სერენგეტი

სერენგეტი (Serengeti, მაას ენაზე „უკიდეგანო ველები“) — ეკოსისტემა, რომლის გეოგრაფიული რეგიონი მოიცავს ჩრდილოდასავლეთ ტანზანიასა და სამხრეთდასავლეთ კენიას; შეადგენს დაახლოებით 30 000 კმ²-ს.

სერენგეტი მასპინძლობს უმსხვილეს და ყველაზე ხანგრძლივ ნადირთა მიწისზედა მიგრაციას მსოფლიოში და ერთ-ერთია ათ ბუნებრივ საოცრებათაგან მსოფლიოში. რეგიონში რამდენიმე ეროვნული პარკი და ნადირთა ნაკრძალია.

აქ ბინადრობს 70-მდე მსხვილი ძუძუმწოვარი და 500-მდე ავიფაუნის სახეობა. ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნება განპირობებულია კლიმატური პირობების დიდი ნაირსახეობით და მოიცავს ტროპიკულ ტყეებს, ჭაობებს, სავანებს, გაშლილ ველებსა და ოაზისებს. ყველაზე გავრცელებულ მსხვილფეხა ძუძუმწოვართა შორის არიან ცისფერი გნუ, გაზელი, ზებრა და გარეული კამეჩი.

ოქტომბრისთვის დაახლოებით 2 მილიონი ბალახისმჭამელი ძუძუმწოვარი იწყებს მიგრაციას ჩრდილოეთის მაღლობებიდან სამხრეთის გავაკებისკენ, მდინარე მარას გადაკვეთით, წვიმის წყლის ძიებაში. აპრილში ისინი ისევ ჩრდილოეთში ბრუნდებიან დასავლეთის შემოვლით, ისევ მდინარ...დაწვრილებით

სერენგეტი (Serengeti, მაას ენაზე „უკიდეგანო ველები“) — ეკოსისტემა, რომლის გეოგრაფიული რეგიონი მოიცავს ჩრდილოდასავლეთ ტანზანიასა და სამხრეთდასავლეთ კენიას; შეადგენს დაახლოებით 30 000 კმ²-ს.

სერენგეტი მასპინძლობს უმსხვილეს და ყველაზე ხანგრძლივ ნადირთა მიწისზედა მიგრაციას მსოფლიოში და ერთ-ერთია ათ ბუნებრივ საოცრებათაგან მსოფლიოში. რეგიონში რამდენიმე ეროვნული პარკი და ნადირთა ნაკრძალია.

აქ ბინადრობს 70-მდე მსხვილი ძუძუმწოვარი და 500-მდე ავიფაუნის სახეობა. ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნება განპირობებულია კლიმატური პირობების დიდი ნაირსახეობით და მოიცავს ტროპიკულ ტყეებს, ჭაობებს, სავანებს, გაშლილ ველებსა და ოაზისებს. ყველაზე გავრცელებულ მსხვილფეხა ძუძუმწოვართა შორის არიან ცისფერი გნუ, გაზელი, ზებრა და გარეული კამეჩი.

ოქტომბრისთვის დაახლოებით 2 მილიონი ბალახისმჭამელი ძუძუმწოვარი იწყებს მიგრაციას ჩრდილოეთის მაღლობებიდან სამხრეთის გავაკებისკენ, მდინარე მარას გადაკვეთით, წვიმის წყლის ძიებაში. აპრილში ისინი ისევ ჩრდილოეთში ბრუნდებიან დასავლეთის შემოვლით, ისევ მდინარე მარას გადაკვეთით. ამ ფენომენს ხშირად წრიულ მიგრაციას უწოდებენ. ამ მოგზაურობისას ტანზანიიდან ზემო კენიის მასაი-მარას ნაკრძალისკენ, რაც 800 კმ-ს შეადგენს, სულ მცირე 250 000 გნუ იღუპება ხოლმე. სიკვდილიანობის მიზეზი სხვადასხვაა, მათ შორის მტაცებელი ცხოველები. მიგრაციის ქრონიკა აღწერილია 1994 წლის დოკუმენტურ ფილმში "აფრიკა: სერენგეტი".

Photographies by:
Statistics: Position
2126
Statistics: Rank
58197

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
615942873Click/tap this sequence: 8274

Google street view

Where can you sleep near სერენგეტი ?

Booking.com
487.384 visits in total, 9.187 Points of interest, 404 Destinations, 10 visits today.