Context of ნორვეგია

ნორვეგია, ოფიციალურად ნორვეგიის სამეფო (ნორვ. Kongeriket Norge, ახალ ნორვეგიულად Kongeriket Noreg) — ჩრდილოეთის ქვეყანა ჩრდილოეთ ევროპაში. უკავია ნახევარკუნძულის დასავლეთი და ჩრდილოეთი ნაწილი, ასევე კუნძული იან-მაიენი და არქტიკული არქიპელაგი შპიცბერგენი. ნორვეგიის სამეფოს ზღვისიქითა ტერიტორიებს მიეკუთვნება სუბანტარქტიკულ სარტყელში მდებარე ბუვეს კუნძული. აგრეთვე, მის დაქვემდებარებაშია დედოფალ მოდის მიწა და პეტრე I-ის კუნძული.

ნორვეგიის საერთო ფართობი 385,207 კმ2-ს, ხოლო მოსახლეობა 5 367 580-ია (2020 წლის აგვისტოს მონაცემებით). აღმოსავლეთით გრძელი, 1619 კილომეტრის სიგრძის საზღვრით შვედეთს ესაზღვრება. ქვეყანას ესაზღვრება ჩრდილო-აღმოსავლეთით ფინეთი და რუსეთი, სამხრეთით - სრაგერაკი, რომლის მეორე მხარეს დანიაა. ქვეყანას გააჩნია ფართო სანაპირო ზოლი, რომელსაც ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანესთან და ბარენცის ზღვასთან ადგენს. ზღვის დიდ გავლენას განიცდის ნორვეგიის კლიმატიც; სანაპირო ზოლი დაბალი ტემპერატურით ხასიათდება, ხოლო ქვეყნის შედარებით შიდა ნ...დაწვრილებით

ნორვეგია, ოფიციალურად ნორვეგიის სამეფო (ნორვ. Kongeriket Norge, ახალ ნორვეგიულად Kongeriket Noreg) — ჩრდილოეთის ქვეყანა ჩრდილოეთ ევროპაში. უკავია ნახევარკუნძულის დასავლეთი და ჩრდილოეთი ნაწილი, ასევე კუნძული იან-მაიენი და არქტიკული არქიპელაგი შპიცბერგენი. ნორვეგიის სამეფოს ზღვისიქითა ტერიტორიებს მიეკუთვნება სუბანტარქტიკულ სარტყელში მდებარე ბუვეს კუნძული. აგრეთვე, მის დაქვემდებარებაშია დედოფალ მოდის მიწა და პეტრე I-ის კუნძული.

ნორვეგიის საერთო ფართობი 385,207 კმ2-ს, ხოლო მოსახლეობა 5 367 580-ია (2020 წლის აგვისტოს მონაცემებით). აღმოსავლეთით გრძელი, 1619 კილომეტრის სიგრძის საზღვრით შვედეთს ესაზღვრება. ქვეყანას ესაზღვრება ჩრდილო-აღმოსავლეთით ფინეთი და რუსეთი, სამხრეთით - სრაგერაკი, რომლის მეორე მხარეს დანიაა. ქვეყანას გააჩნია ფართო სანაპირო ზოლი, რომელსაც ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანესთან და ბარენცის ზღვასთან ადგენს. ზღვის დიდ გავლენას განიცდის ნორვეგიის კლიმატიც; სანაპირო ზოლი დაბალი ტემპერატურით ხასიათდება, ხოლო ქვეყნის შედარებით შიდა ნაწილში, მიუხედავად იმისა რომ უფრო ცივია, ვხვდებით იმაზე მეტად ზომიერ კლიმატს, ვიდრე მის განედზე მდებარე მსოფლიოს სხვა ქვეყნების შემთხევაშია. პოლარული ღამეების განმავლობაშიც კი, სანაპირო ზოლზე ტემპერატურა სტაბილურად ყინვაზე მაღალია. აგრეთვე, ზღვის გავლენის გამო ქვეყნის ზოგიერთ რაინში იცის ძლიერი წვიმა და თოვლი.

ნორვეგიის ამჟამინდელი მონარქი არის გლიუქსბურგების წარმომადგენელი ჰარალდ V. 2013 წელს პრემიერ მინისტრის პოსტზე იენს სტოლტენბერგი ერნა სულბერგმა ჩაანაცვლა და მას შემდეგ სწორედ იგი იკავებს აღნიშნულ თანამდებობას. როგორც უნიტარული სუვერენული სახელმწიფო კონსტიტუციური მონარქიით, ნორვეგია ხელისუფლების ძალებს სამ ნაწილად, სტორთინგად, სახელმწიფო საბჭოდ და უზენაეს სასამართლოდ, ჰყოფს; აღნიშნული დანაწილება განსაზღვრულია 1814 წლის კონსტიტუციით. სამეფო 872 წელს, მრავალი მცირე სამეფოს შერწყმის შედეგად დაარსდა და 1148 წელია განუწყვეტლივ არსებობს. 1537-1814 წლებში იყო დანია-ნორვეგიის სამეფოს ნაწილი, ხოლო 1814-1905 წლებში - შვედეთისა და ნორვეგიის გაერთიანებული სამეფოს ნაწილი. პირველი მსოფლიო ომის დროს იყო ნეიტრალური ტერიტორია. იგი ნეიტრალურ ტერიტორიად რჩებოდა 1940 წლამდე - მეორე მსოფლიო ომის დროს ქვეყანაში გერმანია შემოიჭრა და დაიპყრო იგი.

ნორვეგიის ორივე, ადმინისტრაციული და პოლიტიკური ქვეყადანოფები ორ დონედაა დაყოფილი: საგრაფოებად და მუნიციპალიტეტებად. მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს როგორც ევროკავშირთან, ასევე შეერთებულ შტატებთან. ნორვეგია ასევე არის გაეროს, ნატო-ს, თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის, ევროპის საბჭოს, ანტარქტიდის ხელშეკრულებისა და ჩრდილოეთის საბჭოს დამფუძნებელი წევრი; ევროპის ეკონომიკური ტერიტორიის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი; და შენგენის ზონის ნაწილი.

მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის სიებში ნორვეგია ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის ოდენობით მეოთხე ადგილს იკავებს მსოფლიოში. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიხევით ნორვეგია ერთი სული მოსახლის მშპ-ით (PPP), 2015 წლის შეფასებით, მეთერთმეტე პოზიციაზეა. აქვს მსოფლიოში უდიდესი სუვენერული სიმდიდრის ფონდი, რომლის ღირებულება 1 ტრილიონი აშშ-ის დოლარია. 2009 წლიდან მოყოლებული ნორვეგიას მსოფლიოში ყველაზე მაღალი ადამიანის განვითარების ინდექსის რეიტინგი აქვს; აღნიშნულ პოზიციას იკავებდა 2001-2006 წლებშიც. ნორვეგიაში ასევე ფიქსირდება მსოფლიოში კრიმინალის დონის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.

Phrasebook

გამარჯობა
Hello
მსოფლიო
World
Გამარჯობა მსოფლიო
Hello world
Გმადლობთ
Thank you
ნახვამდის
Goodbye
დიახ
Yes
არა
No
Როგორ ხარ?
How are you?
Კარგი, მადლობა
Fine, thank you
Რა ღირს?
How much is it?
Ნული
Zero
ერთი
One

Where can you sleep near ნორვეგია ?

Booking.com
481.339 visits in total, 9.174 Points of interest, 404 Destinations, 0 visits today.