البحر الميت

( მკვდარი ზღვა )

მკვდარი ზღვა (ებრ. ים המלח, იამ ჰა-მელახ - „მარილის ტბა“; არაბ. البَحْر المَيّت, ’ალ-ბაჰრ ალ მაჰიით - „მკვდარი ზღვა“) — გაუდინარი მლაშე ტბა, რომელიც მდებარეობს ისრაელისა და იორდანიის საზღვარზე. ფართობი 605 კმ², სიგრძე 67 კმ, სიგანე 18 კმ. უკავია გჰორის ტექტონიკური ღრმულის ყველაზე დაბალი ნაწილი. მკვდარი ზღვა წარმოადგენს ხმელეთის ყველაზე ღრმა დეპრესიას დედამიწაზე, რომლის წყლის დონე ზღვის დონიდან –405 მ-ზე მდებარეობს. მაღალია მარილის შემცველობა (33.7%).

აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაპირები ციცაბო და კლდოვანია, ჩრდილოეთით და სამხრეთით ეკვრის სანაპირო ვაკე. უმთავრესად საზრდოობს მდინარე იორდანეს წყლით. ჰავა ცხელია, მშრალი, ნალექები 50-100 მმ წელიწადში. აორთქლება ინტენსიურია.

მაღალი მარილიანობის გამო ტბა მოკლებულია ორგანულ სიცოცხლეს. დამახასიათებელია დონის მნიშვნელოვანი რყევა. სანაპიროებზე იღებენ მინერალურ მარილებს.

უძველეს დროში მკვდარი ზღვა ბიბლიური მოვლენების ეპიცენტრში იყო. მის ჩრდილოეთით მდებარეობს ქალაქი ი...დაწვრილებით

მკვდარი ზღვა (ებრ. ים המלח, იამ ჰა-მელახ - „მარილის ტბა“; არაბ. البَحْر المَيّت, ’ალ-ბაჰრ ალ მაჰიით - „მკვდარი ზღვა“) — გაუდინარი მლაშე ტბა, რომელიც მდებარეობს ისრაელისა და იორდანიის საზღვარზე. ფართობი 605 კმ², სიგრძე 67 კმ, სიგანე 18 კმ. უკავია გჰორის ტექტონიკური ღრმულის ყველაზე დაბალი ნაწილი. მკვდარი ზღვა წარმოადგენს ხმელეთის ყველაზე ღრმა დეპრესიას დედამიწაზე, რომლის წყლის დონე ზღვის დონიდან –405 მ-ზე მდებარეობს. მაღალია მარილის შემცველობა (33.7%).

აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაპირები ციცაბო და კლდოვანია, ჩრდილოეთით და სამხრეთით ეკვრის სანაპირო ვაკე. უმთავრესად საზრდოობს მდინარე იორდანეს წყლით. ჰავა ცხელია, მშრალი, ნალექები 50-100 მმ წელიწადში. აორთქლება ინტენსიურია.

მაღალი მარილიანობის გამო ტბა მოკლებულია ორგანულ სიცოცხლეს. დამახასიათებელია დონის მნიშვნელოვანი რყევა. სანაპიროებზე იღებენ მინერალურ მარილებს.

უძველეს დროში მკვდარი ზღვა ბიბლიური მოვლენების ეპიცენტრში იყო. მის ჩრდილოეთით მდებარეობს ქალაქი იერიქონი და სოდომი და გომორიც ახლოს უნდა ყოფილიყო. იმ ეპოქის მომსწრე სოდომის მთა ჯერაც დგას მკვდარი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირზე და მთლიანად ქვამარილისგან შედგება. ეროზიის შედეგად უსაყრდენო სვეტები წარმოიქმნა, რომელთაგან ყველაზე ცნობილს „ლოტის ცოლს“ უწოდებენ. კლდეს ეს სახელი ძველი აღთქმის ერთ-ერთი ამბის მიხედვით შეერქვა, რომლის თანახმად ღმერთმა ქალი მარილის სვეტად აქცია.

მკვდარ ზღვაში ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ეპოქიდან მკურნალობენ. დღესაც აქტიურად სტუმრობენ ამ მიზნისათვის.

Photographies by:
Pete - CC BY-SA 3.0
Grauesel - CC BY-SA 3.0
Statistics: Position
514
Statistics: Rank
174591

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
198542637Click/tap this sequence: 7216

Google street view

Where can you sleep near მკვდარი ზღვა ?

Booking.com
487.420 visits in total, 9.187 Points of interest, 404 Destinations, 46 visits today.