Context of სლოვაკეთი

სლოვაკეთი (სლოვაკ. Slovensko), ოფიციალურად სლოვაკეთის რესპუბლიკა (სლოვაკ. Slovenska Republika) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში. ესაზღვრება ჩეხეთს, პოლონეთს, უკრაინას, უნგრეთსა და ავსტრიას. ფართობი დაახლოებით 49 000 კვადრატული კილომეტრია უმეტესად მთიანი რელიეფით. მოსახლეობა 5.4 მილიონს აღემატება, რომლის უმეტეს ნაწილს სლოვაკები შეადგენენ. უდიდესი ქალაქი და დედაქალაქია ბრატისლავა, ხოლო მეორე უდიდესი ქალაქი – კოშიცე. სახელმწიფო ენა სლოვაკურია.

სლოვაკების წინაპარი სლავური ტომები დღევანდელი სლოვაკეთის ტერიტორიაზე V-VI საუკუნეებში გამოჩნდნენ, ხალხთა დიდი გადასახლების დროს. VII საუკუნეში, აქ მცხოვრებმა სლავებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს სამოს მიერ ჩამოყალიბებურ იმპერიაში, რომელიც ისტორიულად პირველი სლავური სახელმწიფო იყო. სამოს იმპერიის ცენტრი დასავლეთ სლოვაკეთში იყო. IX საუკუნეში, სლოვაკთა სლავმა წინაპრებმა დააარსეს ნიტრის სამთავრო, რომელმაც მოგვიანებით მორავიის სამთავროსთან ერთად გახდა დიდი მორავიი...დაწვრილებით

სლოვაკეთი (სლოვაკ. Slovensko), ოფიციალურად სლოვაკეთის რესპუბლიკა (სლოვაკ. Slovenska Republika) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში. ესაზღვრება ჩეხეთს, პოლონეთს, უკრაინას, უნგრეთსა და ავსტრიას. ფართობი დაახლოებით 49 000 კვადრატული კილომეტრია უმეტესად მთიანი რელიეფით. მოსახლეობა 5.4 მილიონს აღემატება, რომლის უმეტეს ნაწილს სლოვაკები შეადგენენ. უდიდესი ქალაქი და დედაქალაქია ბრატისლავა, ხოლო მეორე უდიდესი ქალაქი – კოშიცე. სახელმწიფო ენა სლოვაკურია.

სლოვაკების წინაპარი სლავური ტომები დღევანდელი სლოვაკეთის ტერიტორიაზე V-VI საუკუნეებში გამოჩნდნენ, ხალხთა დიდი გადასახლების დროს. VII საუკუნეში, აქ მცხოვრებმა სლავებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს სამოს მიერ ჩამოყალიბებურ იმპერიაში, რომელიც ისტორიულად პირველი სლავური სახელმწიფო იყო. სამოს იმპერიის ცენტრი დასავლეთ სლოვაკეთში იყო. IX საუკუნეში, სლოვაკთა სლავმა წინაპრებმა დააარსეს ნიტრის სამთავრო, რომელმაც მოგვიანებით მორავიის სამთავროსთან ერთად გახდა დიდი მორავიის ფორმირების საფუძველი.X საუკუნის შემდეგ სლოვაკეთის ტერიტორია თანდათანობით უნგრეთის სამეფოს შეუერთდა, რომელიც XIX საუკუნეში თავის მხრივ ავსტრია-უნგრეთის იმპერიის შემადგენელ ნაწილად იქცა. პირველი მსოფლიო ომის და ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლის შემდეგ სლოვაკებმა და ჩეხებმა შექმნეს ერთობლივი სახელმწიფო, — ჩეხოსლოვაკია. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, შეიქმნა ნაცისტური გერმანიის სატელიტური სლოვაკეთის რესპუბლიკა, რომელიც ომის დასრულებისას გაუქმდა. სლოვაკეთი დამოუკიდებელი გახდა 1993 წლის 1 იანვარს, ჩეხოსლოვაკიის მშვიდობიანი დაშლის შემდეგ.

სლოვაკეთი არის განვითარებული ქვეყანა მოწინავე, მაღალშემოსავლიანი ეკონომიკით, ძალიან მაღალი ადამიანის განვითარების ინდექსით, ცხოვრების მაღალი დონით. ქვეყანა ინარჩუნებს საბაზრო ეკონომიკის ერთობლიობას სოციალური უსაფრთხოების სრულყოფილი სისტემით. ევროპის კავშირს 2004 წლის 1 მაისს, ხოლო ევროზონას 2009 წლის 1 იანვარს შეუერთდა. აგრეთვე არის შენგენის ზონის, ნატოს, გაეროს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაციის, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს და ვიშეგრადული ჯგუფის წევრი. როგორც ევროზონის ნაწილი, სლოვაკეთის ოფიციალური ვალუტა ევროა, მსოფლიოში მე-2 ყველაზე გამოყენებადი ვალუტა. სლოვაკეთი მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მსხვილი მანქანის მწარმოებელია, სულ 1,110,000 მანქანა იწარმოა ქვეყანაში მხოლოდ 2019 წელს; არის ევროკავშირის მეხუთე უდიდესი ავტომობილების მწარმოებელი ქვეყანა; მანქანათმშენებლობა წარმოადგენს სლოვაკეთის მთლიანი სამრეწველო პროდუქტის 43%-ს.

More about სლოვაკეთი

Basic information
  • Native name Slovensko
  • Calling code +421
  • Internet domain .sk
  • Mains voltage 230V/50Hz
  • Democracy index 6.97
Population, Area & Driving side
  • Population 5449270
  • Area 49035
  • Driving side right

Phrasebook

გამარჯობა
Ahoj
მსოფლიო
Svet
Გამარჯობა მსოფლიო
Ahoj svet
Გმადლობთ
Ďakujem
ნახვამდის
Zbohom
დიახ
Áno
არა
Nie
Როგორ ხარ?
Ako sa máš?
Კარგი, მადლობა
Dobre, ďakujem
Რა ღირს?
Koľko to stojí?
Ნული
nula
ერთი
Jeden

Where can you sleep near სლოვაკეთი ?

Booking.com
487.354 visits in total, 9.187 Points of interest, 404 Destinations, 39 visits today.