Colombia

კოლუმბია
Katherine Escorcia Mendoza - CC BY-SA 4.0 Colores Mari from Bogotá, Colombia - CC BY-SA 2.0 Hdhdhdybooty - CC BY-SA 4.0 Colores Mari from Bogotá, Colombia - CC BY-SA 2.0 Colores Mari from Bogotá, Colombia - CC BY-SA 2.0 Hdhdhdybooty - CC BY-SA 4.0 Pablo Andrés Ortega Chávez - GFDL 1.2 Nelsonc - CC BY-SA 3.0 Katherine Escorcia Mendoza - CC BY-SA 4.0 Katherine Escorcia Mendoza - CC BY-SA 4.0 Hdhdhdybooty - CC BY-SA 4.0 Etienne Le Cocq - CC BY 3.0 Hdhdhdybooty - CC BY-SA 4.0 Carlos Castaño Uribe - CC BY-SA 3.0 Moterocolombia - CC BY-SA 4.0 <Marco> - CC BY-SA 2.0 Colores Mari from Bogotá, Colombia - CC BY-SA 2.0 Julianruizp - CC BY-SA 4.0 Pedro Szekely from Los Angeles, USA - CC BY-SA 2.0 ArturoAparicio - CC BY-SA 4.0 Hdhdhdybooty - CC BY-SA 4.0 No machine-readable author provided. JuanseG~commonswiki assumed (based on copyright claims). - Public domain Colores Mari from Bogotá, Colombia - CC BY-SA 2.0 Mario Carvajal - CC BY 2.0 Dwayne Reilander - CC BY-SA 4.0 Colores Mari from Bogotá, Colombia - CC BY-SA 2.0 Colores Mari from Bogotá, Colombia - CC BY-SA 2.0 Bernd Lutz - CC BY-SA 3.0 Leandro Neumann Ciuffo - CC BY 2.0 No machine-readable author provided. Kamilokardona assumed (based on copyright claims). - Public domain Colores Mari from Bogotá, Colombia - CC BY-SA 2.0 Mcarrizosac - CC BY-SA 4.0 Hdhdhdybooty - CC BY-SA 4.0 Etienne Le Cocq - CC BY 3.0 Pablo Andrés Ortega Chávez - GFDL 1.2 Colores Mari from Bogotá, Colombia - CC BY-SA 2.0 Colores Mari from Bogotá, Colombia - CC BY-SA 2.0 Colores Mari from Bogotá, Colombia - CC BY-SA 2.0 Pownerus - CC BY-SA 3.0 Pedro Szekely from Los Angeles, USA - CC BY-SA 2.0 José Luis Filpo Cabana - CC BY-SA 4.0 Colores Mari from Bogotá, Colombia - CC BY-SA 2.0 Pablo Andrés Ortega Chávez - GFDL 1.2 Colores Mari from Bogotá, Colombia - CC BY-SA 2.0 Julianruizp - CC BY-SA 4.0 Hdhdhdybooty - CC BY-SA 4.0 ArturoAparicio - CC BY-SA 4.0 Kari5wiki - CC BY-SA 4.0 Pablo Andrés Ortega Chávez - GFDL 1.2 Hdhdhdybooty - CC BY-SA 4.0 Mcarrizosac - CC BY-SA 4.0 Julianruizp - CC BY-SA 4.0 Pablo Andrés Ortega Chávez - GFDL 1.2 ArturoAparicio - CC BY-SA 4.0 No images

Context of კოლუმბია

კოლუმბია (ესპ. Colombia), ოფიციალურად კოლუმბიის რესპუბლიკა (ესპ. República de Colombia) — უნიტარული კონსტიტუციური რესპუბლიკა სამხრეთ ამერიკაში; შედგება 32 დეპარტამენტისგან. მდებარეობს კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ჩრდილო-დასავლეთიდან ესაზღვრება პანამა, ჩრდილოეთით — კარიბის ზღვა, აღმოსავლეთით — ვენესუელა და ბრაზილია, სამხრეთით — ეკვადორი და პერუ, დასავლეთით კი წყნარი ოკეანე. კოლუმბია ფართობის მხრივ მსოფლიოს 26-ე უდიდესი ქვეყანაა, სამხრეთ ამერიკაში კი მეოთხე, ბრაზილიის, არგენტინისა და პერუს შემდეგ. 46 მლნ მცხოვრებით, კოლუმბია 27-ე ქვეყანაა მსოფლიოში მოსახლეობის მხრივ, ესპანურენოვან ქვეყნებს შორის კი მეორე, მექსიკის შემდეგ. კოლუმბია განვითარებადი სახელმწიფოა; ამჟამად ფლობს მეოთხე უდიდეს ეკონომიკას ლათინურ ამერიკაში და მესამეს სამხრეთ ამერიკაში. ქვეყანა აწარმოებს ყავას, ყვავილებს, ზურმუხტებს, ქვანახშირსა და ნავთობს. ეს პროდუქტები ეკონომიკის პირველად სექტორს განეკუთვნება.

ტერიტორია, რომელზეც ამჟამად კოლუმბია მდებარეობს...დაწვრილებით

კოლუმბია (ესპ. Colombia), ოფიციალურად კოლუმბიის რესპუბლიკა (ესპ. República de Colombia) — უნიტარული კონსტიტუციური რესპუბლიკა სამხრეთ ამერიკაში; შედგება 32 დეპარტამენტისგან. მდებარეობს კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ჩრდილო-დასავლეთიდან ესაზღვრება პანამა, ჩრდილოეთით — კარიბის ზღვა, აღმოსავლეთით — ვენესუელა და ბრაზილია, სამხრეთით — ეკვადორი და პერუ, დასავლეთით კი წყნარი ოკეანე. კოლუმბია ფართობის მხრივ მსოფლიოს 26-ე უდიდესი ქვეყანაა, სამხრეთ ამერიკაში კი მეოთხე, ბრაზილიის, არგენტინისა და პერუს შემდეგ. 46 მლნ მცხოვრებით, კოლუმბია 27-ე ქვეყანაა მსოფლიოში მოსახლეობის მხრივ, ესპანურენოვან ქვეყნებს შორის კი მეორე, მექსიკის შემდეგ. კოლუმბია განვითარებადი სახელმწიფოა; ამჟამად ფლობს მეოთხე უდიდეს ეკონომიკას ლათინურ ამერიკაში და მესამეს სამხრეთ ამერიკაში. ქვეყანა აწარმოებს ყავას, ყვავილებს, ზურმუხტებს, ქვანახშირსა და ნავთობს. ეს პროდუქტები ეკონომიკის პირველად სექტორს განეკუთვნება.

ტერიტორია, რომელზეც ამჟამად კოლუმბია მდებარეობს ერთ დროს ადგილობრივი ხალხებით იყო დასახლებული. მათ შორის იყვნენ მიუსკები, კიმბაია და ტაირონა. 1499 წელს მოვიდნენ ესპანელები და დაიწყო დაპყრობისა და კოლონიზაციის ხანა, რასაც ბოლოს ახალი გრანადის ვიცე-სამეფოს შექმნა მოჰყვა (მოიცავდა თანამედროვე კოლუმბიას, ვენესუელას, ეკვადორს, ჩრდილო-დასავლეთ ბრაზილიასა და პანამას), რომლის დედაქალაქიც ბოგოტა გახდა. ესპანეთისგან დამოუკიდებლობა 1819 წელს გამოცხადდა დიდი კოლუმბიის სახელით, რომელიც 1830 წელს დაიშალა ვენესუელისა და ეკვადორის გასვლის შედეგად. ამჟამინდელი კოლუმბიისა და პანამის ტერიტორია პოლიტიკურ რუკაზე ახალი გრანადის რესპუბლიკის სახელით წარდგა. ახალი სახელმწიფო ფედერალიზმის გზას დაადგა 1858 წელს გრანადის კონფედერაციის გამოცხადებით, 1863 წელს კი მას კოლუმბიის შეერთებული შტატები ეწოდა, სანამ 1886 წელს საბოლოოდ არ გამოცხადდა კოლუმბიის რესპუბლიკა. 1903 წელს მას პანამა გამოეყო. კოლუმბია პირველი სახელმწიფო იყო სამხრეთ ამერიკაში კონსტიტუციური მმართველობის ფორმით. ასევე, მას დიდი წვლილი მიუძღვის პან-ამერიკული ორგანიზაციების დაარსება-ხელშეწყობაში, თავდაპირველად ეს იყო პანამის კონგრესი, მოგვიანებით კი ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია. 1848 და 1849 წლებში დაარსდა ლიბერალური და კონსერვატორული პარტიები, რომლებიც დღემდე მოქმედ ერთ-ერთ უძველეს პოლიტიკურ პარტიებად ითვლება ამერიკაში.

კოლუმბია ეთნიკურად მრავალფეროვანია. ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის, ესპანელი კოლონისტების, აფრიკიდან მოყვანილი მონებისა და მეოცე საუკუნეში ევროპიდან და ახლო აღმოსავლეთიდან იმიგრირებულთა შთამომავლების ურთიერთმოქმედების შედეგად მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობა წარმოიქმნა. ამაზე გავლენა იქონია კოლუმბიის მრავალფერმა გეოგრაფიამაც. ურბანულ ცენტრთა უმრავლესობა განლაგებულია ანდების მაღალმთიანეთში. კოლუმბიის ტერიტორია ასევე მოიცავს ამაზონის წვიმის ტყეებს, ტროპიკულ სავანებსა და კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის სანაპიროებს. ეკოლოგიური თვალსაზრისით, კოლუმბია მსოფლიოს 17 მეგამრავალფეროვან ქვეყნის რიცხვში შედის და მიიჩნევა ყველაზე მეგამრავალფეროვან ქვეყნად კვადრატულ კილომეტრზე გადაანგარიშებით.

დაძაბულობები პოლიტიკურ პარტიებს შორის ხშირად გადაზრდილა ძალადობაში. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ათასდღიანი ომი (1899–1902) და 1948 წელს დაწყებული ლა-ვიოლენსია. 1960-იან წლებში სამთავრობო ძალები, მემარცხენე ფრთის ამბოხებულები და მემარჯვენე შეიარაღებული ფორმირებები ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ შეიარაღებულ კონფლიქტში (დღემდე გრძელდება) ჩაერთნენ. კოკაინით ვაჭრობის მიზებით დაწყებულმა ამ კონფლიქტმა დრამატული ხასიათი 1980-იან წლებში მიიღო. 2010 წლიდან ძალადობა შემცირდა; სამშვიდობო პროცესების შედეგად დაიშალა ზოგიერთი შეიარაღებული ფორიმრება, პარტიზანული ომები კი უმრავლეს ადგილში შეწყდა. ამასობაში, 2002–2006 განახევრდა კოლუმბიაში მკვლელობების მაჩვენებელი. უმკაცრესი პოლიტიკის წყალობით, 2012 წლის ივნისისთვის, მსოფლიოში კოკაინის უდიდეს მწარმოებელთა სიაში კოლუმბიამ მეორე–მესამე ადგილზე გადაინაცვლა, მაშინ, როდესაც მრავალი წლის განმავლობაში იგი ამ სიის სათავეში იდგა; თუმცა ზოგიერთი წყარო მას კვლავ ამ სიის სათავეში მოიაზრებს. კოლუმბიის ნარკოტიკების უდიდეს მომხმარებლად დღემდე რჩება ამერიკის შეერთებული შტატები, 150–160 ტონა წელიწადში.

More about კოლუმბია

Basic information
  • Native name Colombia
  • Calling code +57
  • Internet domain .co
  • Mains voltage 110V/60Hz
  • Democracy index 7.04
Population, Area & Driving side
  • Population 49065615
  • Area 1141748
  • Driving side right

Phrasebook

გამარჯობა
Hola
მსოფლიო
Mundo
Გამარჯობა მსოფლიო
Hola Mundo
Გმადლობთ
Gracias
ნახვამდის
Adiós
დიახ
არა
No
Როგორ ხარ?
¿Cómo estás?
Კარგი, მადლობა
Bien, gracias
Რა ღირს?
¿Cuánto cuesta?
Ნული
Cero
ერთი
Una

Where can you sleep near კოლუმბია ?

Booking.com
490.028 visits in total, 9.198 Points of interest, 404 Destinations, 77 visits today.