Επίδαυρος

( ეპიდავრი )

ეპიდავრი (ბერძ. Επίδαυρος) — ქალაქი საბერძნეთში, მდებარეობს პელოპონესის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით. ანტიკურ პერიოდში წარმოადგენდა ეპიდავრიის მხარის ცენტრს. ცნობილია უძველესი თეატრითა (ნანგრევებიღაა შემორჩენილი) და ასკლეპიას ტაძრით. დღესდღეობით ნანგრევების გვერდზე წარმოქმნილია მეთევზეთა მცირე დასახლება.

ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობები სწორედ თეატრი და ტაძარია. თეატრი ძვ.წ VI-V საუკუნეებით თარიღდება. ტაძარში მრავალი მომლოცველი მოდიოდა დაავადებებისგან განკურნების მიზნით. უკვე IV საუკუნეში საკმაოდ მნიშვნელოვანი ტაძარი გახდა საბერძნეთში და ასევე რომშიც. თეატრი, რომელიც ძვ.წ IV საუკუნით თარიღდება 14 ათას მაყურებელზე იყო გათვლილი. ძველი ბერძნების რწმენით დაავადებებისგან განკურნება არა მარტო წამლებით, არამედ თეატრალური წარმოდგენებითაც შეიძლებოდა. ამჟამად თეატრის გვერდზე არქეოლოგიური მუზეუმია, რომელშიც საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი ექსპონატებია დაცული.

Photographies by:
George E. Koronaios - CC0
Statistics: Position
2145
Statistics: Rank
131365

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
563781294Click/tap this sequence: 4721
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ეპიდავრი ?

Booking.com

What can you do near ეპიდავრი ?

9.003.418 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 757 visits today.