Opéra Garnier

( ოპერა გარნიე )

გარნიეს სასახლე (Palais Garnier), აგრეთვე ცნობილი როგორც ოპერა გარნიე (ფრანგ. Opéra Garnier), ან უბრალოდ პარიზის ოპერა — 2.200 მაყურებელზე გათვლილი ოპერის თეატრი პარიზის მე-9 ოლქში. შარლ გარნიეს პროექტის ნეობაროკოს სტილის ეს გრანდიოზული შენობა ქალაქის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. ოპერის გამზირის ბოლოს, იმავე სახელწოდების მეტროს სადგურთან ახლოს მდებარე შენობა XIX საუკუნის ეკლექტური არქიტექტურის განსაკუთრებულ ნიმუშს წარმოადგენს. მისი აგება უკავშირდება ნაპოლეონ III-ისა და პრეფექტ ოსმანის მიერ წამოწყებულ პარიზის განახლების პროექტს.

1875 წელს შენობის გახსნის დღიდან, ოპერის თეატრს ოფიციალურად "მუსიკის ეროვნული აკადემია — ოპერის თეატრი" (Académie Nationale de Musique - Théâtre de l'Opéra) ერქვა. ეს სახელი მან 1978 წლამდე შეინარჩუნა, როდესაც მას "პარიზის ოპერის ეროვნული თეატრი" დაარქვეს. ხოლო მას შემდეგ, რაც საოპერო დასი ბასტილიის ოპერის თეატრში გადავიდა, 1989 წელს მისი დასრულების შემდეგ, თეატრს "გარნიეს სასახლე" დაარქვეს, თუმცა მისი უფრო ოფიციალური სახელი "მუსიკ...დაწვრილებით

გარნიეს სასახლე (Palais Garnier), აგრეთვე ცნობილი როგორც ოპერა გარნიე (ფრანგ. Opéra Garnier), ან უბრალოდ პარიზის ოპერა — 2.200 მაყურებელზე გათვლილი ოპერის თეატრი პარიზის მე-9 ოლქში. შარლ გარნიეს პროექტის ნეობაროკოს სტილის ეს გრანდიოზული შენობა ქალაქის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. ოპერის გამზირის ბოლოს, იმავე სახელწოდების მეტროს სადგურთან ახლოს მდებარე შენობა XIX საუკუნის ეკლექტური არქიტექტურის განსაკუთრებულ ნიმუშს წარმოადგენს. მისი აგება უკავშირდება ნაპოლეონ III-ისა და პრეფექტ ოსმანის მიერ წამოწყებულ პარიზის განახლების პროექტს.

1875 წელს შენობის გახსნის დღიდან, ოპერის თეატრს ოფიციალურად "მუსიკის ეროვნული აკადემია — ოპერის თეატრი" (Académie Nationale de Musique - Théâtre de l'Opéra) ერქვა. ეს სახელი მან 1978 წლამდე შეინარჩუნა, როდესაც მას "პარიზის ოპერის ეროვნული თეატრი" დაარქვეს. ხოლო მას შემდეგ, რაც საოპერო დასი ბასტილიის ოპერის თეატრში გადავიდა, 1989 წელს მისი დასრულების შემდეგ, თეატრს "გარნიეს სასახლე" დაარქვეს, თუმცა მისი უფრო ოფიციალური სახელი "მუსიკის ეროვნული აკადემია" დღემდე შემორჩა შენობის მთავარი ფასადის კოლონადის თავზე. მიუხედავად სახელების ხშირი ცვლისა და საოპერო დასის ბასტილიის ოპერის თეატრში გადასვლისა, პარიზელები ამ შენობას დღემდე "პარიზის ოპერას" უწოდებენ, ისევე როგორც ყველა დანარჩენ თეატრს, სადაც პარიზის ოპერისა და ბალეტის დასი მისი დაარსებიდან დღემდე მთავარ წარმოდგენებს მართავდა.

ისტორია კონკურსი ახალი ოპერისთვის
 
ემე მილეს « აპოლონი, პოეზია და მუსიკა », ოპერის შენობის თავზე აღმართული კომპლექსი

გარნიეს სასახლე პარიზის დიდი რეკონსტრუქციის გეგმის ნაწილი იყო, რომელიც საფრანგეთის მეორე იმპერიის პერიოდში ნაპოლეონ III-მ ჩაიფიქრა. ამ მიზნისთვის მან სამოქალაქო მშენებელი (ქალაქმგეგმავი) ბარონი ოსმანი შეარჩია.

1858 წლის 14 იანვარს, ლე პალეტიეს ქუჩაზე, სადაც დღევანდელი გარნიეს ოპერა მდებარეობს, იტალიელი ანარქისტები ნაპოლეონ III-ზე თავდასხმას ახორციელებენ. მართალია მთავარი სამიზნე გადარჩა, მაგრამ რვა ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით ასორმოცდაათი დაიჭრა.

ზუსტად მეორე დღეს ამ ადგილზე იმპერატორმა ახალი დარბაზის აგება გადაწყვიტა. იგი უნდა გამხდარიყო პარიზის მაღალი საზოგადოების თავშეყრის ადგილი. ნაპოლეონმა ოსმანს უფლება მისცა შენობის ადგილისთვის 12.000 კვ.მ. მიწა გაეთავისუფლებინათ. 1861 წელს გამოცხადდა კონკურსი „მუსიკისა და ცეკვის საიმპერატორო აკადემიის“ პროექტზე. 171 კონკურსანტს შორის იყო ახალგაზრდა არქიტექტორი შარლ გარნიე. პროექტში მონაწილეებს ანონიმურობის დაცვისათვის მიჩნეული ჰქონდათ ნომრები და საკუთარი დევიზი. გარნიეს ნომერი იყო 38, დევიზი კი - „მე ბევრის იმედი მაქვს და ცოტას ველი“.

1861 წელს, 30 მაისს ჟიურიმ, რომლის თავმჯდომარე იყო ნაპოლეონ I-ის შვილი, პრინცი ვალევსკი, გამარჯვებულად ცნო 39 წლის ჯერ კიდევ უცნობი არქიტექტორი შარლ გარნიე. პროექტისთვის გამოიყო 29 მილიონი ფრანკი, თუმცა შემდეგში მას ფინანსთა მინისტრმა 30% ჩამოაჭრა.

ადგილმდებარეობა

ადგილი, სადაც ოპერის შენობა უნდა აგებულიყო, გარშემორტყმული იყო მაღალი შენობებით და ასიმეტრიული რომბისებური ფორმა ჰქონდა. გარნიეს ამ შენობების აღება და მათ მაგივრად ბაღების გაშენება სურდა, რათა მნახველებს უფრო უკეთ შეეფასებინათ ახალი შენობის მთელი სიდიადე, მაგრამ ოსმანმა მას ამის უფლება არ მისცა. რამდენადაც მეზობელი შენობები გაცილებით მაღალი იყო ვიდრე გარნიეს მიერ დაგეგმილი ოპერის შენობა, არქიტექტორი იძულებული გახდა უკანასკნელ მომენტში შეეცვალა პროექტი და დაემატებინა ატიკური სართული, რათა საიმპერატორო სასახლეს საჭირო პომპეზურობა შეენარჩუნებინა. შენობის საძირკველი იმავე წელს ჩაიყარა, მშენებლობა კი 1962 წელს დაიწყო.

 
შარლ გარნიეს პორტრეტი
მშენებლობა

ლეგენდის თანახმად, მშენებლობის პერიოდში ნაპოლეონის მეუღლე ევგენიას გარნიესთვის უკითხავს თუ რომელ სტილში აშენდებოდა თეატრი — ბერძნულში თუ რომაულში, გარნიემ უპასუხა: "ეს ნაპოლეონ III-ის სტილი იქნება, მადამ!"

მშენებლობის პროცესი ძლიერ გაჭიანურდა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ბეტონის საძირკვლის ჩაყრას ხელს უშლიდა, იყო ჭაობიანი ნიადაგი, რომელიც ნესტს მიწისქვეშა წყლებისგან ისრუტავდა. საძირკვლიდან წყლის ამოტუმბვას რვა თვე დასჭირდა. შემდგომი გაჭიანურების მიზეზი ჯერ ფრანკო-პრუსიის ომი გახდა, შემდეგ მეორე იმპერიის დაცემა, ბოლო კი პარიზის კომუნა. ამ პერიოდში მშენებლობა კანტიკუნტად გრძელდებოდა. ერთი პერიოდი ჭორიც გავრცელდა, რომ თეატრის მშენებლობა საერთოდ შეწყდებოდა.

1867 წელს უნივერსალური ექსპოზიციისთვის იმპერატორის თხოვნით გაიხსნა შენობის მთავარი ფასადი. თუმცა შენობა ჯერ დასრულებული არ იყო.

გარნიეს სასახლის დასრულებას შემდგომი იმპულსი მისცა 1873 წლის 29 ოქტომბერს ძველი პარიზის ოპერის შენობის ხანძარმა, რომელიც 27 საათის განმავლობაში მძვინვარებდა და რომელმაც თეატრის შენობასთან ერთად თითქმის მთელი უბანი გაანადგურა. ეს შენობა პარიზის მუსიკის სამეფო აკადემიის მთავარი დარბაზი იყო და მის სცენაზე ოპერისა და ბალეტის მრავალი მსოფლიო შედევრი დადგმულა. შესაბამისად, მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს საოპერო და საბალეტო დასს სასწრაფოდ სჭირდებოდა შესაფერისი ახალი შენობა.

1875 წლის ინაუგურაცია

1874 წლის ბოლოსთვის გარნიემ მუშათა მასიურ არმიასთან ერთად სასახლის მშენებლობა დაასრულა, რასაც მთელი პარიზი ზეიმით შეხვდა. სასახლის ფორმალური ინაუგურაცია 1875 წლის 15 იანვარს შედგა გრანდიოზული გალა კონცერტით. საზეიმო ბალის რეპერტუარი შედგებოდა ფრომენტალ ჰალევის 1835 წლის ოპერა "La Juive" (ებრაელი ქალი) მესამე აქტისგან, ჯაკომო მეიერბეერის 1836 წლის ოპერა "Les Hugenots" (ჰუგენოტები) ნაწყვეტებთან ერთად. საბალეტო დასმა შეასრულა გრან დივერტისმენტი პარიზის ოპერის ბალეტმეისტერი ლუი მერანტეს მიერ, რომელიც შედგებოდა განთქმული სცენისგან "Le Jardin Animé" იოზეფ მაზიერის 1867 წლის განახლებული "Le Corsaire"-დან (კორსიკელი), ლეო დელიბეს მუსიკის თანხლებით.

ოპერის შენობის საბოლოო გახსნას 1875 წლის 28 ოქტომბერს ესწრება რესპუბლიკის პრეზიდენტი მაკ-მაონი, ლონდონის ლორდ-მერი, ამსტერდამის ბურგმისტრი, ესპანეთის სამეფო ოჯახი და ორი ათასამდე მოწვეული სტუმარი სხვადასხვა ქვეყნიდან. წარმოდგენილ იქნა ჯაკომო მეიერბერის ჰუგენოტებიდან და ლუდვიკ ჰალევის ებრაელი ქალიდან ნაწყვეტები.

პრეზენტაციაზე თავად არქიტექტორი მიწვეული კი იყო, მაგრამ მას უნდა გადაეხადა მეორე ლოჟაში ადგილის ფასი. ამ ფაქტმა დიდი აღშფოთება დაიმსახურა პრესაში. თუმცა ეს იყო სიმბოლო იმისა, რომ ახალ ხელისუფლებას არ სურდა კავშირი ჰქონოდა იმ ადამიანებთან, რომლებიც იმპერატორს ემსახურებოდნენ.

Photographies by:
Bradley Weber - CC BY 2.0
Statistics: Position
3044
Statistics: Rank
101079

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
416798325Click/tap this sequence: 6835
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ოპერა გარნიე ?

Booking.com

What can you do near ოპერა გარნიე ?

9.010.167 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 3.936 visits today.