Context of კოსტა-რიკა

კოსტა-რიკა (ესპ. მდიდარი ნაპირი), ოფიციალურად კოსტა-რიკის რესპუბლიკა (ესპ. República de Costa Rica) — სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ნიკარაგუა, სამხრეთ–აღმოსავლეთით — პანამა, დასავლეთით — წყნარი ოკეანე, აღმოსავლეთით — კარიბის ზღვა.

1949 წელს, კოსტა–რიკამ კონსტიტუციურად გააუქმა შეიარაღებული ძალები. იგი ერთადერთი ლათინურამერიკული ქვეყანაა, რომელიც მსოფლიოს 22 ყველაზე ძველი დემოკრატიული სახელმწიფოს სიაში შედის. კოსტა–რიკას მყარად უჭირავს მოწინავე ადგილი ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის ადამიანური განვითარების ინდექსის თვალსაზრისით. 2011 წლის მონაცემებით, ამ მაჩვენებლით მსოფლიოში ის 69–ე ადგილზეა.

გაეროს განვითარების პროგრამის 2010 წლის მოხსენებაში ნათქვამია, რომ კოსტა–რიკა ერთ–ერთი იმ ქვეყანათაგანია, სადაც ადამიანური განვითარება ბევრად მაღალია, ვიდრე იგივე შემოსავლების მქონე სხვა ქვეყნებში. ამავე პროგრამის 2011 წლის მონაცემებით, კოსტა–რიკა დასახელებულია გარემოს მდგრადი განვითარებ...დაწვრილებით

კოსტა-რიკა (ესპ. მდიდარი ნაპირი), ოფიციალურად კოსტა-რიკის რესპუბლიკა (ესპ. República de Costa Rica) — სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ნიკარაგუა, სამხრეთ–აღმოსავლეთით — პანამა, დასავლეთით — წყნარი ოკეანე, აღმოსავლეთით — კარიბის ზღვა.

1949 წელს, კოსტა–რიკამ კონსტიტუციურად გააუქმა შეიარაღებული ძალები. იგი ერთადერთი ლათინურამერიკული ქვეყანაა, რომელიც მსოფლიოს 22 ყველაზე ძველი დემოკრატიული სახელმწიფოს სიაში შედის. კოსტა–რიკას მყარად უჭირავს მოწინავე ადგილი ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის ადამიანური განვითარების ინდექსის თვალსაზრისით. 2011 წლის მონაცემებით, ამ მაჩვენებლით მსოფლიოში ის 69–ე ადგილზეა.

გაეროს განვითარების პროგრამის 2010 წლის მოხსენებაში ნათქვამია, რომ კოსტა–რიკა ერთ–ერთი იმ ქვეყანათაგანია, სადაც ადამიანური განვითარება ბევრად მაღალია, ვიდრე იგივე შემოსავლების მქონე სხვა ქვეყნებში. ამავე პროგრამის 2011 წლის მონაცემებით, კოსტა–რიკა დასახელებულია გარემოს მდგრადი განვითარების კარგ შემსრულებლად, რომელსაც ადამიანური განვითარებისა და უთანასწორობის ბევრად უფრო კარგი მონაცემები აქვს, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნებს. ამავე დროს, ის ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც გარემო მდგრადობაზე დაფუძნებული ხუთივე კრიტერიუმი დააკმაყოფილა. 2012 წლის მონაცემებით, კოსტა–რიკა Environmental Performance Index–ის მაჩვენებლით მსოფლიოში მეხუთეა, ამერიკაში კი პირველი.

2007 წელს, კოსტა–რიკის მთავრობამ განაცხადა იმ გეგმის შესახებ, რომლის მიხედვითაც 2021 წლისთვის კოსტა–რიკა მსოფლიოში პირველი კარბონ–ნეიტრალური ქვეყანა უნდა გახდეს. 2009 წელს New Economics Foundation–მა (NEF) კოსტა–რიკა ბედნიერების საერთაშორისო ინდექსის თვალსაზრისით კოსტა–რიკა მსოფლიოში პირველ ადგილზე დაასახელა, იგივე პოზიცია მან 2012 წელსაც შეინარჩუნა. NEF–მა 2009 წელს კოსტა–რიკა ასევე დაასახელა მსოფლიოს ყველაზე მწვანე ქვეყნად. 2012 წელს კოსტა–რიკა პირველი ქვეყანა გახდა ამერიკაში, რომელმაც რეკრეაციული ნადირობა აკრძალა.

Phrasebook

ორი
Dos
სამი
Tres
ოთხი
cuatro
ხუთი
Cinco
Ექვსი
Seis
შვიდი
Siete
რვა
Ocho
ცხრა
Nueve
ათი
Diez
გახსენით
Abierto
წყალი
Agua
საჭმელი
Alimento

Where can you sleep near კოსტა-რიკა ?

Booking.com
493.649 visits in total, 9.222 Points of interest, 405 Destinations, 2 visits today.