La Joconde

( მონა ლიზა )

მონა ლიზა (აგრეთვე ცნობილი როგორც ჯოკონდა) — ლეონარდო და ვინჩის შესრულებული პორტრეტი, რომელიც შექმნილია დაახლოებით 1503 წელს. იგი მსოფლიოში ხელოვნების დარგში ყველაზე ცნობად ნამუშევარს წარმოადგენს. მიეკუთვნება აღორძინების პერიოდს. ის ასევე გინესის რეკორდის მფლობელია, როგორც ყველაზე ძვირად დაზღვეული ხელოვნების ნიმუში, რომლიც 1962 წელს 100 მილიონ დოლარად დააზღვიეს, ხოლო 2017 წელს დაზღვევის ღირებულებამ დაახლოებით 800 მილიონ დოლარს მიაღწია.

მიიჩნევა, რომ ის ლიზა დელ ჯოკონდოს (ფრანცისკო დელ ჯოკონდოს მეუღლის) პორტრეტია. ნახატი შესრულებულია ზეთის საღებავებით ალვის ხის დაფაზე 1503 - 1506 წლებში. ნახატი ფრანსუა I-მა შეიძინა და ახლა საფრანგეთის საკუთრებას წარმოადგენს. ნახატი 1797 წლიდან მუდმივ კომპოზიციაში, გამოფენილია ლუვრის მუზეუმში (პარიზი, საფრანგეთი).

ისტორია

ძნელია ნახატზე გამოსახული პიროვნების იდენთიფიცირება. დღემდე არსებობს რამდენიმე სადავო და ხშირად აბსურდული მოსაზრება ამ პიროვნების ვინაობის შესახებ:

ფლორენციელი ვაჭრის დელ ჯოკონდოს ცოლი მონა ლიზა; კატერინა სფორცა; იზაბელა დ’ესტე; უბრალოდ იდეალური ქალი; ახალგაზრდა ყმაწვილი ქალის სამოსში; ლეონარდოს ავტოპორტრეტი;

1517 წელს, კარდინალმა-ლუი არაგონმა მოინახულა ლეონარდო თავის სახელოსნოში, საფრანგეთში. ამ შეხვედრის დეტალების აღწერა მოხდა კარდინალის მდივნის, ანტონიო დე ბეატისოს მიერ: „1517 წლის 10 ოქტომბერს, მე და ჩემმა ბატონმა, ამბუაზის ყველაზე დაშორებულ ნაწილში მოვინახულეთ მესიე,ლეონარდო და ვინჩი, ფლორენციელი, თეთრწვერა მოხუცი, რომელიც 70 წელზე მეტისაა, — ჩვენი დროის ყველაზე შესანიშნავი მხატვარი. მან თქვენ აღმატებულებას აჩვენა სამი ნახატი: ერთი ფლორენციელი ქალბატონის გამოსახულებით, ნატურით დახატული ჯულიანო მედიჩის ძმის, ლორენცო მშვენიერის თხოვნით. მეორე — იოანე ნათლისმცემლის ახალგაზრდობის პორტრეტი და მესამე — წმინდა ანა მარიასთან და ჩვილ იესო ქრისტე ერთად. ყოველი მათგანი შესანიშნავია. თავად შემოქმედისგან უკვე შეუძლებელი იყო რაიმე ახალი შემოქმედების ლოდინი, რადგან მას მარჯვენა ხელი პარალიზებული ჰქონდა.“

მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ „ფლორენციელი ქალბატონში“ იგულისხმებოდა „მონა ლიზა“. თუმცაღა, შესაძლებელია, რომ ეს სულ სხვა პორტრეტი იყო, რომლის შესახებ არანაირი ცნობა თუ ასლი არ შემორჩა, რის გამოც ჯულიანო მედიჩის არ შეიძლებოდა რაიმე კავშირი ჰქონოდა „მონა ლიზასთან“.

ჯორჯიო ვაზარის (1511—1574 წწ.), ცნობილი იტალიელი მხატვრების ბიოგრაფიების ავტორის თანახმად, მონა ლიზა (შემოკლებული მადონნა ლიზასგან) იყო ფლორენციელი ვაჭრის, სახელად ფრანჩესკო დელ ჯოკონდოს (Francesco del Giocondo) ცოლი, რომლის პორტრეტზეც ლეონარდომ 4 წელი დახარჯა და მაინც დაუსრულებელი დატოვა.

ვაზარი აქებს ნახატის ხარისხს: „ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სურს ნახოს თუ რაოდენ კარგად შეუძლია ხელოვნებას შექმნას ბუნების იმიტაცია, თავისუფლად დარწმუნდება თავის მაგალითზე, რადგანაც ლეონარდომ აქ ყველა დეტალი შექმნა. თვალები სავსეა ბრწყინვალებითა და სისველით, როგორც ცოცხალ ადამიანებს. ნაზი,ვარდისფერი ცხვირი ნამდვილი გგონია… პირის წითელი ტონი,ჰარმონიულად ემთხვევა სახის ფერს… ვისაც არ უნდა შეეხედა, დაკვირვებით, მისი ყელისთვის, ყველას ეგონა, რომ პულსი ფეთქავდა…“

ვაზარი ასევე ხსნის მსუბუქ ღიმილს მის სახეზე: „თითქოსდა ლეონარდომ მოიწვია მუსიკოსები და მასხარები, რათა გაერთო დიდი ხნის პოზიორობისგან მოწყენილი ქალბატონი…“ შესაძლებელია ეს ისტორია სიმართლეს შეესაბამება, მაგრამ დასაშვებია, რომ ვაზარიმ იგი მხატვრის ბიოგრაფიას, მკითხველების გართობის მიზნით შეჰმატა. ვაზარი ასევე სიზუსტით აღწერს წარბებს, რომელიც ნახატზე არაა. ეს არაზუსტობა შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო თუ ავტორმა აღწერა ნახატი მეხსიერული მახსოვრობით ან სხვისი მონათხრობით. ნახატი კარგად იყო ცნობილი ხელოვნების მოყვარულთა შორის, თუმცა ლეონარდო გაემგზავრა იტალიიდან საფრანგეთში 1516 წელს და ნახატიც თან წაიღო. იტალიური წყაროების თანახმად, მას შემდეგ ნახატი საფრანგეთის მეფის ფრანსუა I-ის კოლექციაში იყო, თუმცა გაურკვეველი რჩება როდის და როგორ იქნა ნახატი შეძენილი და რატომ არ დაუბრუნა ლეონარდომ იგი დამკვეთს.

ვაზარის, დაბადებულს 1511 წელს, არ შეეძლო ენახა ნახატი საკუთარი თვალით, იგი იძულებული იყო დაყრდნობოდა ლეონარდო და ვინჩის ბიოგრაფიის უცნობი ავტორის ცნობებს. ზუსტად იგი წერს ნაკლებად ცნობილი ვაჭრის, ფრანჩესკო ჯოკონდოს შესახებ, რომელმაც შეუკვეთა თავისი მესამე ცოლის, ლიზას პორტრეტი. მიუხედავად ლეონარდოს ანონიმი თანამედროვის სიტყვისა, ბევრი მკვლევარი ეჭვობს, რომ ნახატი დაწერილი ყოფილიყო ფლორენციაში (1500—1505 წწ.). დახვეწილი ტექნიკა მიუთითებს ნახატის უფრო გვიან შექმნაზე. გარდა ამისა, იმ პერიოდში ლეონარდო ისეთი დაკავებული იყო „ანგიარის ბრძოლის“ შექმნით, რომ უარი უთხრა თავადის ქალ იზაბელა დ’ესტეს მიეღო მისი შეკვეთა.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ვაზარი თავის აღწერაში აღფრთოვანებულია არა ნახატისა და მოდელის მსგავსებით, არამედ ლეონარდოს მიერ ფიზიკური ფენომენის გადმოცემის ტალანტით. როგორც ჩანს, შედევრის ზუსტად ამ „ფიზიკურმა“ განსაკუთრებულობამ დატოვა ღრმა შთაბეჭდილება მხატვრის სალონში მოსულ მნახველებზე და მიაღწია ვაზარიმდე 50 წლის შემდეგ.

Photographies by:
Statistics: Position
1053
Statistics: Rank
109247

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
764915238Click/tap this sequence: 7776

Google street view

Where can you sleep near მონა ლიზა ?

Booking.com
487.420 visits in total, 9.187 Points of interest, 404 Destinations, 46 visits today.