Stora alvaret

( სტორა-ალვარეტი )

სტორა-ალვარეტი — კირქვიანი ვაკე შვედეთის კუნძულ ელანდზე. ნიადაგში წვრილი ნაწილაკებისა და PH-ის მარღალი შემცველობის გამო, აქ გავრცელებულია ვეგეტაციათა დიდი ასორტიმენტი, მათ შორის მრავალი იშვიათი სახეობა. 2000 წელს, სტორა-ალვარეტი მისი ექსტრაორდინალური ბიომრავალფეროვნებისა და პრეისტორიის გამო, იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. აღნიშნული ფორმაციის ფართობი 260 კმ²-ია და წარმოადგენს ამგვარ არეალებს შორის უდიდესს ევროპაში, ამავე დროს, მოიცავს კუნძულის 1/4-ს. ზოგადად გავრცელებული შეხედულების საწინააღმდეგოდ, სტორა-ალვარეტი ხეებს ნამდვილად არაა მოკლებული; პირიქით გავრცელებულია იშვიათი ჯიშის დაბალი ტანის ხეები, რომლებიც პიგმეის (ქონდრისკაცი) ტყის მონათესავეა.

კირქვული ვაკე ადრეული გამყინვარების პერიოდში მყინვარების შედეგად წარმოიქმნა, ხოლო თავად კირქვები 500 მლნ წლის წინ წარმოიქმნა ზღვაში, იმაზე უფრო სამხრეთით, ვიდრე ახლა მდებარეობს კუნძული. ოლანდის ნაწილი ბალტიის ზღვიდან მხოლოდ 11 000 წლის წინ ამოიზიდა, როდესაც უკანასკნელმა მყინვარებმა დნობა დაიწყო. მომდევნო რამდენი...დაწვრილებით

სტორა-ალვარეტი — კირქვიანი ვაკე შვედეთის კუნძულ ელანდზე. ნიადაგში წვრილი ნაწილაკებისა და PH-ის მარღალი შემცველობის გამო, აქ გავრცელებულია ვეგეტაციათა დიდი ასორტიმენტი, მათ შორის მრავალი იშვიათი სახეობა. 2000 წელს, სტორა-ალვარეტი მისი ექსტრაორდინალური ბიომრავალფეროვნებისა და პრეისტორიის გამო, იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. აღნიშნული ფორმაციის ფართობი 260 კმ²-ია და წარმოადგენს ამგვარ არეალებს შორის უდიდესს ევროპაში, ამავე დროს, მოიცავს კუნძულის 1/4-ს. ზოგადად გავრცელებული შეხედულების საწინააღმდეგოდ, სტორა-ალვარეტი ხეებს ნამდვილად არაა მოკლებული; პირიქით გავრცელებულია იშვიათი ჯიშის დაბალი ტანის ხეები, რომლებიც პიგმეის (ქონდრისკაცი) ტყის მონათესავეა.

კირქვული ვაკე ადრეული გამყინვარების პერიოდში მყინვარების შედეგად წარმოიქმნა, ხოლო თავად კირქვები 500 მლნ წლის წინ წარმოიქმნა ზღვაში, იმაზე უფრო სამხრეთით, ვიდრე ახლა მდებარეობს კუნძული. ოლანდის ნაწილი ბალტიის ზღვიდან მხოლოდ 11 000 წლის წინ ამოიზიდა, როდესაც უკანასკნელმა მყინვარებმა დნობა დაიწყო. მომდევნო რამდენიმე ათასწლეულის მანძილზე, ყინულის უმეტესი ნაწილი დადნა და კუნძულზე პირველი ძუძუმწოვრები და ადამიანები გამოჩნდნენ, რომლებიც მატერიკიდან ელანდთან დაკავშირებულ ყინულის ხიდს გამოუყვნენ. სულ ბოლოს, შიშველ კირქვაზე მცენარეთა გავრცელებისა და ქარის მიერ მოტანილი დეპოზიტების წყალობით, ნიადაგი წვრილი ნაწილაკებით დაფარა (ორი სმ სიღრმის), რამაც დღეს არსებული ალვარის ფორმაცია წარმოქმნა.

Photographies by:
C. Michael Hogan - CC BY-SA 2.5
Statistics: Position
1371
Statistics: Rank
194016

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
279185436Click/tap this sequence: 8828
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near სტორა-ალვარეტი ?

Booking.com
8.770.730 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 2.194 visits today.