Context of ნიკარაგუა

ნიკარაგუა (ოფიციალურად ნიკარაგუის რესპუბლიკა (ესპ. República de Nicaragua)) — სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში. – წარმომადგენლობითი დემოკრატიული სახელმწიფო. იგი რეგიონის უდიდესი სახელმწიფოა 130 000 კმ² ფართობით და დასავლეთ ნახევარსფეროს მეორე სახელმწიფო სიღარიბის მხრივ. ნიკარაგუას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ჰონდურასი, სამხრეთიდან – კოსტა-რიკა, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან აკრავს კარიბის ზღვა და წყნარი ოკეანე. ტროპიკულ ტყეებში ჩაფლული ნიკარაგუა მდებარეობს ჩრდილოეთის მე-11 და მე-14 სარტყელს შორის, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.

ნიკარაგუის დედაქალაქია მანაგუა. თავად ქვეყნის სახელწოდება გაურკვეველი წარმოშობისაა. პირველი მოსაზრებით ეს სახელი დაარქვეს ესპანელმა კოლონისტებმა ერთ-ერთი ხელმძღვანელის ნიკარაოს მიხედვით. მეორე მოსაზრებით, ეს შეიძლება ადგილობრივ ენაზე ნიშნავდეს "წყლით შემოსაზღვრულ ადგილს" ("წყლად" შეიძლება მოიაზრებოდეს ორი დიდი ტბა ნიკარაგუის ტერიტორიაზე: ტბა მანაგუა და ტბა ნიკარაგუა, ან ის, რომ ტერიტორია დასავლეთიდან და აღმო...დაწვრილებით

ნიკარაგუა (ოფიციალურად ნიკარაგუის რესპუბლიკა (ესპ. República de Nicaragua)) — სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში. – წარმომადგენლობითი დემოკრატიული სახელმწიფო. იგი რეგიონის უდიდესი სახელმწიფოა 130 000 კმ² ფართობით და დასავლეთ ნახევარსფეროს მეორე სახელმწიფო სიღარიბის მხრივ. ნიკარაგუას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ჰონდურასი, სამხრეთიდან – კოსტა-რიკა, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან აკრავს კარიბის ზღვა და წყნარი ოკეანე. ტროპიკულ ტყეებში ჩაფლული ნიკარაგუა მდებარეობს ჩრდილოეთის მე-11 და მე-14 სარტყელს შორის, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.

ნიკარაგუის დედაქალაქია მანაგუა. თავად ქვეყნის სახელწოდება გაურკვეველი წარმოშობისაა. პირველი მოსაზრებით ეს სახელი დაარქვეს ესპანელმა კოლონისტებმა ერთ-ერთი ხელმძღვანელის ნიკარაოს მიხედვით. მეორე მოსაზრებით, ეს შეიძლება ადგილობრივ ენაზე ნიშნავდეს "წყლით შემოსაზღვრულ ადგილს" ("წყლად" შეიძლება მოიაზრებოდეს ორი დიდი ტბა ნიკარაგუის ტერიტორიაზე: ტბა მანაგუა და ტბა ნიკარაგუა, ან ის, რომ ტერიტორია დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან ოკეანეებით არის გარშემორტყმული).

Where can you sleep near ნიკარაგუა ?

Booking.com
489.443 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 81 visits today.