Jantelagen ( იანტეს კანონი )
იანტეს კანონი (დან. Janteloven, შვედ. Jantelagen; ფინ. Janten laki) — ნორდიკულ ქვეყნებში მიღებული ჯგუფური ქცევის პატერნი, რომელიც უარყოფითად განიხილავს ინდივიდუალურ წინსვლასა და წარმატებას და განიხილავს მას როგორც შეუსაბამო და უაზროს. იანტეს კანონი ხშირად გამოიყენება სკანდინავიური და ნორდიკული მენტალიტეტის ასახსნელად. იანტეს კანონი ჩამოაყალიბა დანიელმა მწერალმა აქსელ სანდემუსმა რომანში „გაქცეული საკუთარ ნაკვლავეს კვეთს“.. რომანში მოქმედება ვითარდება გამოგონილ ქალაქ იანტეში, რომელიც, ძირითადად, მუშებით არის დასახლებული, რომელთა მთავარი ფასეულობა არის სოციალური თანასწორობა, რომელიც მიიღწევა კანონთა კრებულით, რომლის ნებისმიერი წესის დარღვევა ისჯება საზოგადოების ნეგატიური რეაქციით. მწერალი აღნიშნავდა, რომ იანტეს პროტოტიპი იყო მისი მშობლიური ქალაქი ნიუკებინგი.