Tatev Monastery

( ტათევი )

ტათევის მონასტერი (სომხ. Տաթև) — სომხური ეკლესიის მონასტერი, მდებარეობს სომხეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სიუნიქის პროვინციაში, სოფელ ტათევთან ახლოს, ერევნიდან 280 კმ-ში.

ისტორია

დაარსდა 906 წელს. სიუნიქის სამეფოს რელიგიური ცენტრი XI საუკუნიდან. მონასტრის მოსახლეობა X საუკუნეში რამდენიმე ათას ადამიანს ითვლიდა. XIII საუკუნეში მონასტერი იღებდა გადასახადს 680 სოფლიდან და ყოველნაირად ცდილობდა თავისი გავლენის გაზრდას, რამაც რამდენიმეჯერ გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობასთან კონფლიქტი. მონასტერი ასევე იყო სომხეთის კულტურული ცხოვრების ცენტრი XIV—XV საუკუნეებში. მონასტერთან მოქმედებდა ბიბლიოთეკა, სკრიპტორიუმი, უნივერსიტეტი.

1921 წლის 27 აპრილს მონასტერში გამართულ სხდომაზე გამოცხადდა დაშნაკური სომხეთის მთიანი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. ძლიერად დაზიანდა 1931 წლის მიწისძვრის დროს. 1995 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია[1]

2010 წლიდან დაიწყო მონასტრის აღდგენის პროექტი, რომლის პირვველი შედეგიც იყო, მსოფლიოში ყველაზე გრძელი (5,7 კმ.) საბაგირო გზის აშენება. დღესდღეობით მონასტერი არ მოქმედებს; ხორციელდება აღდგენითი და სარემონტო სამუშაოები. მონასტერში შესვლა შეზღუდული არ არის.

The monasteries of Tatev and Tatevi Anapat and the adjacent areas of the Vorotan Valley
Photographies by:
Alexander Naumov - CC BY 3.0
Statistics: Position
2260
Statistics: Rank
56155

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
985127364Click/tap this sequence: 8176

Google street view

Where can you sleep near ტათევი ?

Booking.com
490.106 visits in total, 9.198 Points of interest, 404 Destinations, 72 visits today.