St Margaret's, Westminster
( უესტმინსტერის წმინდა მარგარეტის ეკლესია )წმინდა მარგარეტის ეკლესია — ანგლიკანური ეკლესია ლონდონში, ვესტმინსტერის სააბატოს მიწებზე, პარლამენტის მოედანზე. ეკლესია აგებულია მარგარეტ ანტიოქიელის (წმინდა მარინე) სახელზე.
ტაძრის ისტორია XII საუკუნეში იწყება, როდესაც ის ბენედიქტელმა ბერებმა ააშენეს. თუმცა ტიუდორების მმართველობისას, 1486 - 1523 წლებში საგრძნობლად გადაკეთდა. 1614 წელს ის ვესტმინსტერის სასახლის სამწყსო ეკლესიად გადაიქცა. 1734 - 1738 დაემატა ჩრდილოეთისა და დასავლეთის კოშკები, ხოლო მთლიანად სტრუქტურა პორტლანდური ქვით მოპირკეთდა. 1877 წელს ტაძრის ინტერიერი მნიშვნელოვნად აღდგენილ იქნა.
1987 წელს, ვესტმინსტერის სასახლესა და სააბატოსთან ერთად, წმინდა მარგარეტის ეკლესია იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
Photographies by:
AnonymousUnknown author - Public domain
Statistics: Position
4832
Statistics: Rank
77596
კომენტარის დამატება