كنيسة القيامة

( ქრისტეს საფლავის ტაძარი )

ქრისტეს საფლავის ტაძარი, წმინდა საფლავის ტაძარი, მაცხოვრის საფლავის ტაძარი ან უფლის საფლავის ტაძარი (არაბ. كَنِيسَةُ ٱلْقِيَامَة, ბერძ. Ναὸς τῆς Ἀναστάσεως, სომხ. Սուրբ Հարության տաճար, ლათ. Ecclesia Sancti Sepulchri, ებრ. כנסיית הקבר; აგრეთვე ცნობილია, როგორც აღდგომის ტაძარი, მართლმადიდებლებისათვის — ანასტასის ტაძარი) — ტაძარი იერუსალიმის ძველი ქალაქის ქრისტიანულ კვარტალში. დათარიღებულია IV საუკუნით. მოიცავს ქრისტიანთა ორ უწმინდეს ადგილს: იესო ქრისტეს ჯვარცმის ადგილს, რომელიც ცნობილია როგორც გოლგოთა, და მის საფლავს, სადაც იგი დაკრძალეს და სახარების მიხედვით, შემდეგ აღდგა. საფლავი გარშემორტყმულია XIX საუკუნის აკლდამით, სახელად ედიკულე. სტატუს-კვო — 150-წლოვანი ურთიერთგაგება (შეთანხმება) რელიგიურ თემებს შორის, ამ ადგილზეც ვრცელდება.

ეკლესიის საკუთრებაშია ოთხი უკანასკნელი (ზოგი განმარტების თანახმად — 5) ჯვრის გზის შეჩე...დაწვრილებით

ქრისტეს საფლავის ტაძარი, წმინდა საფლავის ტაძარი, მაცხოვრის საფლავის ტაძარი ან უფლის საფლავის ტაძარი (არაბ. كَنِيسَةُ ٱلْقِيَامَة, ბერძ. Ναὸς τῆς Ἀναστάσεως, სომხ. Սուրբ Հարության տաճար, ლათ. Ecclesia Sancti Sepulchri, ებრ. כנסיית הקבר; აგრეთვე ცნობილია, როგორც აღდგომის ტაძარი, მართლმადიდებლებისათვის — ანასტასის ტაძარი) — ტაძარი იერუსალიმის ძველი ქალაქის ქრისტიანულ კვარტალში. დათარიღებულია IV საუკუნით. მოიცავს ქრისტიანთა ორ უწმინდეს ადგილს: იესო ქრისტეს ჯვარცმის ადგილს, რომელიც ცნობილია როგორც გოლგოთა, და მის საფლავს, სადაც იგი დაკრძალეს და სახარების მიხედვით, შემდეგ აღდგა. საფლავი გარშემორტყმულია XIX საუკუნის აკლდამით, სახელად ედიკულე. სტატუს-კვო — 150-წლოვანი ურთიერთგაგება (შეთანხმება) რელიგიურ თემებს შორის, ამ ადგილზეც ვრცელდება.

ეკლესიის საკუთრებაშია ოთხი უკანასკნელი (ზოგი განმარტების თანახმად — 5) ჯვრის გზის შეჩერება, რომლებიც ქრისტეს ვნებათა საბოლოო ეპიზოდებს წარმოადგენს. ტაძარი ქრისტიანთა პილიგრიმობის მთავარ ადგილს წარმოადგენს თავისი დაარსების დროიდან, როგორც იესოს აღდგომის ტრადიციული ადგილი, საიდანაც გამომდინარეობს მისი ბერძნული ორიგინალური სახელი (ბერძ. Ανάστασηაღდგომა).

ქრისტეს საფლავის ტაძრის ფართო კომპლექსი, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში იქმნებოდა, წარმოადგენს იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქის რეზიდენციას, მაგრამ თვითონ ტაძრის კონტროლი 150-წლოვანი (ზოგ კონფესიას შორის კი — უფრო ხანგრძლივიც) უცვლელი შეთანხმებით გაზიარებულია სხვადასხვა ქრისტიანულ მიმდევრებასა და სეკულარულ გაერთიანებას შორის. მთავარი აღმსარებლობები, რომლებიც ტაძრის ნაწილებს იზიარებენ, არიან: ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესია, სომხური სამოციქულო ეკლესია და რომის კათოლიკური ეკლესია; აგრეთვე კოპტური მართლმადიდებელი ეკლესია, სირიის მართლმადიდებელი ეკლესია და ეთიოპიის მართლმადიდებელი ეკლესია. ამავდროულად, პროტესტანტებს, მათ შორის ანგლიკანებს, არ ყავთ მუდმივი წარმომადგენლობა ტაძარში. ზოგიერთი პროტესტანტი ქრისტეს ჯვარცმისა და აღდგომის ადგილად, იმავე იერუსალიმში მდებარე ბაღის საფლავს მიიჩნევს.

Photographies by:
Gerd Eichmann - CC BY-SA 4.0
Statistics: Position
3946
Statistics: Rank
85764

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
389456172Click/tap this sequence: 9633
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ქრისტეს საფლავის ტაძარი ?

Booking.com

What can you do near ქრისტეს საფლავის ტაძარი ?

8.835.602 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 3.056 visits today.