Musée du Louvre

( ლუვრი )

ლუვრის მუზეუმი (ფრანგ. Musée du Louvre) — უდიდესი და ყველაზე განთქმული მუზეუმია მსოფლიოში, რომელსაც 9.7 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავდა 2012 წელს. მდებარეობს პარიზში, საფრანგეთში. შენობა, ყოფილი სამეფო სასახლე, პარიზის ცენტრში მდებარეობს, მდინარე სენასა და რუ-დე-რივოლის შორის. მისი მთავარი მოედანი, რომელზეც ამჟამად ლუვრის პირამიდაა აღმართული, ერთ ხაზზეა შანზ-ელიზეს გასწვრივ და ამგვარად ქმნის ისტორიულ მონაკვეთს (Axe historique), რომელზეც პარიზის მრავალი ისტორიული მონუმენტია განლაგებული. ლუვრის სამეფო სასახლის ნაწილი საზოგადოებისთვის პირველად გაიხსნა 1793 წლის 8 ნოემბერს, საფრანგეთის რევოლუციის დროს.

ისტორია

ლუვრი საუკუნის დასაწყისში (1200 წ.) აიგო მეფე ფილიპე ავგუსტის მითითებით, როგორც ციხესიმაგრე. XIV საუკუნის ბოლოს რ. დეტამლევ გადააკეთა და აქედან მოყოლებული, ლუვრი მეფეთა რეზიდენციად იქცა. 1546 წელს იგი დაინგრა და მის ადგილას ფრანგმა არქიტექტორმა პიერ ლესკომ (1510-1574) ააგო სასახლე - აღორძინების ხანის შესანიშნავი ძეგლი. სკულპტურული დეკორი შეასრულა მოქანდაკე ჟან გუჟონმა. მომდევნო საუკუნეებში (1600 წლიდან 1868 წლამდე) დაემატა ცალკეული კორპუსები და ფასადები. XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან ლუვრი მეფეთა რეზიდენცია აღარ იყო. იგი ჯერ მხატვრული ტილოების საცავი იყო, ხოლო 1793 წლიდან კონვენტის დეკრეტით ეროვნულ სამხატვრო მუზეუმად იქცა.

Photographies by:
Statistics: Position
1646
Statistics: Rank
160297

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
317846952Click/tap this sequence: 6178
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ლუვრი ?

Booking.com

What can you do near ლუვრი ?

9.012.419 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 2.951 visits today.