Liqeni i Shkodrës

( სკადარი )

სკადარი, შკოდერი (ალბ. Liqeni i Shkodrës; სერბ. Скадарско језеро, Skadarsko jezero) — ბალკანეთის ნახევარკუნძულის უდიდესი ტბა. მდებარეობს მონტენეგროსა და ალბანეთის ტერიტორიებზე, ზღვის დონიდან 5 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობია დაახლოებით 390 კმ². ზამთრის წყალდიდობის დროს ფართობი იზრდება 530 კმ²-მდე. ფართობი საშუალოდ 475 კმ², რომელთაგან ტბის 2/3 ეკუთვნის ჩერნოგორიას, ხოლო დანარჩენი ნაწილი — ალბანეთს. მაქსიმალური სიღრმე 44 მ.

აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი ნაპირები დაბალია, დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი — მთიანი. ტბას 6 მდინარე ერთვის, რომელთაგან უდიდესია მორაჩა და ჩერნოევიჩა, რომლებიც ტბას დასავლეთის მხრიდან ერთვიან და ჭაობიან დელტას ქმნიან. სკადარიდან გამოდის მდინარე ბუნა და უერთდება ადრიატიკის ზღვას. ჩამონადენის 62 % მდინარე მორაჩაზე და მის შენაკად ზეტაზე მოდის, ხოლო დაახლოებით 30 % მიწისქვეშა წყაროებზე. მორაჩას ტბაში დიდი რაოდენობით ნაყარი შეაქვს, რის გამოც ირღვევა წყლის გამჭვირვალობა. ტბის ნაპირები დიდწილად დაჭაობებულია. სკ...დაწვრილებით

სკადარი, შკოდერი (ალბ. Liqeni i Shkodrës; სერბ. Скадарско језеро, Skadarsko jezero) — ბალკანეთის ნახევარკუნძულის უდიდესი ტბა. მდებარეობს მონტენეგროსა და ალბანეთის ტერიტორიებზე, ზღვის დონიდან 5 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობია დაახლოებით 390 კმ². ზამთრის წყალდიდობის დროს ფართობი იზრდება 530 კმ²-მდე. ფართობი საშუალოდ 475 კმ², რომელთაგან ტბის 2/3 ეკუთვნის ჩერნოგორიას, ხოლო დანარჩენი ნაწილი — ალბანეთს. მაქსიმალური სიღრმე 44 მ.

აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი ნაპირები დაბალია, დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი — მთიანი. ტბას 6 მდინარე ერთვის, რომელთაგან უდიდესია მორაჩა და ჩერნოევიჩა, რომლებიც ტბას დასავლეთის მხრიდან ერთვიან და ჭაობიან დელტას ქმნიან. სკადარიდან გამოდის მდინარე ბუნა და უერთდება ადრიატიკის ზღვას. ჩამონადენის 62 % მდინარე მორაჩაზე და მის შენაკად ზეტაზე მოდის, ხოლო დაახლოებით 30 % მიწისქვეშა წყაროებზე. მორაჩას ტბაში დიდი რაოდენობით ნაყარი შეაქვს, რის გამოც ირღვევა წყლის გამჭვირვალობა. ტბის ნაპირები დიდწილად დაჭაობებულია. სკადარის ფლუქტუაციის დონე 5 მ აღწევს.

სკადარი წარმოიქმნა კირქვული ქანების ხსნის შედეგად ტექტონიკურ აუზში მესამეულ ან მეოთხეულ პერიოდში. წარსულში ადრიატიკის ზღვის ყურე იყო, ხოლო ამჟამად მისგან გამოყოფილია ალუვიური ყელით. ტბის რაიონში კლიმატი ხმელთაშუაზღვის ტიპისაა. ზამთარი რბილი და წვიმიანია. იანვრის საშუალო ტემპერატურა 7,3 °C აღწევს. ზაფხული მშრალია და ცხელი. წყალი 14,9 °C-მდე თბება. საშუალო წლიური ტემპერატურაა — 14,9 °C. განვითარებულია ნაოსნობა და თევზჭერა. სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს მახლობლად არის ქალაქი შკოდერი. ნაპირებთან ბევრია პატარა ქალაქი, რომლებიც ძველი მონასტრებითა და ციხე-სიმაგრეებით არიან ცნობილი.

Photographies by:
Statistics: Position
1253
Statistics: Rank
93932

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
519723846Click/tap this sequence: 8185

Google street view

Where can you sleep near სკადარი ?

Booking.com
489.014 visits in total, 9.195 Points of interest, 404 Destinations, 60 visits today.