Δελφοί

( დელფო )

დელფო (ბერძ. Δελφοί) — ძველბერძნული ქალაქი და საერთო ბერძნული რელიგიის ცენტრი ფოკიდაში. პარნასის მთის ძირას მდებარეობდა განთქმული დელფოს სამისნო და აპოლონის ტაძარი. ლეგენდის თანახმად ქალაქს სახელი დაერქვა აპოლონის შვილის, დელფოსის პატივსაცემად. გზაჯვარედინზე მდებარეობამ და მორწმუნეთა განუწყვეტელმა ნაკადმა განაპირობა დელფოს უდიდეს, სამრეწველო-სავაჭრო და კულტურულ ცენტრად გადაქცევა. უძველესი ტაძარი აქ აუშენებიათ ძვ. წ. IX საუკუნეში. ერთ-ერთი მითის მიხედვით ეს ადგილი თვითონ ამოირჩია აპოლონმა და მისი სურვილის თნახმად ტაძარი ააგეს ლეგენდარულმა ხუროთმოძღვრებმა: ტროფინიოსმა და აგამედემ. სულ მალე დელფოში დიდი სიმდიდრე დაგროვდა. ტაძრის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა კოლონიზაციის პერიოდში. ბერძენთ არც ერთ კოლონიას არ შეეძლო საბერძნეთიდან წასვლა დელფოს სამისნოს რჩევისა და ამასთან დაკავშირებით უდიდესი შესაწირავის გარეშე. მოგვიანებით დელფოს სამისნოს გავლენა საბერძნეთის საზღვრებს გარეთაც გავრცელდა. ძვ. წ. VI საუკუნეში დელფოს სამისნო დაიწვა და უახლოეს დროში ხელახლად ა...დაწვრილებით

დელფო (ბერძ. Δελφοί) — ძველბერძნული ქალაქი და საერთო ბერძნული რელიგიის ცენტრი ფოკიდაში. პარნასის მთის ძირას მდებარეობდა განთქმული დელფოს სამისნო და აპოლონის ტაძარი. ლეგენდის თანახმად ქალაქს სახელი დაერქვა აპოლონის შვილის, დელფოსის პატივსაცემად. გზაჯვარედინზე მდებარეობამ და მორწმუნეთა განუწყვეტელმა ნაკადმა განაპირობა დელფოს უდიდეს, სამრეწველო-სავაჭრო და კულტურულ ცენტრად გადაქცევა. უძველესი ტაძარი აქ აუშენებიათ ძვ. წ. IX საუკუნეში. ერთ-ერთი მითის მიხედვით ეს ადგილი თვითონ ამოირჩია აპოლონმა და მისი სურვილის თნახმად ტაძარი ააგეს ლეგენდარულმა ხუროთმოძღვრებმა: ტროფინიოსმა და აგამედემ. სულ მალე დელფოში დიდი სიმდიდრე დაგროვდა. ტაძრის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა კოლონიზაციის პერიოდში. ბერძენთ არც ერთ კოლონიას არ შეეძლო საბერძნეთიდან წასვლა დელფოს სამისნოს რჩევისა და ამასთან დაკავშირებით უდიდესი შესაწირავის გარეშე. მოგვიანებით დელფოს სამისნოს გავლენა საბერძნეთის საზღვრებს გარეთაც გავრცელდა. ძვ. წ. VI საუკუნეში დელფოს სამისნო დაიწვა და უახლოეს დროში ხელახლად აშენეს. ამის შემდეგ არაერთგზის დაინგრა დელფოს სამისნო თავდამსხმელებისაგან, ბოლოს კი, დაახლოებით ახ. წ. 390 წელს, სამუდამოდ გაანადგურა იმპერატორმა თეოდოსიუს პირველმა.

Photographies by:
Statistics: Position
1251
Statistics: Rank
180425

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
136579428Click/tap this sequence: 5858
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near დელფო ?

Booking.com

What can you do near დელფო ?

9.002.516 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 2.909 visits today.