Baracoa

( ბარაკოა )

ბარაკოა (ესპ. Baracoa) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, გუანტანამოს პროვინციაში. მდებარეობს ქვეყნის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 5 მ სიმაღლეზე. გარშემორტყმულია მაღალი კლდოვანი მთებით, რის გამოც ქალაქი იზოლირებული იყო ქვეყნის დანარჩენი ნაწილისაგან. 1960-იან წწ. მთების გავლით გაიხსნა გზა, რომლის მეშვეობით ბარაკოა დაუკავშირდა ქალაქ გუანტანამოს.

2004 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობდა 81,794 ადამიანი. 1492 წელს ბარაკოას თანამედროვე ადგილი პირველად მოინახულა ქრისტეფორე კოლუმბმა. ქალაქი დაარსდა 1511 წელს ესპანელი კონკისტადორის დიეგო ველასკესის მიერ. 1518–1522 წლებში ბარაკოა იყო კუბის დედაქალაქი.

მოჰყავთ კაკაო, ქოქოსი და ბანანი. ბარაკოა კუბაში შოკოლადის წარმოების მთავარი ცენტრია. განვითარებულია ტურიზმი. მიმდინარეობს თევზჭერა. ქალაქიდან დასავლეთით 10 კილომეტრში მდებარეობს მაგიდა მთა — ელ-იუნკე, ხოლო ჩრდილოეთით 20 კილომეტრში ალექსანდერ ჰუმბოლდტის ეროვნული პარკი. ქალაქში არის აეროპორტი.

Photographies by:
Paul Postiaux - CC BY-SA 3.0
Statistics: Position
6667
Statistics: Rank
47987

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
493862157Click/tap this sequence: 5959
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ბარაკოა ?

Booking.com

What can you do near ბარაკოა ?

9.004.297 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 1.636 visits today.