Santiago de Cuba

( სანტიაგო-დე-კუბა )

სანტიაგო-დე-კუბა (ესპ. Santiago de Cuba) — ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ კუბაში, სანტიაგო-დე-კუბის პროვინციაში. ქვეყნის დედაქალაქ ჰავანიდან მდებარეობს 870 კმ-ში. მუნიციპალიტეტის ფართობია 1,023,8 კმ². ისტორიულად სანტიაგო-დე-კუბა დიდი ხანია რაც მნიშვნელობით ქვეყნის მეორე ქალაქია. წარმოადგენს კუბის უმნიშვნელოვანეს სამრეწველო ცენტრსა და საპორტო ქალაქს. 2004 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობდა 494,337 ადამიანი.

ქალაქი დაარსდა 1514 წელს ესპანელი კონკისტადორის დიეგო ველასკეს-დე-კუელიარის მიერ. 1516 წელს დასახლება ხანძრის შედეგად განადგურდა, თუმცა ქალაქი მალევე აღადგინეს. პირველი კათედრალი აშენდა 1528 წელს. 1522-1589 წწ. იყო კუბაში შექმნილი ესპანური კოლონიის დედაქალაქი. 1553 წელს ქალაქი გაძარცვეს ფრანგმა, ხოლო 1662 წელს კრისტოფერ მინგსის მეთაურობით ბრიტანელმა ჯარისკაცებმა. XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისისათვის ქალაქში ჩამოსახლდნენ ფრანგი იმიგრანტები. ქალაქის პირველი მერი იყო მოგზაური ერნან კორტესი.

სანტიაგო-დე-კუბა იყო ესპანეთ-ა...დაწვრილებით

სანტიაგო-დე-კუბა იყო ესპანეთ-ამერიკის ომის ცენტრი. 1953 წლის 26 ივლისს ფიდელ კასტრო რევოლუციონერ ჯგუფთან ერთად თავს დაესხა ქალაქში არსებულ სამხედრო ყაზარმას. 1959 წლის 1 იანვარს ფიდელ კასტრომ აქ აღნიშნა კუბის რევოლუციის გამარჯვება.

ქალაქი განთქმულია თავისი კულტურით. არაერთი ცნობილი კუბელი მუსიკოსი და კომპოზიტორი დაბადებულია სწორედ სანტიაგო-დე-კუბაში. ცნობილია ასევე თავისი ტრადიციული ცეკვებით და კარნავალებით. მოსახლეობის დიდი ნაწილი მიეკუთვნება აფრო-კუბურ რელიგიურ რწმენას, ე.წ. სანტერიას. არის არქიტექტურული ძეგლები, რომლებიც მიეკუთვნებიან ბაროკოსა და ნეოკლასიკურ სტილს. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ტყიანი პარკები, ციცაბო ქუჩები და ა.შ. ადგილობრივი ციტადელი სახელწოდებით სან-პედრო-დე-ლა-როკა შეყვანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. ქალაქიდან 20 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს ბაკონაოს ბიოსფერული ნაკრძალი (ფართობი 848,57 კმ²).

სანტიაგო-დე-კუბა მდებარეობს სიერა-მაესტრას მთისწინეთში, კლიმატი თბილი და ნოტიოა. განვითარებულია სოფლის მეურნეობა. სპილენძის, რკინის, მანგანუმის, შაქრისა და ხილის წარმოების ცენტრი. გააქვთ შაქარი, თამბაქო, ყავა. ქალაქში არის უნივერსიტეტი (დაარსდა 1947), სამედიცინო სკოლა, სტადიონი, კათედრალი და რამდენიმე მუზეუმი.

Photographies by:
Christian Pirkl - CC BY-SA 4.0
Statistics: Position
6236
Statistics: Rank
54113

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
129384756Click/tap this sequence: 2885
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near სანტიაგო-დე-კუბა ?

Booking.com

What can you do near სანტიაგო-დე-კუბა ?

8.817.999 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 114 visits today.