سامراء

( სამარა (ერაყი) )

სამარა (არაბ. سامَرّاء‎) — ქალაქი ერაყში. მდებარეობს მდინარე ტიგროსის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სალაჰ-ად-დინის საგუბერნატოროში, დედაქალაქ ბაღდადიდან 125 კმ-ით ჩრდილოეთით. 2003 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 348 700 ადამიანს შეადგენდა.

როგორც შუა საუკუნეების მწერლები ამტკიცებენ, სახელი სამარა მოდის არაბული ფრაზიდან “Sarr man ra’a” (არაბ. رأى‎من سر) რომელიც ითარგმნება როგორც „სიხარული ყველა მნახველისთვის“.

2007 წელს, სამარა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა.

ქალაქის ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული. აღმოჩენილია ძვ. წ. V ათასწლეულის ნანგრევები. ურბანული დასახლებები აქ უფრო მოგვიანებით ჩნდება. პირველი მონარქი, რომელმაც ეს ტერიტორია აირჩია, იყო ხოსრო I. მან აქ სანადირო სასახლე ააშენა. 836 წელს, ბაღდადში მამლუქების ამბოხისას, ხალიფა სამარაში გამაგრდა. 847 წელს, ქალაქში აშენდა სამარის დიდი მეჩეთი, რომელიც სპირალური მინარეთით გამოირჩევა. 892 წლამდე, სამარა ისლამური სამყაროს დედაქალაქი რჩება, მანამდე სანამ ხალიფა სახალიფოს დედაქალაქს ...დაწვრილებით

სამარა (არაბ. سامَرّاء‎) — ქალაქი ერაყში. მდებარეობს მდინარე ტიგროსის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სალაჰ-ად-დინის საგუბერნატოროში, დედაქალაქ ბაღდადიდან 125 კმ-ით ჩრდილოეთით. 2003 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 348 700 ადამიანს შეადგენდა.

როგორც შუა საუკუნეების მწერლები ამტკიცებენ, სახელი სამარა მოდის არაბული ფრაზიდან “Sarr man ra’a” (არაბ. رأى‎من سر) რომელიც ითარგმნება როგორც „სიხარული ყველა მნახველისთვის“.

2007 წელს, სამარა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა.

ქალაქის ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული. აღმოჩენილია ძვ. წ. V ათასწლეულის ნანგრევები. ურბანული დასახლებები აქ უფრო მოგვიანებით ჩნდება. პირველი მონარქი, რომელმაც ეს ტერიტორია აირჩია, იყო ხოსრო I. მან აქ სანადირო სასახლე ააშენა. 836 წელს, ბაღდადში მამლუქების ამბოხისას, ხალიფა სამარაში გამაგრდა. 847 წელს, ქალაქში აშენდა სამარის დიდი მეჩეთი, რომელიც სპირალური მინარეთით გამოირჩევა. 892 წლამდე, სამარა ისლამური სამყაროს დედაქალაქი რჩება, მანამდე სანამ ხალიფა სახალიფოს დედაქალაქს ბაღდადში გადაიტანდა.

Photographies by:
Taisir Mahdi - CC BY-SA 4.0
Statistics: Position
381
Statistics: Rank
361759

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
238765941Click/tap this sequence: 3616
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near სამარა (ერაყი) ?

Booking.com

What can you do near სამარა (ერაყი) ?

8.722.241 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 8.379 visits today.