Context of კუბა

კუბის რესპუბლიკა (ესპ. República de Cuba) — კუნძულოვანი სახელმწიფო კარიბის ზღვის აუზში. კუბის სახელმწიფო შედგება ძირითადი კუნძულის — კუბის, ასევე ხუვენტუდისა და რამდენიმე არქიპელაგისაგან. ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ჰავანა. სიდიდით მეორე ქალაქია სანტიაგო-დე-კუბა. კუბისგან ჩრდილოეთით მდებარეობს ამერიკის შეერთებული შტატები და ბაჰამის კუნძულები, დასავლეთით — მექსიკა, სამხრეთით — კაიმანის კუნძულები და იამაიკა ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით — ჰაიტი და დომინიკელთა რესპუბლიკა.

1492 წელს, დღევანდელი კუბის კუნძულს ქრისტეფორე კოლუმბი მიადგა და ის ესპანეთის სამეფოს საკუთრებად გამოაცხადა. კუბა ესპანეთის ტერიტორიად მიიჩნეოდა 1898 წლის ესპანეთ-ამერიკის ომამდე, 1902 წელს კი მოიპოვა ამერიკისგან ფორმალური დამოუკიდებლობა. 1953-1959 წლებში მიმდინარეობდა კუბის რევოლუცია, რომელმაც ფულხენსიო ბატისტას დიქტატურა დაამხო. რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა ფიდელ კასტროს ხელმძღვანელობით. დღევანდელი მთავრობის დემოკრატიის ინდექსი ფასდება როგორც „ავტორიტარული“....დაწვრილებით

კუბის რესპუბლიკა (ესპ. República de Cuba) — კუნძულოვანი სახელმწიფო კარიბის ზღვის აუზში. კუბის სახელმწიფო შედგება ძირითადი კუნძულის — კუბის, ასევე ხუვენტუდისა და რამდენიმე არქიპელაგისაგან. ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ჰავანა. სიდიდით მეორე ქალაქია სანტიაგო-დე-კუბა. კუბისგან ჩრდილოეთით მდებარეობს ამერიკის შეერთებული შტატები და ბაჰამის კუნძულები, დასავლეთით — მექსიკა, სამხრეთით — კაიმანის კუნძულები და იამაიკა ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით — ჰაიტი და დომინიკელთა რესპუბლიკა.

1492 წელს, დღევანდელი კუბის კუნძულს ქრისტეფორე კოლუმბი მიადგა და ის ესპანეთის სამეფოს საკუთრებად გამოაცხადა. კუბა ესპანეთის ტერიტორიად მიიჩნეოდა 1898 წლის ესპანეთ-ამერიკის ომამდე, 1902 წელს კი მოიპოვა ამერიკისგან ფორმალური დამოუკიდებლობა. 1953-1959 წლებში მიმდინარეობდა კუბის რევოლუცია, რომელმაც ფულხენსიო ბატისტას დიქტატურა დაამხო. რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა ფიდელ კასტროს ხელმძღვანელობით. დღევანდელი მთავრობის დემოკრატიის ინდექსი ფასდება როგორც „ავტორიტარული“.

კუბის მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 11 მილიონ ადამიანს; მოსახლეობის რაოდენობით და ტერიტორიით ის კარიბის აუზის კუნძულოვან სახელმწიფოებში ყველაზე დიდია. კუბელების კულტურა და წეს-ჩვეულებები შედგება როგორც აბორიგენი ხალხების, ტაინოებისა და სობონეიების, ასევე ესპანეთის იმპერიისა და აფრიკელი მონების მემკვიდრეობისაგან, მასზე ასევე დიდი გავლენა იქონია ამერიკის შეერთებულ შტატებთან სიახლოვემაც.

კუბაში წიგნიერების კოეფიციენტი შეადგენს 99,8 %-ს, ჩვილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო დაბალია ვიდრე ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მონაცემია 77.64.

More about კუბა

Basic information
Population, Area & Driving side
  • Population 10985974
  • Area 109884
  • Driving side right

Phrasebook

ორი
Dos
სამი
Tres
ოთხი
cuatro
ხუთი
Cinco
Ექვსი
Seis
შვიდი
Siete
რვა
Ocho
ცხრა
Nueve
ათი
Diez
გახსენით
Abierto
წყალი
Agua
საჭმელი
Alimento

Where can you sleep near კუბა ?

Booking.com
8.836.303 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 3.757 visits today.