Salvador

( სალვადორი (ბრაზილია) )

სალვადორი (პორტ. Salvador de Bahia, ისტორიული სახელწოდებაა São Salvador da Baía de Todos os Santos - ყველაწმინდის კონცხის წმინდა მაცხოვარი) – ბაიის შტატის დედაქალაქი, მოსახლეობის მხრივ სიდიდით მეოთხე ქალაქი ბრაზილიაში. მდებარეობს ქვეყნის უღარიბეს, ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში. ქალაქის ისტორიული ცენტრი (ცნობილი, როგორც პელოურინიო, შემოკლებით-პელო, (პორტ. Pelourinho, Pelo)) თავისი კოლონიური ხანის არქიტექტურით, იუნესკოს მიერ აღიარებულია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად.

ისტორია

სალვადორი ამერიკის კონტინენტებზე ევროპელთა მიერ დაარსებული ერთ-ერთი პირველი ქალაქია. მას საფუძველი ჩაუყარეს პორტუგალიელმა კოლონისტებმა, ბრაზილიის პირველი გენერალ-გუბერნატორის, ტომე დე სოუსას წინამძღოლობით და, მოხერხებული მდებარეობის გამო, თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, როგორც კოლონიის ცენტრი. თავდაპირველად 1549 წელს, აშენდა ყველაწმინდის კონცხის წმინდა მაცხოვრის ციხესიმაგრე, რომლის გარშემოც შემდგომში გაიშალა ქალაქი[1]. 1551 წელს პაპ იულიუს III-ის ბრძანებით, ქალაქში დაარსდა კათოლიკური საეპისკოპოსო კათედრა (დღემდე მოქმედია), რომელიც იეზუიტთა ხელში იყო[2]. ამ დროს ჩაეყარა საფუძველი ქალაქში პირველ, ღვთისმშობლის ტაძარს (იდგა 1912 წლამდე, შემდგომ ახალი ააშენეს) [3]. კოლონიის დედაქალაქად გამოცხადების შემდეგ ჩამოყალიბდა ქალაქის ის სახე, რომელიც დღემდეა შენარჩუნებული: ოკეანის პირას მდებარე ქვემო ქალაქი, რომელიც მოიცავდა ნავსადგურსა და ბაზარს და დაახლოებით 85 მეტრით ზემოთ მდებარე ზეგანზე-ე.წ. ზემო ქალაქი, სადაც მდებარეობდა სამოქალაქო და რელიგიური ადმინისტრაცია და საცხოვრებელი უბნები[4]. შაქრის ლერწმის წარმოების განვითარებამ სალვადორი აფრიკიდან შემოყვანილი მონებით ვაჭრობის მნიშვნელოვან ცენტრად აქცია. 1624 წელს ქალაქი ჰოლანდიელთა მიერ მართულ ვესტ-ინდოეთის კომპანიის ხელში აღმოჩნდა, მაგრამ,1625 წელს პორტუგალიელებმა, ესპანელების დახმარებით, მოახერხეს ქალაქის დაბრუნება და შემდგომშიც შეინარჩუნეს, მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიელებმა კიდევ სცადეს სალვადორის ხელში ჩაგდება, 1638 წელს

 
ქალაქის ისტორიული ცენტრი.

კოლონიის დედაქალაქად სალვადორი 1763 წლამდე დარჩა, რის შემდეგაც დედაქალაქი რიო-დე-ჟანეიროში გადაიტანეს. ამის შემდეგ, სალვადორი კვლავ ინარჩუნებდა ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის ცენტრის ფუნქციას (ე.წ. 'Recôncavo baiano),' მაგრამ ადმინისტრაციული მმართველობის ქალაქიდან გადატანამ მნიშვნელოვნად შეაფერხა ქალაქის განვითარება და მოდერნიზაცია და გამოიწვია მისი დაკნინება. ბრაზილიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ხანაში სალვადორის არისტოკრატია ერთხანს პორტუგალიის მეფის ერთგული რჩებოდა და პორტუგალიის ჯარების დასაყრდენს წარმოადგენდა, თუმცა, წინააღმდეგობას ბოლო მოეღო 1823 წლის 2 ივლისს, როცა, კაშუეირელმა აჯანყებულებმა ალყის შემდეგ აიღეს ქალაქი. ეს დღე ბაიის დამოუკიდებლობის დღედ ითვლება[5]. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქალაქში ნელა, მაგრამ, მაინც დაიწყო ინდუსტრიალიზაცია, განვითარდა ტრანსპორტი, აშენდა რკინიგზა. 1869-1873 წლებში საქალაქო ტრანსპორტის სააქციო საზოგადოების დამაარსებლის ანტონიო ფრანსისკო დე ლასერდას თაოსნობით, მისმა ძმამ-ინჟინერმა აუგუსტო ფედერიკო დე ლასერდამ ააგო პირველი სამგზავრო ლიფტი, რომლითაც ზემო და ქვემო ქალაქები დაუკავშირდა ერთმანეთს.

მდიდარი ისტორიისა და ძველი არქიტექტურის გამო, სალვადორი დღემდე ითვლება ბრაზილიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ და ტურისტულ ცენტრად.

https://escolakids.uol.com.br/historia/salvador--a-primeira-capital-do-brasil.htmhttp://www.bahia-turismo.com/salvador/igrejas/se-de-palha.htmhttp://www.bahia-turismo.com/salvador/igrejas/igreja-ajuda-antiga.htmhttp://www.alovelyworld.com/webbresil/htmgb/salvador.htmhttps://www2.senado.leg.br/bdsf/bitstream/handle/id/70433/CE_BA_EC_26-2020%20.pdf
Photographies by:
Dejesus - CC BY-SA 3.0
Statistics: Position
746
Statistics: Rank
239315

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
459126387Click/tap this sequence: 2362
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near სალვადორი (ბრაზილია) ?

Booking.com
8.839.155 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 611 visits today.