კეჩუა (ხალხი)

quinet - CC BY 2.0 Tomato356 - CC BY 3.0 Guillermo Arévalo Aucahuasi - CC BY-SA 3.0 No machine-readable author provided. Heretiq assumed (based on copyright claims). - CC BY-SA 2.5 grooverpedro - CC BY 2.0 Jorge Nicolás Bohórquez - CC BY-SA 4.0 Dan Lundberg - CC BY-SA 2.0 Interisti - Lorenzo from Italy - CC BY-SA 3.0 Martin St-Amant (S23678) - CC BY 3.0 JYB Devot - CC BY-SA 4.0 Aurimaz - CC BY-SA 4.0 Pavel Špindler - CC BY 3.0 Pedro Szekely from USA - CC BY 2.0 Caleidoscopic - CC BY-SA 3.0 MrBasically - CC BY-SA 4.0 Pavel Špindler - CC BY 3.0 Caupolican at German Wikipedia - CC BY-SA 3.0 Leandro Neumann Ciuffo - CC BY 2.0 Mhwater - Public domain Jorge Láscar from Australia - CC BY 2.0 Murray Foubister - CC BY-SA 2.0 Esme Vos from San Francisco and Amsterdam, Netherlands - CC BY 2.0 AgainErick - CC BY-SA 4.0 Risa_kročil - CC BY-SA 3.0 Bureau of Engraving and Printing (work for hire) - Public domain Gavieiro Juan M - CC BY-SA 3.0 Ben Stubbs - CC BY 2.0 Lunaloop - CC BY-SA 4.0 Murray Foubister - CC BY-SA 2.0 Olidel13 - CC BY-SA 4.0 JYB Devot - CC BY-SA 4.0 Ozesama - CC BY-SA 4.0 Pedro Szekely from Los Angeles, USA - CC BY-SA 2.0 Bryan Dougherty (bryand_nyc) from New York City, USA - CC BY-SA 2.0 Kabelleger / David Gubler - CC BY-SA 4.0 Carlos Adampol Galindo - CC BY-SA 2.0 Kabelleger / David Gubler - CC BY-SA 4.0 Unasino - CC BY-SA 4.0 kallerna - CC BY-SA 4.0 Kabelleger / David Gubler - CC BY-SA 4.0 kallerna - CC BY-SA 4.0 No machine-readable author provided. Jose C. assumed (based on copyright claims). - Public domain No images

Context of კეჩუა (ხალხი)

კეჩუა (Qhichwa, Runa) — სამხრეთ ამერიკაში (პერუ, ბოლივია, ეკვადორი, არგენტინა, კოლუმბია, ჩილე) მცხოვრები ინდიელი ხალხი, რომელიც ინკების ტაუანტინსუიუს სახელმწიფოს კულტურული ტრადიციების მემკვიდრეა.

უკანასკნელი მონაცემებით, ამ ხალხის რაოდენობა შეადგენს 25.245.000 ადამიანს, რომელთაგან პერუში ცხოვრობს 13.887.073 ადამიანი, ეკვადორში - 6.018.691, ბოლივიაში - 3.821.820, არგენტინაში - 1.469.830, კოლუმბიაში - 39.100, ხოლო ჩილეში 8.480 კეჩუას წარმომადგენელი. კეჩუა შეადგენს პერუს მოსახლეობის 47%-ს, ეკვადორის მოსახლეობის 41.3%-ს, ბოლივიის მოსახლეობის კი 37.1%-ს. ბევრი კეჩუა (განსაკუთრებით პერუსა და ეკვადორის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები) გადავიდა ესპანურ ენაზე, ამიტომაც ამ ქვეყნებში კეჩუას ენაზე მოლაპარაკეთა რაოდენობა არ ემთხვევა ამ ხალხის რაოდენობას.

კეჩუა იყო ამერიკის უძლიერესი ხალხი ესპანელების მიერ მათი დაპყრობის მომენტისათვის. ძველი სამყაროს კრიტერიუმების მიხედვით, კეჩუას კულტურა იდგა უფრო მაღლა, ვიდრე აცტეკებისა და მაიას კულტურები მექსიკაში....დაწვრილებით

კეჩუა (Qhichwa, Runa) — სამხრეთ ამერიკაში (პერუ, ბოლივია, ეკვადორი, არგენტინა, კოლუმბია, ჩილე) მცხოვრები ინდიელი ხალხი, რომელიც ინკების ტაუანტინსუიუს სახელმწიფოს კულტურული ტრადიციების მემკვიდრეა.

უკანასკნელი მონაცემებით, ამ ხალხის რაოდენობა შეადგენს 25.245.000 ადამიანს, რომელთაგან პერუში ცხოვრობს 13.887.073 ადამიანი, ეკვადორში - 6.018.691, ბოლივიაში - 3.821.820, არგენტინაში - 1.469.830, კოლუმბიაში - 39.100, ხოლო ჩილეში 8.480 კეჩუას წარმომადგენელი. კეჩუა შეადგენს პერუს მოსახლეობის 47%-ს, ეკვადორის მოსახლეობის 41.3%-ს, ბოლივიის მოსახლეობის კი 37.1%-ს. ბევრი კეჩუა (განსაკუთრებით პერუსა და ეკვადორის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები) გადავიდა ესპანურ ენაზე, ამიტომაც ამ ქვეყნებში კეჩუას ენაზე მოლაპარაკეთა რაოდენობა არ ემთხვევა ამ ხალხის რაოდენობას.

კეჩუა იყო ამერიკის უძლიერესი ხალხი ესპანელების მიერ მათი დაპყრობის მომენტისათვის. ძველი სამყაროს კრიტერიუმების მიხედვით, კეჩუას კულტურა იდგა უფრო მაღლა, ვიდრე აცტეკებისა და მაიას კულტურები მექსიკაში. მაშინ, როდესაც ეს ორი უკანასკნელი იმყოფებოდა ენეოლითის ხანაში, კეჩუა შევიდა ბრინჯაოს ხანაში. კეჩუას სოციალური ორგანიზების საფუძველს წარმოადგენს თემი-აილიუ (ayllu), რომელსაც ასევე ეწოდება ინდიელთა თემი (comunidad indígena) და გლეხების თემი (comunidad campesina). თემი ერთიანდება სისხლით ნათესაობის, საერთო ტერიტორიისა და წევრთა შრომითი ურთიერთდახმარების საფუძველზე, ასევე საერთო ტოტემური წინაპრის (wak'a) თაყვანისცემით. უძველესი თემები, რომელთა შესახებაც მოიპოვება ინფორმაცია, იყო იანაუარა, ჩუმპიუილკა, კოტანერა, კოტაპამპა და უმასუიუ. დღეისათვის არსებობს ათასობით კეჩუას თემი. 2007 წელს მარტო პერუში სახლობდა 6 000-ზე მეტი ოფიციალურად აღიარებული კუჩუასა და აიმარას თემი და მათი რაოდენობა იზრდება. 1950 წელს ბოლივიაში სახლობდა 3779 თემი. კეჩუას ძირითადი საქმიანობაა მიწათმოქმედება და მეცხოველეობა. ასევე, როგორც დაქირავებული მუშახელი დასაქმებული არიან სამთომომპოვებელ დარგში და მოახლეებად სახლებში.

Where can you sleep near კეჩუა (ხალხი) ?

Booking.com
8.849.481 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 1.140 visits today.