Varadero

( ვარადერო )

ვარადერო (ესპ. Varadero) — საკურორტო მნიშვნელობის ქალაქი კუბაში, მატანსასის პროვინციაში. წარმოადგენს კარიბის ზღვის აუზის ერთ-ერთ უმსხვილეს საკურორტო ზონას. ქალაქს ეწოდება აგრეთვე პლაია-ასული, რაც ესპანურად „ცისფერ პლაჟს“ ნიშნავს. ვარადერო მდებარეობს იკაკოსის ნახევარკუნძულზე, კარდენასის ყურესა და ფლორიდის სრუტეს შორის. ქვეყნის დედაქალაქ ჰავანიდან მდებარეობს აღმოსავლეთით 140 კილომეტრში, ვია-ბლანკას გზატკეცილის აღმოსავლეთ დაბოლოებაზე. ნახევარკუნძულის უდიდესი სიგანე მხოლოდ 2,5 კილომეტრია, რომლის ჩრდილო-აღმოსავლეთ დაბოლოებაზე წარმოდგენილია ნაკრძალი და პირველყოფილი ტყეები პლაჟებთან ერთად. იკაკოსის პარკის ფართობია 3,12 კმ², შეიქმნა 1974 წელს. ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში არის აეროპორტი. პირველად ვარადერო მოიხსენიება 1555 წელს. 1872 წლიდან მოქმედებს როგორც კურორტი. XX საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო ქალაქის ინტენსიური განვითარება. სანაპირო თეთრი ფერის ქვიშის პლაჟია. 1870-იან წლებში პირველად მოინახულეს როგორც კურორტი, ხოლო 1915 წელს აშენდა პირველი სასტუმროები...დაწვრილებით

ვარადერო (ესპ. Varadero) — საკურორტო მნიშვნელობის ქალაქი კუბაში, მატანსასის პროვინციაში. წარმოადგენს კარიბის ზღვის აუზის ერთ-ერთ უმსხვილეს საკურორტო ზონას. ქალაქს ეწოდება აგრეთვე პლაია-ასული, რაც ესპანურად „ცისფერ პლაჟს“ ნიშნავს. ვარადერო მდებარეობს იკაკოსის ნახევარკუნძულზე, კარდენასის ყურესა და ფლორიდის სრუტეს შორის. ქვეყნის დედაქალაქ ჰავანიდან მდებარეობს აღმოსავლეთით 140 კილომეტრში, ვია-ბლანკას გზატკეცილის აღმოსავლეთ დაბოლოებაზე. ნახევარკუნძულის უდიდესი სიგანე მხოლოდ 2,5 კილომეტრია, რომლის ჩრდილო-აღმოსავლეთ დაბოლოებაზე წარმოდგენილია ნაკრძალი და პირველყოფილი ტყეები პლაჟებთან ერთად. იკაკოსის პარკის ფართობია 3,12 კმ², შეიქმნა 1974 წელს. ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში არის აეროპორტი. პირველად ვარადერო მოიხსენიება 1555 წელს. 1872 წლიდან მოქმედებს როგორც კურორტი. XX საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო ქალაქის ინტენსიური განვითარება. სანაპირო თეთრი ფერის ქვიშის პლაჟია. 1870-იან წლებში პირველად მოინახულეს როგორც კურორტი, ხოლო 1915 წელს აშენდა პირველი სასტუმროები. კურორტს არაერთი ცნობილი ადამიანი სტუმრობდა, მათ შორის იყო მაგალითად ალ კაპონე. ფართობი 32 კმ². 2004 წლის აღწერის მონაცემებით ვარადეროში ცხოვრობდა 20,000 ადამიანი.

Photographies by:
Statistics: Position
7602
Statistics: Rank
39819

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
482195763Click/tap this sequence: 2171
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ვარადერო ?

Booking.com

What can you do near ვარადერო ?

9.003.431 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 770 visits today.