Context of ალბანეთი

ალბანეთი (ალბ. Shqipëri/Shqipëria) ოფიციალურად ალბანეთის რესპუბლიკა (ალბ. Republika e Shqipërisë) — სახელმწიფო ბალკანეთის ნახევარკუნძულის დასავლეთით, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე. ქვეყნის სახელწოდება ილირიულიდან გამომდინარეობს (olba), რაც ითარგმნება, როგორც დასახლება. ალბანურად ჟღერს როგორც Shqipëria, რაც არწივების ქვეყანას ნიშნავს.

ალბანეთი ესაზღვრება: ჩრდილო-დასავლეთით მონტენეგროს, სერბეთს ჩრდილო-აღმოსავლეთით, ჩრდილოეთ მაკედონიას აღმოსავლეთით და საბერძნეთს სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით. მას სანაპირო ზოლი აქვს დასავლეთით ადრიატიკის ზღვასთან და სამხრეთ-დასავლეთით იონიის ზღვასთან. ალბანეთი იტალიისგან დაშორებულია 75 კილომეტრის სიგანის ოტრანტოს სრუტით.

ალბანეთი არის: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ევროპის საბჭოსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი. ის არის ენერგიის საზოგადოების და ხმელთაშუა ზღვის ...დაწვრილებით

ალბანეთი (ალბ. Shqipëri/Shqipëria) ოფიციალურად ალბანეთის რესპუბლიკა (ალბ. Republika e Shqipërisë) — სახელმწიფო ბალკანეთის ნახევარკუნძულის დასავლეთით, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე. ქვეყნის სახელწოდება ილირიულიდან გამომდინარეობს (olba), რაც ითარგმნება, როგორც დასახლება. ალბანურად ჟღერს როგორც Shqipëria, რაც არწივების ქვეყანას ნიშნავს.

ალბანეთი ესაზღვრება: ჩრდილო-დასავლეთით მონტენეგროს, სერბეთს ჩრდილო-აღმოსავლეთით, ჩრდილოეთ მაკედონიას აღმოსავლეთით და საბერძნეთს სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით. მას სანაპირო ზოლი აქვს დასავლეთით ადრიატიკის ზღვასთან და სამხრეთ-დასავლეთით იონიის ზღვასთან. ალბანეთი იტალიისგან დაშორებულია 75 კილომეტრის სიგანის ოტრანტოს სრუტით.

ალბანეთი არის: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ევროპის საბჭოსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი. ის არის ენერგიის საზოგადოების და ხმელთაშუა ზღვის კავშირის დამფუძნებელი წევრი. ასევე ევროპის კავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატი.

ისტორიის მანძილზე ალბანეთის დღევანდელი ტერიტორია შედიოდა რომის იმპერიის შემდეგი პროვინციების შემადგენლობაში: დალმაცია (სამხრეთი ილირიკუმი), მაკედონია (კერძოდ ეპირუს ნოვა) და მეზია. დღევანდელმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა ბალკანეთის ომების შემდეგ, ოსმალეთის იმპერიის დაშლის შედეგად მიიღო. ალბანეთმა დამოუკიდებლობა 1912 წელს გამოაცხადა და იმავე წელს მიიღო აღიარება. 1914 წლიდან ალბანეთი იყო ალბანეთის სამთავრო, ალბანეთის რესპუბლიკა, ალბანეთის სამეფო და 1939 წელს იტალიის სამეფოს შეჭრის შემდეგ დიდი ალბანეთი ეწოდებოდა. 1943 წლიდან ალბანეთი გადავიდა ნაცისტური გერმანიის პროტექტორატის ქვეშ. შემდეგ წელს ენვერ ხოჯასა და ალბანეთის შრომის პარტიის მეთაურობით შეიქმნა ალბანეთის სახალხო სოციალისტური რესპუბლიკა. 1991 წელს გაუქმდა სოციალისტური რესპუბლიკა და შეიქმნა ალბანეთის რესპუბლიკა.

ალბანეთი წარმოადგენს საპარლამენტო რესპუბლიკას. მისი დედაქალაქია ტირანა. ქვეყნის მოსახლეობა 2015 წლის მონაცემებით შეადგენს 2 893 005 ადამიანს, საიდანაც 421 286 ადამიანი დედაქალაქში ცხოვრობს. ტირანა, ასევე, ქვეყნის საფინანსო ცენტრსაც წარმოადგენს. თავისუფალი ბაზრის რეფორმებმა ქვეყანა გახსნა საერთაშორისო ინვესტიციებისთვის, განსაკუთრებით ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაში. ალბანეთს აქვს მაღალი ადამიანის განვითარების ინდექსი, მოსახლეობა ღებულობს უფასო სამედიცინო მომსახურებას, პირველად და მეორად განათლებას. მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით ალბანეთი წარმოადგენს საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყანას. ქვეყნის ეკონომიკაში დომინანტია მომსახურება, რომელსაც მოსდევს ინდუსტრია და სოფლის მეურნეობა.

More about ალბანეთი

Basic information
Population, Area & Driving side
  • Population 2793592
  • Area 28748
  • Driving side right

Phrasebook

გამარჯობა
Përshëndetje
მსოფლიო
Botë
Გამარჯობა მსოფლიო
Përshendetje Botë
Გმადლობთ
Faleminderit
ნახვამდის
Mirupafshim
დიახ
po
არა
Nr
Როგორ ხარ?
Si jeni?
Კარგი, მადლობა
Mire faleminderit
Რა ღირს?
Sa kushton?
Ნული
Zero
ერთი
Një

Where can you sleep near ალბანეთი ?

Booking.com
487.358 visits in total, 9.187 Points of interest, 404 Destinations, 43 visits today.