قبة الصخرة

( კლდის გუმბათი )

კლდის გუმბათი, იგივე გუმბათი კლდეზე (არაბ. مسجد قبة الصخرة‎‎ — მასჯიდ კუბატ ას-საჰრა; ივრ. ‏ כיפת הסלע‏‎‎‎) — მეჩეთი, წმინდა ტაძარი დაარსებული ძველ ქალაქ იერუსალიმში ტაძრების მთაზე. მდებარეობს მსოფლიოში უძველესი მუსლიმური ტაძრის - ალ-აქსას სიახლოვეს. ისლამური არქიტექტურის ერთ-ერთი პირველი ძეგლია. ტაძარი მდიდარია არაბესკებითა და მოზაიკური ორნამენტებით. მისი მშენებლობა დაიწყო ომაიანების სახალიფოს ხალიფა აბდ ალ-მალიქ იბნ მარვანის ბრძანებით 685 წელს და დასრულდა 691 წელს. ტაძრის გუმბათი წარმოადგენს ისლამური არქიტექტურის ერთ-ერთ უძველეს ნიმუშს. ის ითვლებოდა ”იერუსალიმის ყველაზე ცნობილ ნაგებობად”. მისი არქიტექტურა და მოზაიკა უტოლდებოდა ბიზანტიური სასახლეებისა და ეკლესიების სიდიადეს. მისი რვაკუთხოვანი გუმბათი, შესაძლოა, განიცდიდეს ბიზანტიურ გავლენას. კერძოდ, ის ძალიან წააგავს ბიზანტიურ წმ. მარიას ტაძარს, რომელიც აგებული იყო 451-458 წ.წ. და მდებარეობდა იერუსალიმი - ბეთლემის გზაზე. გუმბათი აღიმართა VII საუკუნის ბოლოს, როცა თანამედროვე გაგებით მეჩეთის სახე ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებულ...დაწვრილებით

კლდის გუმბათი, იგივე გუმბათი კლდეზე (არაბ. مسجد قبة الصخرة‎‎ — მასჯიდ კუბატ ას-საჰრა; ივრ. ‏ כיפת הסלע‏‎‎‎) — მეჩეთი, წმინდა ტაძარი დაარსებული ძველ ქალაქ იერუსალიმში ტაძრების მთაზე. მდებარეობს მსოფლიოში უძველესი მუსლიმური ტაძრის - ალ-აქსას სიახლოვეს. ისლამური არქიტექტურის ერთ-ერთი პირველი ძეგლია. ტაძარი მდიდარია არაბესკებითა და მოზაიკური ორნამენტებით. მისი მშენებლობა დაიწყო ომაიანების სახალიფოს ხალიფა აბდ ალ-მალიქ იბნ მარვანის ბრძანებით 685 წელს და დასრულდა 691 წელს. ტაძრის გუმბათი წარმოადგენს ისლამური არქიტექტურის ერთ-ერთ უძველეს ნიმუშს. ის ითვლებოდა ”იერუსალიმის ყველაზე ცნობილ ნაგებობად”. მისი არქიტექტურა და მოზაიკა უტოლდებოდა ბიზანტიური სასახლეებისა და ეკლესიების სიდიადეს. მისი რვაკუთხოვანი გუმბათი, შესაძლოა, განიცდიდეს ბიზანტიურ გავლენას. კერძოდ, ის ძალიან წააგავს ბიზანტიურ წმ. მარიას ტაძარს, რომელიც აგებული იყო 451-458 წ.წ. და მდებარეობდა იერუსალიმი - ბეთლემის გზაზე. გუმბათი აღიმართა VII საუკუნის ბოლოს, როცა თანამედროვე გაგებით მეჩეთის სახე ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული.

თუმცა კუბატ ას-საჰრა (კლდის გუმბათი) და ხალიფა ომარის მეჩეთი - ალ-აქსა ორი სრულიად განსხვავებული ისლამური ტაძარია, მაგრამ ისინი შეადგენს ხარამ ალ-შარიფის (ტაძრების მთის) ერთიან არქიტექტურულ კომპლექსს. პოპულარულ ლიტერატურაში ამ ორ ნაგებობას ზოგჯერ შეცდომით ურევენ ერთმანეთში.

ისტორია პრეისლამური პერიოდი
 
მეჩეთი ღამით

კლდის გუმბათი მდებარეობს იმ ადგილას, სადაც გადმოცემის თანახმად, ებრალთა პირველი და მეორე ტაძარი მდებარეობდა. მეორე ტაძარი დაინგრა ძვ. წ. 70 წელს რომაელთა მიერ. რომაელებმა აქ ააგეს მათი მთავარი ღვთაების იუპიტერის ტაძარი. ბიზანტიურ ეპოქაში იერუსალიმი პირველ რიგში ქრისტიანული იყო. შესაბამისად, აქ მოდიოდა ათი ათასობით მომლოცველი, რათა საკუთარი თვალით ეხილა და შეეგრძნო ქრისტიანობის პირველი აკვანი და ადგილები, სადაც იესო დადიოდა.

კონსტრუქცია და ზომები
 
დაიბეჭდა 1887. არქიტექტორმა ფრედერიკ ჰეტერვუდმა 1833 წელს შექმნა კლდის გუმბათის პირველი დეტალური ნახაზები

კლდის გუმბათი აიგო VII საუკუნეში ხალიფა აბდ ალ-მალიქ იბნ მარვანის ბრძანებით 685-691 წ.წ. ამის შემდეგ ტაძარი დიდხანს რჩებოდა ხელუხლებელი პირვანდელი სახით.

მისი არქიტექტურა და მოზაიკა იმეორებდა ირგვლივ მდებარე ბიზანტიური ეკლესიებისა და სასახლეების ნიმუშებს. ტაძარის მშენებლობას ხელმძღვანელობდა ორი არქიტექტორი - რაჯა იბნ ჰაივა ბეიტ-შეანიდან და იაზიდ იბნ სალიამი იერუსალიმიდან.

არქიტექტორმა ფრედერიკ ჰეტერვუდმა XIX საუკუნეში შექმნა ამ ტაძრის დეტალური ნახაზები, რომელიც მანამდე არ არსებობდა და ამ საქმეს მან სრული ექვსი კვირა მოანდომა.

ებრაული უნივერსიტეტის პროფესორი გოიტენი ამტკიცებდა, რომ ეს ტაძარი შეიქმნა მრავალი სხვა რელიგიის სათაყვანსაცემო უმშვენიერესი შენობების საკონკურენტოდ. თვით როტონდის ფორმა, განსაკუთრებით, კუბატ ას-საჰრა უცხოა ისლამისათვის. ვარაუდობენ, რომ ეს იყო ცდა თავის დროის ქრისტიანული გუმბათების მეტოქეობისა.

ას კრესუელი თავის წიგნში კლდის კუმბათის გეგმის შესახებ წერს, რომ ტაძრის გუმბათის დიამეტრი წარმოადგენს 20,20 მ., ხოლო სიმაღლე 20,48 მ. სტრუქტურა წარმოადგენს რვაკუთხოვან ფუძეს, რომელიც მოიცავს ხის გუმბათს. იგი დამონტაჟებულია შემაღლებულ ადგილზე და შედგება 16 კუთხისა და სვეტისაგან. შიდა ფასადი შესრულებულია ფაიფურისაგან. სარკეები, ასევე, წარმოადგენს რვაკუთხოვან კონსტრუქციას. თითოეული მათგანის ზომაა დაახლოებით 60 ფუტი (18 მ) სიგანეში და 36 ფუტი (11 მ) სიმაღლეში. გუმბათი და გარე კედლები შეიცავს უამრავ ფანჯარას.

ჯვაროსნები
 
ხედი ზეთისხილის მთიდან

საუკუნეთა მანძილზე ტაძრების მთაზე დადიოდნენ ქრისტიანები მოსალოცად, მაგრამ ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა იერუსალიმში გამოიწვია მომლოცველთა წინააღმდეგ ესკალაცია.

1099 წელს ჯვაროსანთა მიერ იერუსალიმის აღების შემდეგ კლდის გუმბათი გადაეცა ავგუსტინელებს, რომლებმაც ის გარდაქმნეს ეკლესიად, ხოლო ალ-აქსას მეჩეთი გადააქციეს სამეფო სასახლედ. ტამპლიერებმა, ვინც თვლიდა, რომ კლდის გუმბათი აგებული იყო სოლომონის ტაძრის საძირკველზე, თავიანთ შტაბად გადააქციეს ალ-აქსა XII საუკუნის დიდ მანძილზე. "Темплум Domini", როგორც ისინი უწოდებდნენ კლდის გუმბათს, განთავსებული იყო ორდენის დიდი მაგისტრის ოფიციალურ ბეჭედზე.

კლდის გუმბათი მალე იქცა ევროპის ტამპლიერთა მრგვალი ეკლსიების არქიტექტურულ მოდელად.

აიუბიდები და მამლუქები
 
კლდის გუმბათი ძველი ზეთისხილის გვერდით

1187 წლის 2 ოქტომბერს სალადინმა დაიბრუნა იერუსალიმი და კლდის გუმბათი ისევ მუსულმანური სალოცავი გახდა. მის გუმბათზე დადგმული ჯვარი ისლამის სიმბოლო ნახევარმთვარით შეიცვალა. სალადინის დისშვილმა ალ-მალიკ ალ-მუაზამ ისამ განახორციელა ტაძრის რესტავრაცია, მიუმატა მას ფრთები ალ-აქსას მეჩეთისაკენ.

კლდის გუმბათი სარგებლობდა სამეფო პატრონაჟით მამლუქთა პერიოდში, რომელიც გრძელდებოდა 1250-1510 წ.წ.

ოტომანთა იმპერია (1517-1917)
 
სახურავის კრამიტული ფასადი

სულთან სულეიმანის მეფობის დროს (1520-1566) ტაძრის გუმბათი გადაიხურა ფილებით. ამ შრომას 7 წელი დასჭირდა.

 
ტაძრის ინტერიერი (1914)

ტაძრის შიდა მხარე მთლიანად მოპირკეთდა უხვი მოზაიკით, რომელშიც გამოყენებული იქნა ძირითად მასალად ფაიანსი და მარმარილო. მოზაიკის ნაწილი ტაძრის დასრულებიდან რამდენიმე ასწლეულის შემდეგაც დაემატა.

ტაძრის გვირგვინი შეიცავს წარწერებს. კონქის ზედა ნაწილში XVI საუკუნეში სულეიმან დიდის დროს დაიწერა სურა აი-სინი, ხოლო ალ-ისრა კიდევ უფრო ზედა ნაწილში.

კლდის გუმბათის მახლობლად 1620 წელს თურქებმა ააგეს წინასწარმეტყველის კოშკი, ხოლო ტაძარს ფართომასშტაბიანი განახლება ჩაუტარდა 1817 წელს სულთან მეჰმედ II-ის დროს.

ბრიტანული მანდატის ქვეშ

1917 წელს ბრიტანული მანდატის დროს პალესტინაში დიდ მუფტად დაინიშნა ჯალ ამინ ალ-ჰუსეინი. მისი აქტიურობით აღდგა იერუსალიმის კლდის გუმბათი და ალ-აქსას მეჩეთი.

 
კლდის გუმბათის ინტერიერი, 1915

1927 წლის 11 ივლისს მიწისძვრის შედეგად მეჩეთი ძლიერ დაზიანდა.

1955 წელს იორდანიის მთავრობის მიერ დაიწყო ტაძრის აღდგენის გრძელვადიანი პროგრამა, რომელშიც ჩაერთო თურქეთი და რამდენიმე არაბული ქვეყანა. ისინი დიდ თანხებს რიცხავდნენ ტაძრის აღდგენის ფონდში. სამუშაოები ითვალისწინებდა სულეიმან დიდის პერიოდის ფილების გამოცვლას, რომელიც ძლიერ იყო დაზიანებული წვიმების შედეგად. რესტავრაციის ძირითადი ნაწილი დასრულდა 1964 წლის აგვისტოში. 1965 წელს კლდის გუმბათის გადახურვით-აღდგენითი სამუშაოების დარჩენილი ნაწილიც დასრულდა. ტაძარი გადახურულ იქნა ალუმინის მრავალწლიანი გამოყენების გამძლე სახურავით, რომელიც იტალიაში დამზადდა. სახურავმა მთლიანად შეცვალა არსებული ექსტერიერი.

რამდენიმე საათში ტაძრის გუმბათზე ისრაელის დროშა აღიმართა, მაგრამ 1967 წელს ექვსდღიანი ომის შემდეგ ებრაელებმა მოშე დაიანის ბრძანებით დროშა ჩამოხსნეს რელიგიური ნდობისა და მშვიდობის შენარჩუნების მიზნით. ტაძარი და მთლიანად ტაძრების მთა გადაეცა სამართავად მუსლიმებს.

1993 წელს გუმბათს კვლავ ჩაუტარეს რესტავრაცია იორდანიის მეფე ჰუსეინის მიერ 8,2 ($) მილ. შემოწირულობის გაღების წყალობით, რისთვისაც მეფემ ლონდონში ერთ-ერთი საკუთარი სახლი გაყიდა რესტავრაციისათვის საჭირო 80 კგ. ოქროს შესაძენად.

კლდის გუმბათი გამოსახულია ირანის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის - 1000 რიალის ბანკნოტის რევერსზე.

ვიზიტები
 
ტაძრის მთაზე შესასვლელის წარწერა ვიზიტორთათვის

დღეისათვის კლდის გუმბათის ოფიციალური მფლობელია იორდანია.

ХХ საუკუნის შუახანებამდე ტაძრების რაიონში ყოფნა არამუსლიმებს ეკრძალებოდათ. 1967 წლიდან მოხდა ამ წესის გაუქმება, დარჩა გარკვეული შეზღუდვები. მაგ: არამუსლიმებს ეკრძალებათ მთაზე ლოცვა, რაიმე რელიგიური ატრიბუტის ტარება გარდა მუსლიმურისა, ან რაიმე ნივთის ტარება ებრაული წარწერებით.

ისრაელის პოლიცია ვალდებულია უზრუნველყოს წესრიგი ამასთან დაკავშირებით. უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, ისრაელის პოლიცია აწესებს შეზღუდვებს პალესტინის მცხოვრებთათვის. ტაძრების მოსალოცად პალესტინის მოსახლეობას იერუსალიმში უშვებენ მხოლოდ მუსლიმურ დღესასწაულებზე. დასავლეთ სანაპიროს პალესტინელი მამაკაცები უნდა იყვნენ 35 და მეტი წლისა, რომ მიიღონ ნებართვა ტაძრის მოსალოცად. ეს შეზღუდვები არ ეხება იმ პალესტინელებს, რომლებიც არიან ისრაელის მოქალაქეები ან გააჩნიათ ოფიციალური ნებართვა ისრაელის სახელმწიფოში ცხოვრებაზე.

2006 წელს ტურისტული მიზნით, დღის გარკვეულ საათებში ტაძრების მთა გაიხსნა არამუსლიმი ვიზიტორებისათვის. კერძოდ,

7: 30-11: 30 დილით და 1: 30-2: 30 საღამოს, ზაფხულის განმავლობაში; 7: 30-10: 30 დილით და 1: 30- 2:30 საღამოს, ზამთრის განმავლობაში.

არამუსლიმისათვის შეზღუდვა არსებობს გადაადგილებაზე რაიონში ღამის 2:30 სთ-ის შემდეგ, შეზღუდვებია აგრეთვე, პარასკევს და შაბათს და რელიგიურ დღესასწაულებზე სახლიდან გამოსვლასა და თავისუფლად მოძრაობაზე. ტაძრების მთაზე მოსახვედრად ვიზიტორები გადიან მკაცრ შემოწმებას.

Photographies by:
Shmuel Spiegelman - CC BY-SA 1.0
Shmuel Spiegelman - CC BY-SA 1.0
Statistics: Position
62
Statistics: Rank
719805

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
463715982Click/tap this sequence: 2311

Google street view

Where can you sleep near კლდის გუმბათი ?

Booking.com
489.454 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 92 visits today.