Karlskrona

( კარლსკრონა )

კარლსკრონა (შვედ. Karlskrona) — ქალაქი შვედეთში, ბლეკინგეს ლენის დედაქალაქი და თავისივე სახელწოდების მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 35 212 ადამიანს შეადგენს. კარლსკრონა ცნობილია როგორც ბაროკოს სტილში ნაგები ერთადერთი შვედური ქალაქი, ასევე აქაა განლაგებული შვედეთის ერთადერთი საზღვაო ბაზა და სანაპირო დაცვის შტაბი.

ქალაქი 1680 წელს დაარსდა, როდესაც შვედეთის სამეფო ფლოტმა მატერიკიდან კუნძულზე გადაინაცვლა, რომელიც მანამდე მიწათმოქმედებისა და საძოვრებისათვის გამოიყენებოდა. ამ დროისათვის, შვედეთი ბალტიის ზღვის რეგიონში მთავარ სამხედრო ძალას წარმოადგენდა. კუნძულს მეტად ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობა ეკავა, რადგან გერმანიისა და ბალტიის პროვინციების სანაპიროებიდან სულ ოდნავ იყო დაშორებული. ქალაქს სახელი შვედეთის მეფე კარლ XI-ის პატივსაცემად ეწოდა და „კარლის გვირგვინს“ ნიშნავს.

ქალაქი სწრაფად გაიზარდა და 1750 წლისთვის მისი მოსახლეობა 10 000 ადამიანს შეადგენდა. იმ დროისთვის ის ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი იყო. ამ დროის ბ...დაწვრილებით

კარლსკრონა (შვედ. Karlskrona) — ქალაქი შვედეთში, ბლეკინგეს ლენის დედაქალაქი და თავისივე სახელწოდების მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 35 212 ადამიანს შეადგენს. კარლსკრონა ცნობილია როგორც ბაროკოს სტილში ნაგები ერთადერთი შვედური ქალაქი, ასევე აქაა განლაგებული შვედეთის ერთადერთი საზღვაო ბაზა და სანაპირო დაცვის შტაბი.

ქალაქი 1680 წელს დაარსდა, როდესაც შვედეთის სამეფო ფლოტმა მატერიკიდან კუნძულზე გადაინაცვლა, რომელიც მანამდე მიწათმოქმედებისა და საძოვრებისათვის გამოიყენებოდა. ამ დროისათვის, შვედეთი ბალტიის ზღვის რეგიონში მთავარ სამხედრო ძალას წარმოადგენდა. კუნძულს მეტად ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობა ეკავა, რადგან გერმანიისა და ბალტიის პროვინციების სანაპიროებიდან სულ ოდნავ იყო დაშორებული. ქალაქს სახელი შვედეთის მეფე კარლ XI-ის პატივსაცემად ეწოდა და „კარლის გვირგვინს“ ნიშნავს.

ქალაქი სწრაფად გაიზარდა და 1750 წლისთვის მისი მოსახლეობა 10 000 ადამიანს შეადგენდა. იმ დროისთვის ის ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი იყო. ამ დროის ბაროკოს სტილის შენობების უმრავლესობა დღესაც შემორჩენილია, რის გამოც ქალაქის ცენტრი არქიტეექტურულად ერთაგვაროვანია. კარლსკრონაში სამი მნიშვნელოვანი ეკლესიაა, რომელთაგან პირველია ფრედრიკსკირკანი. ის დააპროექტა ნიკოდემუს ტესინმა, რომელიც ევროპული არქიტექტურის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ეკლესიას საფუძველი 1720 წელს ჩაეყარა და 1744 წელს იკურთხა. ის სხვა ჩვეული შვედური ეკლესიებისგან გამოირჩევა ყვითელი ფერით და მორთულობით.

მეორე, წმინდა სამების ეკლესია, რომელსაც ასევე გერმანულ ეკლესიას უწოდებენ, 1697–1709 წლებში აშენდა. მის გუმბათსა და გადახურვაში იტალიური არქიტექტურის გავლენა იგრძნობა.

მესამე კლესია - კარლსაკრუნის საადმირალო ეკლესია 1685 წელს აშენდა წითლად მოხატული ხით.

ქალაქის დაარსებასთან ერთად, დაფუძნდა მისი გემთსაშენიც. ეს აუცილებლობას წარმოადგენდა 1689 წელს შვედეთის ფლოტის მიერ განცდილი დიდი დანაკარგების გამო. 1711 წლისთვის, გემთსაშენი შვედეთის უდიდესი სამრეწველო დამსაქმებელი იყო, სადაც 1 100 მუშა მუშაობდა.

კარლსკრონამ ქუჩების ისეთივე სტრუქტურა შემოინახა, როგორიც მას დაარსებისას ჰქონდა.

1998 წელს, კარლსაკრუნის საზღვაო მოწყობილებები იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

Photographies by:
TolkenDolken - CC BY-SA 4.0
Statistics: Position
1922
Statistics: Rank
64672

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
473218956Click/tap this sequence: 9133

Google street view

Where can you sleep near კარლსკრონა ?

Booking.com
487.407 visits in total, 9.187 Points of interest, 404 Destinations, 33 visits today.