بابل

( ბაბილონი )

ბაბილონი — უდიდესი ქალაქი ძველ ახლო აღმოსავლეთში (ძვ. წ. III ათასწლეულის მე-2 ნახევარი – ძვ. წ. IV საუკუნე). მდებარეობდა შუამდინარეთში, მდ. ევფრატის ნაპირზე. მისი ნანგრევები თანამედროვე ქალაქ ჰილასთანაა ახლოს, ბაღდადიდან 80 კმ სამხრეთით. ლურსმულ მატიანეებში პირველად იხსენიება აქადის დინასტიის მმართველობისას (ძვ. წ. XXIV–XXIII საუკუნეები). ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლოს, ურის მესამე დინასტიის მეფეების დროს, ბაბილონი მცირე ზომის პროვინციული ცენტრი იყო, სადაც მეფისნაცვალი, გადასახადების ამკრეფი იმყოფებოდა.

ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში ბაბილონი, ისევე როგორც შუამდინარეთის ქალაქთა უმრავლესობა, ამორეველთა კონტროლის ქვეშ მოექცა; ერთ-ერთმა წინამძღოლმა (ბელადმა), სუმუ-აბუმმა თავის დინასტიას ჩაუყარა საფუძველი (პირველი ბაბილონური დინასტია, ძვ. წ. 1894–1595). მისი მეექვსე მმართველის, ხამურაბის მმართველობისას, როდესაც მთელი შუამდინარეთი ერთ სახელმწიფოდ გაერთიანდა, ბაბილონი პირველად გახდა ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი და 1000 წელზე მეტი ამ სტატუსს ატარებდა. გამოცხადდა „მეფურობის საუკუ...დაწვრილებით

ბაბილონი — უდიდესი ქალაქი ძველ ახლო აღმოსავლეთში (ძვ. წ. III ათასწლეულის მე-2 ნახევარი – ძვ. წ. IV საუკუნე). მდებარეობდა შუამდინარეთში, მდ. ევფრატის ნაპირზე. მისი ნანგრევები თანამედროვე ქალაქ ჰილასთანაა ახლოს, ბაღდადიდან 80 კმ სამხრეთით. ლურსმულ მატიანეებში პირველად იხსენიება აქადის დინასტიის მმართველობისას (ძვ. წ. XXIV–XXIII საუკუნეები). ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლოს, ურის მესამე დინასტიის მეფეების დროს, ბაბილონი მცირე ზომის პროვინციული ცენტრი იყო, სადაც მეფისნაცვალი, გადასახადების ამკრეფი იმყოფებოდა.

ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში ბაბილონი, ისევე როგორც შუამდინარეთის ქალაქთა უმრავლესობა, ამორეველთა კონტროლის ქვეშ მოექცა; ერთ-ერთმა წინამძღოლმა (ბელადმა), სუმუ-აბუმმა თავის დინასტიას ჩაუყარა საფუძველი (პირველი ბაბილონური დინასტია, ძვ. წ. 1894–1595). მისი მეექვსე მმართველის, ხამურაბის მმართველობისას, როდესაც მთელი შუამდინარეთი ერთ სახელმწიფოდ გაერთიანდა, ბაბილონი პირველად გახდა ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი და 1000 წელზე მეტი ამ სტატუსს ატარებდა. გამოცხადდა „მეფურობის საუკუნო სავანედ“; მისი მფარველი ღვთაება მარდუქი საერთო შუამდინარულ პანთეონში ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს იკავებდა.

ძვ. წ. II ათასწლეულის მე-2 ნახევარში, სამხრეთ შუა მდინარეთში ახალი მმართველი დინასტიის გამეფებიდან, ბაბილონი სამხრეთ შუამდინარეთის დედაქალაქად დარჩა. ქალაქი გამდიდრდა, წარმატებით განვითარდა ხელოსნობა და ვაჭრობა, სწრაფად გაიზარდა მოსახლეობა. ეკონომიკური ზრდა აისახა გარეგნულ იერზეც: შემუშავდა და განხორციელდა ქალაქის განაშენიანების გეგმა, აიგო ახალი კედლები და ჭიშკრები, სატაძრო პროცესიებისათვის გაიყვანეს ახალი გზები ცენტრისკენ. ძვ. წ. XIV საუკუნეში ბაბილონს მიენიჭა თვითმმართველობის უფლება, მისი მცხოვრებლები თავისუფლები იყვნენ სახელმწიფო ბეგრისა და სამხედრო გადასახადისაგან.

ბაბილონურმა სკოლამ — „ე-დუბამ“ („ფირფიტების სახლი“) წამყვანი ადგილი დაიკავა განათლების სისტემასა და წერილობითი ტრადიციის შენარჩუნებაში. აქ შექმნილმა ახალმა საკულტო ეპოსმა სამყაროს შექმნის შესახებ („ენუმა ელიშ“), განამტკიცა წარმოდგენა მადირქზე, როგორც დასაბამიერ მთავარ მსოფლიო ღვთაებაზე და ქალაქ ბაბილონზე, როგორც მსოფლიოს კოსმოლოგიურ და თეოლოგიურ ცენტრზე. თავისი სახელით („ბაბილონი“ ნიშნავს „ღვთის კარიბჭეს“) წარმოაჩინა თავისი, როგორც მსოფლიოს ცენტრის როლი, მიწიერისა და ზეციურის შეერთების ადგილისა. ამ კონცეფციამ გახორციელება ჰპოვა ე. წ. მსოფლიოს ბაბილონურ რუკაზე. მასზე დედამიწა წარმოდგენილია, როგორც ოკეანეში მოცურავე მრგვალი დისკო; ცენტრში ქალაქი ბაბილონია მართკუთხედის ფორმაში. მდ. ევფრატი, რომელიც წრეს ზევიდან ქვევით კვეთს, ქალაქს ორ ნაწილად ჰყოფს.

თავისი გრძელი ისტორიის განმავლობაშ ბაბილონმა მრავალი მძიმე განსაცდელი გადაიტანა. ძვ. წ. 1595 წელს დაიპყრეს ხეთებმა, დაახლ. 1518 წელს კასიტების მმართველობის ქვეშ მოექცა. ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისში ბაბილონის ხელში ჩასაგდებად ბრძოლა მიდიოდა ასურულ და ქალდეველთა არამეულ ტომებს შორის. ძვ. წ. 732 წლიდან ასურეთის შემადგენლობაშია. ქალაქისათვის ყველაზე ტრაგიკული მოვლენა აღმოჩნდა ძვ. წ. 689 წელს ბაბილონელთა ურჩობისაგან განრისხებული ასურეთის მეფის, სინახერიბის ბრძანება, რომლის თანახმადაც ბაბილონი დაანგრიეს და აღგავეს პირისაგან მიწისა.

Photographies by:
Statistics: Position
478
Statistics: Rank
179696

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
134926785Click/tap this sequence: 6562

Google street view

Where can you sleep near ბაბილონი ?

Booking.com
487.349 visits in total, 9.186 Points of interest, 404 Destinations, 34 visits today.