ვირუნგის ეროვნული პარკი

ვირუნგის ეროვნული პარკი (ფრანგ. Parc National des Virunga, ყოფილი ალბერტის ეროვნული პარკი) — მდებარეობს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში. გადაჭიმულია ვირუნგის მთებიდან რუვენზორის მთებამდე. ესაზღვრება რუანდის ტერიტორიაზე მდებარე ბირუნგის ეროვნულ პარკსა და უგანდაში მდებარე რუვენზორის მთების ეროვნულ პარკს. იგი პირველი ეროვნული პარკია აფრიკის კონტინენტზე, შეიმნა 1925 წელს. ფართობი შეადგენს 7800 კმ²-ს. 1979 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ბოლო პერიოდში პარკი ცნობილი გახდა მის ტერიტორიაზე მობინადრე მთის გორილებით, თუმცა უკანონო ნადირობამ და კონგოს სამოქალაქო ომმა მისი ველური ბუნების პოპულაციებს სერიოზული ზიანი მიაყენა. პარკი იმართება კონგოს ეროვნული პარკების სამმართველოს მიერ (Institut Congolais pour la Conservation de la Nature ICCN - კონგოს ბუნების კონსერვაციის ინსტიტუტი) და სასიცოცხლო დაფინანსებას იღებს ევროკავშირისგან.

ეროვნული პარკი მოიცავს ედუარდის ტბის დასავლეთ ნაპირებს, რომელიც ცნობილია ...დაწვრილებით

ეროვნული პარკი მოიცავს ედუარდის ტბის დასავლეთ ნაპირებს, რომელიც ცნობილია თავის ჰიპოპოტამებით (რომელთა 95 % 2006 წელს გაწყდა). პარკში ჭარბობს ჭაობები, ბალახით დაფარული პლატოები და ვაკეები. უგანდის საზღვართან მდებარე რუვენზორის მთებისათვის დამახასიათებელია ალპური მდელოები და მყინვარები, მაშინ როდესაც ის ასევე მოიცავს ორ აქტიურ ვულკანს — ნიირაგონგოსა და ნიამურაგირას.

პარკი ცნობილია განსაკუთრებული მრავალფეროვნებით, ის მოიცავს ყველაზე მეტ ფრინველის, ძუძუმწოვრისა და რეპტილიის სახეობებს, ვიდრე აფრიკის კონტინენტის სხვა ნებისმიერი დაცული ტერიტორია. თუმცა მთის გორილა ამჟამად უკიდურესად იშვიათი და ყველაზე უფრო კრიტიკულად საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობაა, წარმატებით ჩატარებულმა საკონსერვაციო სამუშაოებმა შედეგი გამოიღო და მნიშვნელოვნად გაიზარდა გადარჩენილი ინდივიდების უსაფრთხოების დონე. მათი პოპულაციები აქტიურად იზრდებოდა რეგიონის სოციალური გარდაქმნების პერიოდში (1994–2004), მაგრამ 2008 წელს პარკის ტერიტორიაზე დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაკავებულ იქნა რეინჯერების ოფისები, რასაც თან მოჰყვა უკანონო ნადირობა და გამძვინვარებული დეფორესტაცია ნახშირის წარმოების მიზნით, რამაც კიდევ ერთელ ეჭვქვეშ დააყენა პოპულაციების მომავალი. მიჩნეულია, რომ პარკის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ შესაძლებელია სავანის, ტყის სპილოებისა და შიმპანზეების ხილვა, ისევე როგორც ოკაპების, ჟირაფების, ბუფალოების და სხვა მრავალი ენდემური ფრინველის. ვირგუნასთან ერთად იმართებოდა მის მოსაზღვრედ მდებარე გამოქვაბულებითა და ჩანჩქერებით გამორჩეული ოიოს მთის არეალი, რომელიც პიგმეების ბამბუტის ხალხის სამშობლოა. ომმა ამ ტერიტორიასაც სერიოზული ზიანი მიაყენა.

Photographies by:
Cai Tjeenk Willink - CC BY-SA 3.0
Statistics: Position
251
Statistics: Rank
272835

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
726843195Click/tap this sequence: 1511
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ვირუნგის ეროვნული პარკი ?

Booking.com
491.402 visits in total, 9.211 Points of interest, 405 Destinations, 27 visits today.