ლუქსემბურგი (ქალაქი)

ლუქსემბურგი (ლუქსემბ. Lëtzebuerg, გერმ. Luxemburg, ფრანგ. Luxembourg) — ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, მდინარეების, ალზეტეს და პეტრუსის შესართავთან.

2019 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 122,273 ადამიანს. ლუქსემბურგი ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. დედაქალაქში 160 ეროვნების ადამიანი ცხოვრობს. ლუქსემბურგელები ქალაქის მოსახლეობის მხოლოდ 30%-ს შეადგენენ, მათი 70% კი საზღვარგარეთაა დაბადებული. ლუქსემბურგში უცხოელთა რიცხვი ყოველწლიურად მკვეთრად იზრდება.

2011 წელს ლუქსემბურგი ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ქალაქი იყო. ამევე წელს, მერსერის კვლევის მიხედვით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 221 ქალაქში ჩატარდა, ლუქსემბურგი პირადი უსაფრთოების დონით პირველ ადგილზე, ხოლო ცხოვრების ხარისხის ინდექსის მიხედვით მე-19 ადგილზე გავიდა.

ლუქსემბურგი ბრიუსელთან, ფრანკფურტთან და სტრასბურგთან ერთად ევროკავშირის ერთ-ერთი დე ფაქტო დედაქალაქია. ქალაქში ორგანიზაციის შვიდი ...დაწვრილებით

ლუქსემბურგი (ლუქსემბ. Lëtzebuerg, გერმ. Luxemburg, ფრანგ. Luxembourg) — ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, მდინარეების, ალზეტეს და პეტრუსის შესართავთან.

2019 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 122,273 ადამიანს. ლუქსემბურგი ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. დედაქალაქში 160 ეროვნების ადამიანი ცხოვრობს. ლუქსემბურგელები ქალაქის მოსახლეობის მხოლოდ 30%-ს შეადგენენ, მათი 70% კი საზღვარგარეთაა დაბადებული. ლუქსემბურგში უცხოელთა რიცხვი ყოველწლიურად მკვეთრად იზრდება.

2011 წელს ლუქსემბურგი ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ქალაქი იყო. ამევე წელს, მერსერის კვლევის მიხედვით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 221 ქალაქში ჩატარდა, ლუქსემბურგი პირადი უსაფრთოების დონით პირველ ადგილზე, ხოლო ცხოვრების ხარისხის ინდექსის მიხედვით მე-19 ადგილზე გავიდა.

ლუქსემბურგი ბრიუსელთან, ფრანკფურტთან და სტრასბურგთან ერთად ევროკავშირის ერთ-ერთი დე ფაქტო დედაქალაქია. ქალაქში ორგანიზაციის შვიდი ინსტიტუტის შტაბ-ბინაა განლაგებული. ესენია: მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო, ევროპის აუდიტორთა სასამართლო, ევროპული პარლამენტის სამდივნო, ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის საინვესტიციო ფონდი და და ევროპის სტატისტიკის სამსახური.

ლუქსემბურგი ბრიუსელიდან 213, პარიზიდან 372, ხოლო კელნიდან 209 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.

ისტორია

რომაელთა პერიოდში, ქალაქის ტერიტორიაზე რომის იმპერიის ორი გზა იკვეთებოდა, რომელთა სამეთვალყურეოდაც საფორტიფიკაციო დანიშნულების კოშკი იდგა. ტრიერის წმინდა მაქსიმის სააბატოსთან, არდენების გრაფ ზიგფრით I-თან და იმპერატორ ოტო I-თან გაცვლითი ხელშეკრულებების დადების შედეგად, ლუქსემბურგში ფეოდალური მამულები გაჩნდა.

987 წელს ტრიერის ეპისკოპოსმა, ეგბერტმა, ხსნის ტაძარში, რომელიც დღეს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარია, ხუთი სამსხვერპლო ააშენა. ტაძართან რომაელთა გზა გადიოდა, რომელიც დროთა განმავლობაში, ქალაქის განვითარებასთან ერთად, სავაჭრო ადგილი გახდა.

ქალაქი მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ისტორიის მანძილზე სამხედრო თვალსაზრისით სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილად ითვლებოდა. პირველი საფორტიფიკაციო შენობა-ნაგებობები ლუქსემბურგში X საუკუნეში აშენდა. XII საუკუნეში, ქალაქი დასავლეთით წმინდა ნიკოლოზის, დღევანდელი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრამდე გაფართოვდა. იმ პერიოდში, ქალაქში ახალი გალავანი აშენდა, რომლის შემოსაზღვრული ტერიტორიის ფართობი 5 ჰექტარს უდრიდა. დაახლოებით 1340 წელს, იოანე ბოჰემიელის მეფობის დროს, ლუქსემბურგში ახალი საფორტიფიკაციო დანიშნულების ნაგებობები აშენდა, რომლებიც ქალაქში 1867 წლამდე იდგა.

1443 წელს ლუქსემბურგი ბურგუნდიელებმა ფილიპ III-ის მთავარსარდლობით დაიპყრეს. ქალაქი ჯერ ბუნგუნდიის, შემდეგ კი ესპანეთის და ავსტრიის იმპერიების მმართველობის ქვეშ მოექცა. XVI საუკუნისთვის, ლუქსემბურგი ევროპის ყველაზე გამაგრებული და დაცული ქალაქი იყო. შემდგომში ის ბურგუნდიელებმა, ესპანელებმა ფრანგებმა, კვლავ ესპანელებმა, ავსტიელებმა, კვლავ ფრანგებმა და პრუსიელებმა დაიპყრეს.

XVII საუკუნეში ქალაქში პირველი კაზემები აშენდა. ესპანელებმა 1644 წელს გვირაბების გაყვანა დაიწყეს, რომელთა საერთო სიგრძე 24 კილომეტრს შეადგენდა.[1] ფრანგთა მმართველობის პერიოდში, სებასტიან ვობანის მიერ მიწისქვეშა სისტემა კიდევ უფრო გაფართოვდა. 1730-იან და 1740-იან წლებში გვირაბების რაოდენობა ავსტიელებმაც გაზარდეს.

საფრანგეთის რევოლუციური ბრძოლების პერიოდში, ლუქსემბურგი საფრანგეთის მიერ ორჯერ იყო ოკუპირებული: პირველად 1792-1793 წლებში, ხოლო მეორედ 1794-1795 წლების შვიდთვიანი ალყის შემდეგ.[2] ფრანგმა პოლიტიკოსმა და სამხედრო ინჟინერმა, ლაზარე კარნოტმა ლუქსემბურგს ხანგრძლივი გამძლეობისთვის „გიბრალტარის შემდეგ მსოფლიოში საუკეთესო ციხე-სიმაგრე“ უწოდა, რის შემდეგაც ქალაქმა მეტსახელი – „ჩრდილოეთის გიბრალტარი“ მიიღო.[2]

 
ლუქსემბურგის ვიადუკი, რომელიც მდინარე პეტრუსის ხეობას გადაჰყურებს. გაიხსნა 1861 წელს.

საბოლოოდ, ავსტრიელთა გარნიზონი დანებდა და საფრანგეთის რესპუბლიკამ ლუქსემბურგის ანექსია მოახდინა. 1815 წლის პარიზის ზავის შემდეგ, რითაც ნაპოლეონის ომები დასრულდა, როგორც გერმანიის კავშირის წევრი ქალაქი, ლუქსემბურგი პრუსიელთა სამხედრო კონტროლის ქვეშ მოექცა.

ლუქსემბურგის კრიზისის შემდეგ, 1867 წლის ლონდონის ხელშეკრულების საშუალებით ქალაქში საფორტიფიკაციო ნაგებობების დანგრევა მოითხოვეს, რამაც თექვსმეტ წელს გასტანა და 1.5 მილიონი ფრანკი დაჯდა. დაინგრა 24 კილომეტრის სიგრძის მიწისქვეშა სამალავი გვირაბები და ოთხ ჰექტარზე გაშლილი ყაზარმები, კაზემები და სხვა თავდაცვითი ნაგებობები.[3]

1890 წელს ნიდერლანდების მეფე ვილემ III მემკვიდრის გარეშე გარდაიცვალა, რის შემდეგაც ლუქსემბურგი თავისუფალი სახელმწიფოს დედაქალაქი გახდა.

პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ლუქსემბურგი ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას ცდილობდა. მიუხედავად ამისა, 1914 წლის 2 აგვისტოს გერმანიამ მისი ოკუპაცია მოახდინა. 30 აგვისტოს ჰელმუტ მოლტკემ ქალაქში თავისი შტაბ-ბინები გადმოიტანა, რათა საფრანგეთში მყოფ გერმანულ ჯარებთან ახლოს ყოფილიყო და გამარჯვება სწრაფად მოეპოვებინა. თუმცა, გერმანია დამარცხდა და ომით მიყენებული ზარალის ანაზღაურება მასთან ერთად ლუქსემბურგსაც დაეკისრა. გერმანული ოკუპაციის დასრულების შემდეგ, ლუქსემბურგში კომუნისტური რევოლუციის მოწყობის მცდელობა ჰქონდათ. 1918 წლის 9 ნოემბერს კომუნისტებმა სოციალისტური რესპუბლიკა გამოაცხადეს, რომელმაც სულ რაღაც რამდენიმე საათით იარსება.[4]

1921 წელს ქალაქის საზღვრები საგრძნობლად გაფართოვდა. ლუქსემბურგი ქვეყენაში უდიდესი კომუნა გახდა.

1940 წელს გერმანიამ კვლავ მოახდინა ლუქსემბურგის ოკუპაცია, მას შემდეგ, რაც ნაცისტებმა ქვეყანას მიმდებარედ მდებარე გერმანული პროვინციიდან შეუტიეს. ოკუპაციის პერიოდში დედაქალაქის ყოველმა ქუჩამ ახალი, გერმანული სახელწოდება მიიღო.[5] მაგალითისთვის, თავისუფლების გამზირს ადოლფ ჰიტლერის სახელი ეწოდა.[5] 1944 წლის 10 სექტემბერს ქალაქი ოკუპაციისგან გათავისუფლდა.[6] ამავე წლის დეკემბერსა და მომდევნო წლის იანვარში დედაქალაქი გერმანიის მიერ აქტიურად იბომბებოდა.

ომის დასრულების შემდეგ ლუქსემბურგმა ნეიტრალური პოზიცია დათმო. ქვეყანა მთავრობათაშორისი და სამთავრობო ინსტიტუტების დამფუძნებელი წევრი გახდა. 1952 წელს დედაქალაქში ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების შტაბ-ბინები განალაგეს. 1981 წლამდე ლუქსემბურგმა ევროპის პარლამენტის რამდენიმე სესიას უმასპინძლა.[7] ქალაქში ევროკავშირის შვიდი ინსტიტუტის შტაბ-ბინა მდებარეობს. ესენია: მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო, ევროპის აუდიტორთა სასამართლო, ევროპული პარლამენტის სამდივნო, ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის საინვესტიციო ფონდი და და ევროპის სტატისტიკის სამსახური.

The Fortress. Luxembourg City Tourism Office. ციტირების თარიღი: 23 July 2006. ↑ 2.0 2.1 Kreins (2003), p. 64World Heritage List – Luxembourg (PDF). UNESCO (1 October 1993). ციტირების თარიღი: 19 July 2006.Luxembourg country profile. WorldStatesman.org. Retrieved 23 July 2006. ↑ 5.0 5.1 May, Guy (2002). „Die Straßenbezeichnungen der Stadt Luxemburg unter deutscher Besatzung (1940–1944)“ (PDF). Ons Stad (German) (71): 30-32. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 4 March 2016. ციტირების თარიღი: 24 ივლისი 2020. მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება)Thewes (2003), p. 121Alcide De Gasperi Building. Centre Virtuel de la Connaissance sur l’Europe (16 June 2006). ციტირების თარიღი: 23 July 2006.
Photographies by:
Benh LIEU SONG - CC BY-SA 3.0
Statistics: Position
455
Statistics: Rank
185932

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
351674289Click/tap this sequence: 8546

Google street view

Where can you sleep near ლუქსემბურგი (ქალაქი) ?

Booking.com
487.420 visits in total, 9.187 Points of interest, 404 Destinations, 46 visits today.