Tewrêz

( თავრიზი )

თავრიზი (სპარს. تبریز - Tabriz, აზერბ. تبریز) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ირანში, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის ოსტანის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს აჯიჩაის ხეობაში, ზღვის დონიდან 1364 მ.

ისტორია

თავრიზი დაარსდა III ან IV სუაკუნეში სასანიანების მიერ. შუა საუკუნეებში იყო სახვითი ხელოვნების დიდი ცენტრი. იაკუთის თანახმად ქალაქი ქართველთა ლაშქრობის შედეგად დაქვეითდა.[1] 1512-1548 წლებში იყო ირანის დედაქალაქი. 1571-1573 წლებში თავრიზში მოხდა ხელოსანთა და ქალაქის ღარიბების აჯანყება. XVIII-XIX საუკუნეებში იყო თავრიზის სახანოს დედაქალაქი. გულისტანის შეთანხმების თანახმად ისტორიული აზერბაიჯანი (სპარს. Âzarâbâdagân ადარბადაგანი) სრულიად გადავიდა სპარსეთის მხარეს, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ კავკასიის ტერიტორია, რომელიც წარსულში კავკასიის ალბანეთისა და შირვანის გაერთიანების ნაწილი იყო, რუსეთის იმპერიის საკუთრება გახდა. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში იყო ყაჯართა დნასტიის შაჰების მემკვიდრეების რეზიდენცია. XX საუკუნის დასაწყისში გახდა ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ცენტრი, ამ დროს მოხდა თავრიზის აჯანყება. 1911 წელს თავრიზში შეიჭრა რუსეთის იმპერია. 1918 წელს მუსავათებმა პირველად გამოიყენეს ტერმინი „აზერბაიჯანი“ კავკასიის თურქი ტომების (იხ. აზერბაიჯანელები) ახლადშექმნილი რესპუბლიკის აღსანიშნავად, რომლის შემდეგაც ხმარებაში შემოვიდა ტერმინები „ჩრდილოეთი აზერბაიჯანი“ და „სამხრეთი აზერბაიჯანი“. 1947 წლდან მოქმედებს უნივერსიტეტი.

(1960-2009) The encyclopaedia of Islam, New edition, Leiden: Brill. ISBN 90-04-16121-X. 
Photographies by:
Meysem - CC BY-SA 3.0
Statistics: Position
1295
Statistics: Rank
197053

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
148265379Click/tap this sequence: 3549
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near თავრიზი ?

Booking.com

What can you do near თავრიზი ?

9.002.239 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 2.540 visits today.