბია. ტუნისის მოსახლეობა 2019 წელს 11,7 მილიონი იყო. ტუნისის სახელი მომდინარეობს დედაქალაქ ტუნისიდან (მშობლიური სახელი: ტუნესტი), რომელიც მდებარეობს მის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე.

გეოგრაფიულად ტუნისი მოიცავს ატლასის მთების აღმოსავლეთის ბოლოს და საჰარას უდაბნოს ჩრდილოეთს. ქვეყნის დანარჩენი ნაწილი ნაყოფიერი ნიადაგია. მისი 1.300 კილომეტრიანი სანაპირო ზოლი მოიცავს ხმელთაშუა ზღვის აუზის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილების აფრიკულ კავშირს.

ტუნისი არის უნიტარული, ნახევრად საპრეზიდენტო, წარმომადგენლობითი დემოკრატიული რესპუბლიკა. იგი ითვლება ერთადერთ სრულად დემოკრატიულ სუვერენული სახელმწიფოდ არაბულ სამყაროში. მას აქვს ადამიანის განვითარების მაღალი ინდექსი. გაფორმებული აქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება; არის ფრანკოფონიის წევრი ქვეყანა, ხმელთაშუა ზ...დაწვრილებით

ტუნისი (არაბ. تونس), ოფიციალურად ტუნისის რესპუბლიკა (არაბ. الجمهورية التونسية) — სახელმწიფო ჩრდილოეთ აფრიკაში, ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ალჟირი და ლიბია. ტუნისის მოსახლეობა 2019 წელს 11,7 მილიონი იყო. ტუნისის სახელი მომდინარეობს დედაქალაქ ტუნისიდან (მშობლიური სახელი: ტუნესტი), რომელიც მდებარეობს მის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე.

გეოგრაფიულად ტუნისი მოიცავს ატლასის მთების აღმოსავლეთის ბოლოს და საჰარას უდაბნოს ჩრდილოეთს. ქვეყნის დანარჩენი ნაწილი ნაყოფიერი ნიადაგია. მისი 1.300 კილომეტრიანი სანაპირო ზოლი მოიცავს ხმელთაშუა ზღვის აუზის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილების აფრიკულ კავშირს.

ტუნისი არის უნიტარული, ნახევრად საპრეზიდენტო, წარმომადგენლობითი დემოკრატიული რესპუბლიკა. იგი ითვლება ერთადერთ სრულად დემოკრატიულ სუვერენული სახელმწიფოდ არაბულ სამყაროში. მას აქვს ადამიანის განვითარების მაღალი ინდექსი. გაფორმებული აქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება; არის ფრანკოფონიის წევრი ქვეყანა, ხმელთაშუა ზღვის კავშირის, აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკის გაერთიანებული ბაზრის, არაბ მაღრიბელთა კავშირის, არაბული ლიგის, არაბთა დიდი თავისუფალი სავაჭრო სივრცის, საჰელ-საჰარის სახელმწიფოების საზოგადოების, აფრიკის კავშირის, მიუმხრობლობის მოძრაობის, ჯგუფი 77-ის წევრი და მოიპოვა ნატოს მხრიდან შეერთებული შტატების მთავარი მოკავშირის სტატუსი. გარდა ამისა, ტუნისი ასევე არის გაეროს წევრი ქვეყანა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის წესდების წევრი. მჭიდრო ურთიერთობა აქვს ევროპასთან, კერძოდ საფრანგეთთან და იტალიასთან. იტალიასთან ჩამოყალიბებული საგარეო ურთიერთობები მოიცავს ეკონომიკურ თანამშრომლობას, პრივატიზაციას და ინდუსტრიულ მოდერნიზაციას.

ძველად ტუნისი ძირითადად ბერბერებით იყო დასახლებული. ფინიკიური ემიგრაცია დაიწყო ძვ. წ. XII საუკუნეში. ემიგრანტებმა დააარსეს კართაგენი. დიდი მერკანტილური ძალა და რომის რესპუბლიკის სამხედრო მეტოქე, კართაგენი, დაამარცხეს რომაელებმა ძვ. წ. 146 წელს. რომაელებმა ტუნისი დაიკავეს მომდევნო 800 წლის განმავლობაში, შემოიტანეს ქრისტიანობა და დატოვეს არქიტექტურული მემკვიდრეობები, მაგალითად, ელ ჯემის ამფითეატრი. 647 წელს წამოწყებული რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მუსლიმებმა 697 წელს დაიპყრო მთელი ტუნისი და რელიგიად გამოაცხადეს ისლამი. 1534 წელს რეგიონის დაპყრობისა და კოლონიზაციისთვის დაწყებული რიგი კამპანიების შემდეგ, ოსმალეთის იმპერიამ 1574 წელს დაამყარა კონტროლი და შემდეგ 300 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შეძლო კონტროლის შენარჩუნებად. ტუნისის კოლონიზაცია საფრანგეთის მიერ მოხდა 1881 წელს. ტუნისმა დამოუკიდებლობა მოიპოვა ჰაბიბ ბურგიბას მეთაურობით და 1957 წელს გამოცხადდა ტუნისის რესპუბლიკა. 2011 წელს ტუნისის რევოლუციამ გამოიწვია პრეზიდენტ ზინ ელ-აბიდინ ბენ ალის მმართველობის დამხობა, რასაც მოჰყვა საპარლამენტო არჩევნები. ქვეყანამ საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მისცა ხელახლა 2014 წლის 26 ოქტომბერს და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა 2014 წლის 23 ნოემბერს. შედეგად, ტუნისი ჩრდილოეთ აფრიკაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც კლასიფიკაციით „თავისუფლად“ მიიჩნია Freedom House-მა და ასევე ითვლება დემოკრატიის ინდექსით, როგორც არაბულ სამყაროში ერთადერთი დემოკრატია.

More about ტუნისი

Basic information
  • Native name تونس
  • Calling code +216
  • Internet domain .tn
  • Speed limit 50
  • Mains voltage 230V/50Hz
  • Democracy index 6.59
Population, Area & Driving side
  • Population 11565204
  • Area 163610
  • Driving side right

Phrasebook

გამარჯობა
مرحبًا
მსოფლიო
العالمية
Გამარჯობა მსოფლიო
مرحبا بالعالم
Გმადლობთ
شكرًا لك
ნახვამდის
مع السلامة
დიახ
نعم
არა
رقم
Როგორ ხარ?
كيف حالك؟
Კარგი, მადლობა
بخير، شكرا لك
Რა ღირს?
كم سعره؟
Ნული
صفر
ერთი
واحد

Where can you sleep near ტუნისი ?

Booking.com
489.360 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 187 visits today.