Context of პანამა

პანამა, ოფიციალურად პანამის რესპუბლიკა (ესპ. República de Panamá) — სახელმწიფო ცენტრალური ამერიკის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. მდებარეობს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის შემაერთებელ ყელზე. დასავლეთიდან ესაზღვრება კოსტა-რიკა, სამხრეთ-აღმოსავლეთით — კოლუმბია, ჩრდილოეთით — კარიბის ზღვა და სამხრეთით — წყნარი ოკეანე. დედაქალაქია პანამა.

ესპანელების მიერ ათვისებული და დასახლებული იქნა XVI საუკუნეში. 1821 წელს გამოეყო ესპანეთს და შეუერთდა ახალი გრანადის ვიცე-სამეფოს, ეკვადორისა და ვენესუელის კავშირს, რომელსაც დიდი კოლუმბიის რესპუბლიკა ეწოდებოდა. როდესაც 1831 წელს დიდი კოლუმბია დაიშალა, პანამა და ახალი გრანადა ერთად დარჩნენ ამ უკანასკნელის სახელწოდების ქვეშ. ახალი გრანადა მოგვიანებით კოლუმბიის რესპუბლიკად იქცა. აშშ–ის დახმარებით, 1903 წელს პანამა კოლუმბიას გამოეყო, რათა პანამის არხი 1904–1914 წლებში აშშ–ის არმიის ინჟინერიის კორპუსს აეშენებინა. 1977 წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც XX საუკუნის ბოლოს პანამის არხი აშშ–ს სრულად უნდა გადაეცა...დაწვრილებით

პანამა, ოფიციალურად პანამის რესპუბლიკა (ესპ. República de Panamá) — სახელმწიფო ცენტრალური ამერიკის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. მდებარეობს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის შემაერთებელ ყელზე. დასავლეთიდან ესაზღვრება კოსტა-რიკა, სამხრეთ-აღმოსავლეთით — კოლუმბია, ჩრდილოეთით — კარიბის ზღვა და სამხრეთით — წყნარი ოკეანე. დედაქალაქია პანამა.

ესპანელების მიერ ათვისებული და დასახლებული იქნა XVI საუკუნეში. 1821 წელს გამოეყო ესპანეთს და შეუერთდა ახალი გრანადის ვიცე-სამეფოს, ეკვადორისა და ვენესუელის კავშირს, რომელსაც დიდი კოლუმბიის რესპუბლიკა ეწოდებოდა. როდესაც 1831 წელს დიდი კოლუმბია დაიშალა, პანამა და ახალი გრანადა ერთად დარჩნენ ამ უკანასკნელის სახელწოდების ქვეშ. ახალი გრანადა მოგვიანებით კოლუმბიის რესპუბლიკად იქცა. აშშ–ის დახმარებით, 1903 წელს პანამა კოლუმბიას გამოეყო, რათა პანამის არხი 1904–1914 წლებში აშშ–ის არმიის ინჟინერიის კორპუსს აეშენებინა. 1977 წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც XX საუკუნის ბოლოს პანამის არხი აშშ–ს სრულად უნდა გადაეცა პანამისთვის.

არხიდან მიღებული შემოსავალი დღეისათვის პანამის მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. პანამას დღეისათვის მესამე ან მეოთხე უდიდესი ეკონომიკა აქვს ცენტრალურ ამერიკაში; ამავე დროს ის ყველაზე სწრაფად მზარდი და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების მხრივ პირველია ამ რეგიონში. 2010 წელს, პანამა მეოთხე ადგილზე იყო ადამიანური განვითარების ინდექსის მხრივ ლათინურ ამერიკაში, მსოფლიოში კი 54–ე. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) 2010 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მონაცემებით, პანამის ეკონომიკა მეორე ყველაზე კონკურენტუნარიანია ლათინურ ამერიკაში. პანამის ჯუნგლებში მრავლადაა ტროპიკული მცენარეები, ცხოველები და ფრინველები, რომელთაგან ზოგიერთი მსოფლიოში სხვაგან არსად გვხვდება.

More about პანამა

Basic information
  • Native name Panamá
  • Calling code +507
  • Internet domain .pa
  • Mains voltage 110V/60Hz
  • Democracy index 7.18
Population, Area & Driving side
  • Population 860000
  • Area 74177
  • Driving side right

Phrasebook

გამარჯობა
Hola
მსოფლიო
Mundo
Გამარჯობა მსოფლიო
Hola Mundo
Გმადლობთ
Gracias
ნახვამდის
Adiós
დიახ
არა
No
Როგორ ხარ?
¿Cómo estás?
Კარგი, მადლობა
Bien, gracias
Რა ღირს?
¿Cuánto cuesta?
Ნული
Cero
ერთი
Una

Where can you sleep near პანამა ?

Booking.com
489.962 visits in total, 9.198 Points of interest, 404 Destinations, 11 visits today.