Bibliothèque nationale de France

( საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა )

საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა (ფრანგ. Bibliothèque nationale de France) — ბიბლიოთეკა პარიზში, ფრანგულენოვანი ლიტერატურის ყველაზე მდიდარი ნაკრები მსოფლიოში. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ბიბლიოთეკა. ყველაზე მსხვილი ბიბლიოთეკა საფრანგეთში და ერთ-ერთი ყველაზე უმსხვილესი ბიბლიოთეკა მსოფლიოში. ბიბლიოთეკაში 2651 თანამშრომელი მუშაობს, აქედან 2500 ადამიანი — მთელი დღე. ძირითადი წიგნთსაცავი მდებარეობს მდინარე სენის მარცხენა მხარეს, პარიზის მე-13 ოლქში და ატარებს ფრანსუა მიტერანის სახელს. კრებულის ყველაზე ფასიანი ნაწილი, კაბინეტი მედებისა და მანუსკრიპტის ინახება ისტორიულ შენობაში, რიშელიეს ქუჩაზე, შენობის ანსამბლი XVII—XIX საუკუნისაა.

საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა ევროპაში ერთ-ერთი უძველესია; ბიბლიოთეკა სხვადასხვა პერიოდში მეფეების, სამეფოს, ეროვნული, საიმპერატორო და კვლავ ეროვნული ბიბლიოთეკის სახელს ატარებდა. ჯერ კიდევ მეფე პიპინ მოკლეს ჰქონდა ხელნაწერთა კრებული. კარლოს დიდმა დააარსა ბიბლიოთეკა ახენში, ძალიან მნიშვნელოვანი იმ დროისთვის, მაგრამ მისი ...დაწვრილებით

საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა (ფრანგ. Bibliothèque nationale de France) — ბიბლიოთეკა პარიზში, ფრანგულენოვანი ლიტერატურის ყველაზე მდიდარი ნაკრები მსოფლიოში. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ბიბლიოთეკა. ყველაზე მსხვილი ბიბლიოთეკა საფრანგეთში და ერთ-ერთი ყველაზე უმსხვილესი ბიბლიოთეკა მსოფლიოში. ბიბლიოთეკაში 2651 თანამშრომელი მუშაობს, აქედან 2500 ადამიანი — მთელი დღე. ძირითადი წიგნთსაცავი მდებარეობს მდინარე სენის მარცხენა მხარეს, პარიზის მე-13 ოლქში და ატარებს ფრანსუა მიტერანის სახელს. კრებულის ყველაზე ფასიანი ნაწილი, კაბინეტი მედებისა და მანუსკრიპტის ინახება ისტორიულ შენობაში, რიშელიეს ქუჩაზე, შენობის ანსამბლი XVII—XIX საუკუნისაა.

საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა ევროპაში ერთ-ერთი უძველესია; ბიბლიოთეკა სხვადასხვა პერიოდში მეფეების, სამეფოს, ეროვნული, საიმპერატორო და კვლავ ეროვნული ბიბლიოთეკის სახელს ატარებდა. ჯერ კიდევ მეფე პიპინ მოკლეს ჰქონდა ხელნაწერთა კრებული. კარლოს დიდმა დააარსა ბიბლიოთეკა ახენში, ძალიან მნიშვნელოვანი იმ დროისთვის, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ ბიბლიოთეკა გაიყიდა. მეფე ლუდვიგ IX-მ ისევ შეაგროვა საკმარისად დიდი ბიბლიოთეკა, რომელიც უანდერძა სასულიერო საზოგადოებას.

ხელნაწერის შეგროვება სინამდვილეში დაიწყო იყო კარლ V ბრძენმა (მართავდა 1364-1380 წლებში), რომელიც დააარსა ბიბლიოთეკა არა მხოლოდ თავისთვის, არამედ მეცნიერებს მისცა მუშაობის შესაძლებლობა; ის არა მხოლოდ ყიდულობდა და ავალებდა გადაეწერათ ხელნაწერები, ასევე ავალებდა ეთარგმნათ „სამეფოს და მთელი ქრისტიანული სამყაროს სასარგებლოდ“. 1367-1368 წლებში ბიბლიოთეკა, მეფის ბრძანებით, გადატანილ იქნა ბაზიერთუხუცესის კოშკში, ლუვრის ციხე დარბაზში. 1373 წელს შეადგინეს მისი კატალოგი, დამატებითი კი 1380 წელს. ბიბლიოთეკა ძალიან დაზარალდა იმის გამო, რომ მეფის ნათესავებს გაჰქონდათ წიგნები და უკან არ აბრუნებდნენ — შედეგად 1200 ხელნაწერიდან ჩვენამდე მოაღწია ძალიან მცირე ნაწილმა. ლუდვიგ XI იძულებული იყო დაეწყო სასახლის წიგნშესანახის შექმნა სუფთა ფურცლიდან. ლუდოვიკო XII-მ გადაიტანა ლუვრის ბიბლიოთეკა ბულაში და შეუერთა ბიბლიოთეკას; რომელიც შექმნილი იყო მამისა და ბაბუის, ორლეანის ჰერცოგის მიერ, მანვე შეიძინა მდიდარი კრებული წიგნებისა მილანის ჰერცოგების წიგნების ნაწილი პეტრარკის ბიბლიოთეკიდან და წიგნების ნაკრები ლუდვიგ დე ბიურუგის, სენიორ დე ლა გრიტუზის. მეფე ყიდულობდა წიგნებს როგორც საფრანგეთში, საზღვარგარეთ: გააგზავნა იტალიაში რამდენიმე განათლებული კარისკაცი, მან უბრძანა მათ ეყიდათ რომსა და ვენეციაში ყველა ბერძნული ხელნაწერი ან მათი ასლები რის მოძიემასაც შეძლებდნენ.

1537 წელს მეფის ბრძანებით ყველა ფრანგული გამომცემლობა და წიგნით მოვაჭრე ვალდებული იყო დაედოთ ბულაში ერთი ეგზემპლარი დაბეჭდილი წიგნიდან. 1544 წელს სამეფო ბიბლიოთეკა გადაიტანეს ფონტენბლოში. ამ დროისათვის ის ითვლიდა 1500 ტომს, ჩათვლით 41 ბერძნულ, 4 ივრითულ და 2 არაბულ ენაზე და იყო ერთ-ერთი უმდიდრესი ევროპაში. ორი წლის შემდეგ სამეფო ბიბლიოთეკა გაიხსნა დამთვალიერებელთათვის. ფრანცისკას შვილმა ჰენრიხ II-მ გაზარდა აუცილებელი ეკზემპლარების რაოდენობა. კარლოს IX-ის მეფობის ბოლოს ბიბლიოთეკა რომელიც ითვლიდა 1560 წლისათვის 3560 ერთეულს დაბრუნდა ფონტენბლოდან პარიზში.

ლუდოვიკ XIII-ის დროს ლუვრის ბიბლიოთეკა ეკუთვნოდა პირადად მეფეს და იწოდებოდა სამეფო კაბინეტად. 1622 წელს გამოქვეყნებულ იქნა ნაკრების პირველი კატალოგი. ლუდოვიკ XIV ისევ აკეთებდა გახსნილ ბიბლიოთეკას მნახველებისთვის. მისი მეფობისას სამეფო ბიბლიოთეკამ მიიღო და შეიძინა საჩუქრად ბევრი წიგნი და ხელნაწერი. იმ პერიოდის მთავარი შენაძენი იყო: 9000 ტომიანი კრებული და 260 ხელნაწერი, საჩუქრად ძმები დიუპირები|ძმები დიუპირებისაგან; ნაბოძები ორლეანის გასტონის, რომელიც შედგებოდა: წიგნებისაგან, ხელნაწერებისაგან, მედლისგან, მინიატურისაგან, ნახატებისაგან და სხვა იშვიათობებისგან. გრაფ დე ბეტიუნის — ნაბოძები: ისტორიული დოკუმენტის კრებული, რაოდენობა 1923 ტომი. 1669 წელს იქნა შეძენილი ექიმი ჟაკა მენდელის ბიბლიოთეკა, შემდგარი 10000 წიგნისა და 136 ხელნაწერისაგან. 1715 წელს ბიბლიოთეკამ მიიღო საჩუქრად გენერის ცნობილი კრებული.

ბიბლიოთეკის გამგებლობა კოლბერის ხელთ იყო, როგორც სამეფო შენობის მთავარი ინტენდატი. ის ასევე აგზავნიდა მეცნიერებს საზღვარგარეთ, რომ მოეძიათ და შეეძინათ წიგნები: აქედან გამომდინარე საფრანგეთში შემოიტანეს ფასდაუდებელი წიგნები და ხელნაწერები საბერძნეთიდან, ეგვიპტიდან, სპარსეთიდან, კოსტანტინოპოლიდან, იტალიიდან, პორტუგალიიდან, შვეიცარიიდან და სხვა ქვეყნებიდან. ლუდოვიკო XV-ის მეფობისას ბიბლიოთეკამ შეიძინა 20 000-მდე წიგნების კრებული და ხელნაწერი. აქედან უმთავრესი იყო კალბერის ბიბლიოთეკა, 6645 უძველესი ხელნაწერით. 1723 წელს ინდურმა კომპანიამ გადაუგზავნა 1800 ჩინური წიგნზე მეტი.

საფრანგეთის რევოლუციის დროს კონვენტის გადაწყვეტილებით ბიბლიოთეკა გახდა ეროვნული, როგორც სხვა ბევრი სამეფო დაწესებულება და იწოდებოდა როგორც „ერიკნული“. ამ პერიოდში ბიბლიოთეკა შეივსო აურაცხელი სიმდიდრით. აქ გადმოიტანეს მონასტრებისა და დევნილი არისტოკრატების წიგნები. აქედან უმდიდრესი იყო სენ-ჟერმენ-დე-არე|სენ-ჟერმენ-დე-არეს სააბატოს კოლექცია, რორბონის კოლექცია. მოგვიანებით შეძენილი ბიბლიოთეკიდან მნიშვნელოვანი იყო ლაბედუაიერის 10 000 წიგნიანი კრებული.

1988 წელს პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა მხარი დაუჭირა ბიბლიოთეკის რეფორმირების პროგრამას, ამის შესაბამისად ძირითადი ფონდები გადავიდა ახალ მაღლივ შენობაში, პარიზის XIII ოლქში. ამ მომენტისათვის დაბეჭდილი წიგნების რიცხვი და კრებული აღემატებოდა 9 მილიონს.

წიგნის სკანირების ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ ეროვნული ბიბლიოთეკა იყო პირველი, რომელმაც გააციფრულა მეტნაკლებად მოთხოვნილი ფონდები და განათავსა ინტერნეტში მისამართზე: gallika.bnf.tr. 2011 წელს თარიღის მდგომარეობით, ონლაინ ბიბლიოთეკა „გალიკამ“ მკითხველებს მიაწოდა 1 400 000 დოკუმენტი.

ბიბლიოთეკა მონაწილეობს, აგრეთვე, კვლევის პროექტში „Quaero“, რომელიც მიმართულია მეტყველების განვითარებისა და მექანიკური თარგმნის ტექნოლოგიის გაუმჯობესებაზე.

Photographies by:
Vincent Desjardins - CC BY 2.0
Statistics: Position
2700
Statistics: Rank
44924

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
354186927Click/tap this sequence: 2481

Google street view

Where can you sleep near საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა ?

Booking.com
489.999 visits in total, 9.198 Points of interest, 404 Destinations, 48 visits today.