Context of შვედეთი

შვედეთი (შვედ. Sverige), ოფიციალურად შვედეთის სამეფო (შვედ. Konungariket Sverige) — ქვეყანა ჩრდილოეთ ევროპაში, სკანდინავიის ნახევარკუნძულზე. ესაზღვრება ნორვეგია დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან, ხოლო ფინეთი აღმოსავლეთიდან. სამხრეთ-დასავლეთიდან ერესუნის, კატეგატისა და სკაგერაკის სრუტეები გამოჰყოფს დანიისგან. დანიასთან დაკავშირებულია ერესუნის სრუტეზე გამავალი ამავე სახელწოდების ხიდით. სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან აკრავს ბალტიის ზღვა და ბოტნიის ყურე. ზღვით ესაზღვრება დანია, გერმანია და პოლონეთი. სამხრეთიდან და ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და რუსეთი აღმოსავლეთიდან. შვედეთის შემადგენლობაშია კუნძულები გოტლანდი და ელანდი ბალტიის ზღვაში. 449 964 კმ² ფართობით შვედეთი უდიდესი ქვეყანაა ჩრდილოეთ ევროპაში, სიდიდით მესამე — ევროკავშირში, ხოლო სიდიდით მეხუთე — მთლიანად ევროპაში. დედაქალაქია სტოკჰოლმი. ოფიციალური ენაა შვედური. ეროვნული დღესასწაულია 6 ივნისი, დროშის დღე. ოფიციალური კალენდარი — გრიგორიანული. ფულის ერთეულია შვედური კრონა. მოსახლეობა არ...დაწვრილებით

შვედეთი (შვედ. Sverige), ოფიციალურად შვედეთის სამეფო (შვედ. Konungariket Sverige) — ქვეყანა ჩრდილოეთ ევროპაში, სკანდინავიის ნახევარკუნძულზე. ესაზღვრება ნორვეგია დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან, ხოლო ფინეთი აღმოსავლეთიდან. სამხრეთ-დასავლეთიდან ერესუნის, კატეგატისა და სკაგერაკის სრუტეები გამოჰყოფს დანიისგან. დანიასთან დაკავშირებულია ერესუნის სრუტეზე გამავალი ამავე სახელწოდების ხიდით. სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან აკრავს ბალტიის ზღვა და ბოტნიის ყურე. ზღვით ესაზღვრება დანია, გერმანია და პოლონეთი. სამხრეთიდან და ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და რუსეთი აღმოსავლეთიდან. შვედეთის შემადგენლობაშია კუნძულები გოტლანდი და ელანდი ბალტიის ზღვაში. 449 964 კმ² ფართობით შვედეთი უდიდესი ქვეყანაა ჩრდილოეთ ევროპაში, სიდიდით მესამე — ევროკავშირში, ხოლო სიდიდით მეხუთე — მთლიანად ევროპაში. დედაქალაქია სტოკჰოლმი. ოფიციალური ენაა შვედური. ეროვნული დღესასწაულია 6 ივნისი, დროშის დღე. ოფიციალური კალენდარი — გრიგორიანული. ფულის ერთეულია შვედური კრონა. მოსახლეობა არის 10,3 მილიონი ადამიანი, მოსახლეობის სიმჭიდროვე დაბალია – 22 ად/კმ² (198-ე მსოფლიოში). შვედეთის მოსახლეობის 85% ქალაქებში ცხოვრობს; მოსახლეობა კონცენტირებულია შვედეთის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში.

გეოგრაფიულად არის ფენოსკანდინავიის ნაწილი. ზღვის გავლენის გამო ქვეყნის კლიმატი ზომიერია. მიუხედავად გეოგრაფიული მდებარეობისა, შვედეთში ხშირად ვხვდებით თბილ ზაფხულს. ქვეყნის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილების კლიმატი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება: ჩრდილოეთ ნაწილს ახასიათებს უფრო ცივი და თოვლიანი ზამთარი. ქვეყნის სამხრეთ მიწები ძირითადად სოფლის მეურნეობისთვის გამოიყენება, ხოლო ჩრდილოეთ ტერიტორიები უმეტესად ტყით არის დაფარული. ისტორიულ-გეოგრაფიული თვალსაზრისით შვედეთი იყოფა სამ რეგიონად: გეტალანდი, სვეალანდი და ნორლანდი.

მმრათველობის მხრივ არის კონსტიტუციური მონარქია და საპარლამენტო დემოკრატია, სადაც საკანონმდებლო ძალაუფლება გადაცემული აქვს 349-წევრიან რიქსდაგს. არის უნიტარული სახელმწიფო, რომელიც შედგება 21 ლენისა და 290 მუნიციპალიტეტისგან. ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის (ნომინალი) მიხედვით არის მსოფლიოს მე-12 ქვეყანა; აგრეთვე ქვეყანაში მაღალ დონეზეა ცხოვრების ხარისხი, ჯანმრთელობა, განათლება, სამოქალაქო თავისუფლებების დაცვა, ეკონომიკური კონკურენცია, შემოსავლის თანასწორობა, გენდერული თანასწორობა, კეთილდღეობა და ადამიანის განვითარება. შვედეთი ევროპის კავშირს 1995 წლის 1 იანვარს შეუერთდა, თუმცა უარი თქვა ნატოს წევრობაზე; აგრეთვე, 2003 წლის რეფერენდუმის შემდეგ უარი თქვა ევროზონის წევრობაზე. შვედეთი არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ჩრდილოეთის საბჭოს, ევროპის საბჭოს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი.

Phrasebook

გამარჯობა
Hallå
მსოფლიო
Värld
Გამარჯობა მსოფლიო
Hej världen
Გმადლობთ
Tack
ნახვამდის
Adjö
დიახ
Ja
არა
Nej
Როგორ ხარ?
Hur mår du?
Კარგი, მადლობა
Bra tack
Რა ღირს?
vad kostar det?
Ნული
Noll
ერთი
Ett

Where can you sleep near შვედეთი ?

Booking.com
491.670 visits in total, 9.211 Points of interest, 405 Destinations, 144 visits today.