Bazaar of Tabriz

( თავრიზის ბაზარი )

თავრიზის ბაზარი (სპარს. تبریز بازار) — უძველესი ბაზარი ახლო აღმოსავლეთში და უდიდესი გადახურული ბაზარი მთელ მსოფლიოში. მდებარეობს ირანის ქალაქ თავრიზში. 2010 წლის ივლისში ის იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

ქალაქი თავრიზი, ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან, კულტურათა გაცვლის ადგილს წარმოადგენდა, მისი ბაზრის კომპლექსი კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს სავაჭრო არტერიას აბრეშუმის გზაზე. ბაზარი ქალაქის ცენტრიში მდებარეობს და მოიცავს რამდენიმე, შედარებით პატარა „ქვე-ბაზარს“. ქალაქმა განვითარების და აყვავების პიკს XIII საუკუნეში მიაღწია, როდესაც ის სეფიანთა იმპერიის დედაქალაქი გახდა. დედაქალაქის სტატუსი მან XVI საუკუნეში დაკარგა, მაგრამ მისი ბაზარი კვლავ მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური ცენტრი რჩებოდა. დღესაც კი, ეს ბაზარი თავრიზის და მთელი ჩრდილო-დასაველთი ირანის ეკონომიკური გულია.

ბაზარი რამდენიმე რელიგიური ცერემონიისთვისაც გამოიყენება. ერთ-ერთი მათგანია აშურას დღე, როდესაც 10 დღის განმავლობაში, მოვაჭრეები წყვეტენ ვაჭრობას და ბაზრის ტერიტორიაზე რელიგიური ცერემო...დაწვრილებით

თავრიზის ბაზარი (სპარს. تبریز بازار) — უძველესი ბაზარი ახლო აღმოსავლეთში და უდიდესი გადახურული ბაზარი მთელ მსოფლიოში. მდებარეობს ირანის ქალაქ თავრიზში. 2010 წლის ივლისში ის იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

ქალაქი თავრიზი, ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან, კულტურათა გაცვლის ადგილს წარმოადგენდა, მისი ბაზრის კომპლექსი კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს სავაჭრო არტერიას აბრეშუმის გზაზე. ბაზარი ქალაქის ცენტრიში მდებარეობს და მოიცავს რამდენიმე, შედარებით პატარა „ქვე-ბაზარს“. ქალაქმა განვითარების და აყვავების პიკს XIII საუკუნეში მიაღწია, როდესაც ის სეფიანთა იმპერიის დედაქალაქი გახდა. დედაქალაქის სტატუსი მან XVI საუკუნეში დაკარგა, მაგრამ მისი ბაზარი კვლავ მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური ცენტრი რჩებოდა. დღესაც კი, ეს ბაზარი თავრიზის და მთელი ჩრდილო-დასაველთი ირანის ეკონომიკური გულია.

ბაზარი რამდენიმე რელიგიური ცერემონიისთვისაც გამოიყენება. ერთ-ერთი მათგანია აშურას დღე, როდესაც 10 დღის განმავლობაში, მოვაჭრეები წყვეტენ ვაჭრობას და ბაზრის ტერიტორიაზე რელიგიური ცერემონიები იმართება.

ისევე როგორც ახლო აღმოსავლეთის სხვა ბაზრების შემთხვევაში, აქაც, მიმდებარე ტერიტორიაზე აშენებულია რამდენიმე მეჩეთი, მათ შორის აღსანიშნავია ჯამეჰის მეჩეთი.

Photographies by:
Navid Alizadeh Sadighi - CC BY-SA 4.0
Statistics: Position
4003
Statistics: Rank
86903

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
542138967Click/tap this sequence: 6711
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Videos

Where can you sleep near თავრიზის ბაზარი ?

Booking.com

What can you do near თავრიზის ბაზარი ?

9.083.062 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 38.261 visits today.