Context of გაბონი

გაბონი (ფრანგ. République gabonaise) — სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში. საფრანგეთის ყოფილი კოლონია. დედაქალაქი ლიბრევილი. სახელმწიფო ენა – ფრანგული. 2013 წლის აღწერით ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 811 079 ადამიანს, ტერიტორია — 267 668 კმ².

უნიტარული სახელმწიფო, რომელიც დაყოფილია 9 პროვინციად. საპრეზიდენტო რესპუბლიკა — 2009 წლის 30 აგვისტოს ქვეყნის პრეზიდენტად არჩეული იქნა ალი ბონგო ონდიმბა.

ქვეყანა მდებარეობს ცენტრალური აფრიკის დასავლეთში, დასავლეთიდან მას გარს ერტყმის გვინეის ყურის წყლები ატლანტის ოკეანეში. ჩრდილო-დასავლეთიდან ესაზღვრება ეკვატორული გვინეა, ჩრდილოეთიდან – კამერუნი, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან – კონგოს რესპუბლიკა.

მორწმუნეთა დიდი ნაწილი თავისი აღმსარებლობით სხვადასხვა მიმართულების ქრისტიანია (პირველ რიგში კათოლიკები).

ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და სტაბილურ სახელმწიფოდ აფრიკაში. 2012 წლის შეფასებით, მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენდა 24,5 მილიარდ ამერიკულ დოლარს. ფულადი ერთეული — აფრიკული ფრანკი.

Where can you sleep near გაბონი ?

Booking.com
8.715.047 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 1.185 visits today.