المغطس

( ალ-მაჰთასი )

ალ-მაჰთასი (არაბ. المغطس‎) — არქეოლოგიური ძეგლი იორდანიაში. მდებარეობს მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ ნაპირზე, მკვდარი ზღვიდან 9 კილომეტრში. მიჩნეულია იესო ქრისტეს ნათლობის ადგილად.

არქეოლოგიური ძეგლი შედგება ორი ობიექტისაგან: ტელ-ელ-ჰარარი, აგრეთვე ცნობილი როგორც „ილია წინასწარმეტყველის ამაღლების ბორცვი“ და რაიონი სადაც მდებარეობს იოანე ნათლიმცემლის სახელობის ეკლესია.

ძეგლი ამჟამად მცირე წყალსატევია, რომელიც არანაირად არაა დაკავშირებული მდინარე იორდანესთან, თუმცა ბიზანტიური ნაგებობების შემორჩენილი ნანგრევები მიუთითებს იმაზე, რომ ძეგლი მინიმუმ VI საუკუნიდან არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ აქ გათხრები მხოლოდ 1996 წელს დაიწყო, უკვე აღმოჩენილია ორი ათეული უძველესი ტაძარი. აღდგენილია იოანე ნათლისმცემელის სახელობის ტაძარი.

2015 წლიდან არქეოლოგიური ძეგლი იუნესკოს დაცვის ქვეშაა. XXI საუკუნიდან ალ-მაჰთასი მომლოცველობის ცენტრი გახდა.

Photographies by:
Statistics: Position
2443
Statistics: Rank
52546

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
378496215Click/tap this sequence: 2343

Google street view

Where can you sleep near ალ-მაჰთასი ?

Booking.com
489.990 visits in total, 9.198 Points of interest, 404 Destinations, 39 visits today.