كسكس ( კუსკუსი )

კუსკუსი (ბერბერულად ⵙⴽⵙⵓ, არაბ. كُسْكُسკუსკუს) — მაღრიბული სამზარეულოს ტრადიციული კერძი, რომელიც იხარშება ორთქლზე. ისტორიულად კუსკუსს ამზადებდნენ ფეტვიდან. დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული კუსკუსი მზადდება ამავე სახელწოდების მაგარი ხორბლისგან გარეგნულად ის ჰგავს მრგვალ ბრინჯს, მარცვლის დიამეტრია - 1-2 მმ.   ამზადებენ წვნიანთან ერთად. მიირთმევენ ცხვრის ხორცისა და მოხარშულ ბოსტნეულის გარნირთან.

სხვადასხვა ქვეყანაში კუსკუსის მომზადების სხვადასხვა მეთოდი არსებობს. შეიძლება სხვადასხვა მარცვლეულის მომზადება ამავე წესით. ისრაელის კუსკუსი, ცნობილი როგორც პტიტიმი, მაკარონის სახეობაა.

კუსკუსი  მაღრიბულ ქვეყნებში: ალჟირში, ტუნისში, მავრიტანიაში, მაროკოსა და ლიბიაში მთავარი კერძია. ასევე პოპულარულია საფრანგეთში, სადაც გავრცელდა მაღრიბელი  ემიგრანტებისაგან.