Αρχαίο θέατρο Επιδαύρου

( ეპიდავროსის თეატრი )

ეპიდავროსის თეატრი — საბერძნეთის ქალაქ ეპიდავსროსში არსებული თეატრი, რომელიც მედიცინის ღმერთ ასკლეპიოსისადმია მიძღვნილი. აშენებულია სინორტიონის მთის დასავლეთ ნაწილზე, თანამედროვე სახელწოდებით, ლიგურიონის მთაზე. ეპიდავროსის თეატრი აღიარებულია ძველი საბერძნეთის თეატრთაგან საუკეთესოდ როგორც აკუსტიკური, ისე — ესთეტიკური მახასიათებლებით.

ისტორია

პავსანიას გადმოცემით, უძველესი თეატრი აშენებული უნდა ყოფილიყო არქიტექტორ პოლიკლეტოს უმცროსის მიერ. პავსანია აქებს თეატრს მისი სიმეტრიისა და მშვენიერების გამო. თეატრი იტევდა 13,000-დან 14,000-მდე მაყურებელს და მასში იმართებოდა ასკლეპიოსისადმი მიძღვნილი მუსიკალური და დრამატული წარმოდგენები.

დღეს ძეგლი დიდი რაოდენობით მნახველს იზიდავს როგორც საბერძნეთიდან, ისე — მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მასში დღემდე იდგმება ძველი ბერძნული ტრაგედიები. პირველი თანამედროვე წარმოდგენა, რომელიც ამ თეატრში გაიმართა, იყო სოფოკლეს „ელექტრა“, რომელიც 1938 წელს დიმიტრის რონტირისის მიერ დაიდგა. წარმოდგენები შეწყდა მეორე მსოფლიო ომის დროს, ხოლო სტრუქტურულად გამართული ფესტივალის ფარგლებში ჩატარებული წარმოდგენები განახლდა 1954 წელს. 1955 წლიდან ყოველწლიური ფესტივალის სახე მიიღო და დღემდე, ყოველ ზაფხულს, იმართება წარმოდგენები.

თეატრი მუსიკალურ წარმოდგენებს შედარებით იშვიათად მასპინძლობდა. ეპიდავროსის ფესტივალის ფარგლებში არაერთი ბერძენი და საზღვარგარეთელი შემსრულებელი წარსდგა სცენაზე. მათ შორის განსაკუთრებულია მარია კალასის მიერ ეპიდავროსში შესრულებული „ნორმა“ (1960) და „მედეა“ (1961).

Photographies by:
Carole Raddato from FRANKFURT, Germany - CC BY-SA 2.0
Statistics: Position
302
Statistics: Rank
240499

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
365849271Click/tap this sequence: 5151

Google street view

Where can you sleep near ეპიდავროსის თეატრი ?

Booking.com
489.998 visits in total, 9.198 Points of interest, 404 Destinations, 47 visits today.