ისტორია
1998 წელი — ზუსტად გომაში დაიწყო ტუტსის ხალხის აგვისტოს აჯანყების მიერ პროვოცირებული კონგოს მეორე ომი.
1999 წელი, მაისი — სახელმწიფო ავიაციის ავიადარტყმა ქალაქ გომაზე, როგორც მოძრაობა კონგოს დემოკრატიისთვის (RCD) აჯანყებულთა საყრდენ პუნქტზე[1].
2002 წელი — ვულკან ნიირაგონგოს ამოფრქვევა.
2008 წელი, ოქტომბერი-ნოემბერი — 2008 წლის გომისათვის ბრძოლა: ბრძოლა ტუტსის ხალხის აჯანყებულებსა (ლორან ნკუნდა) და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამთავრობო ჯარებს შორის, რომელსაც ეხმარებოდა გაეროს ჯარები.
2012 წელი, 20 ნოემბერი — ქალაქი დაიპყრო «23 მარტის მოძრაობის» (М23) აჯანყებულებმა[2].
2013 წელი, 4 მარტი — ქალაქ გომის აეროპორტში დაშვებისას ჩამოვარდა თვითმფრინავი Fokker 50. ბორტზე მყოფი 40 ადამიანიდან დაიღუპა 36; 4 დაჭრილი გადაყვანილი იქნა ქალაქ გომის საავადმყოფოში. წინასწარი მონაცემებით, ჩამოვარდნის მიზეზი გახდა ცუდი ამინდი. ავიაკატასტროფის მომენტში გომაში მოდიოდა ძლიერი თავსხმა წვიმა. თვითმფრინავმა 7 კმ-ით ვერ მიაღწია ადგილობრივი აეროდრომის ასაფრენ-დასაჯდომ ზოლამდე და ჩამოვარდა პირდაპირ ქალაქის ცენტრში. კატასტროფის შედეგად მიწაზე მყოფებიდან არავინ არ დაშავებულა.↑ World: Africa Congo raids 'targeted civilians'
↑ «Congolese rebels seize Goma, take airport.» Melanie Goubyrukmini Callimachi, «Bloomberg BusinessWeek», Tuesday November 20, 2012. Retrieved 20 November 2012.
Photographies by:
Д. А. Брюханов - CC BY-SA 4.0
MONUSCO Photos - CC BY-SA 2.0
Statistics: Position
2861
Statistics: Rank
105163
კომენტარის დამატება