Context of ავსტრია

ავსტრიის რესპუბლიკა (გერმ. Republik Österreich) — ფედერალური სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში, რომელსაც არ გააჩნია ზღვაზე გასასვლელი. შედგება ცხრა ფედერალური შტატისგან; ერთ-ერთი მათგანია ვენა, ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება გერმანია, ჩრდილოეთით — ჩეხეთი, აღმოსავლეთით — უნგრეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთით — სლოვაკეთი, სამხრეთით — სლოვენია და იტალია, დასავლეთით - შვეიცარია და ლიხტენშტაინი. ფართობი — 83 879 კმ². მოსახლეობა — დაახლოებით 9 მილიონი. სახელმწიფო ენა — გერმანული,. ასევე ოფიციალური ენებია: გრადიშიულ-ხორვატიული, უნგრული და სლოვენური. დღესასწაული — 26 ოქტომბერი, მუდმივი ნეიტრალიტეტის გამოცხადების დღე (1955).

ავსტრია პირველად 976 წელს, მარკის სტატუსით გამოჩნდა და შემდეგ გადაიქცა სამთავროდ და საჰერცოგოდ. XVI საუკუნის ბოლოს ავსტრია გახდა ჰაბსბურგთა მონარქიის გული და ჰაბსბურგების, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სამეფო დინასტიის, „უმცროსი-ფილიალი“. როგორც სამთავრო, იყო საღვთო რომის იმპერიის ადმინისტრაციული ცენტრი. XIX საუკუნი...დაწვრილებით

ავსტრიის რესპუბლიკა (გერმ. Republik Österreich) — ფედერალური სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში, რომელსაც არ გააჩნია ზღვაზე გასასვლელი. შედგება ცხრა ფედერალური შტატისგან; ერთ-ერთი მათგანია ვენა, ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება გერმანია, ჩრდილოეთით — ჩეხეთი, აღმოსავლეთით — უნგრეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთით — სლოვაკეთი, სამხრეთით — სლოვენია და იტალია, დასავლეთით - შვეიცარია და ლიხტენშტაინი. ფართობი — 83 879 კმ². მოსახლეობა — დაახლოებით 9 მილიონი. სახელმწიფო ენა — გერმანული,. ასევე ოფიციალური ენებია: გრადიშიულ-ხორვატიული, უნგრული და სლოვენური. დღესასწაული — 26 ოქტომბერი, მუდმივი ნეიტრალიტეტის გამოცხადების დღე (1955).

ავსტრია პირველად 976 წელს, მარკის სტატუსით გამოჩნდა და შემდეგ გადაიქცა სამთავროდ და საჰერცოგოდ. XVI საუკუნის ბოლოს ავსტრია გახდა ჰაბსბურგთა მონარქიის გული და ჰაბსბურგების, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სამეფო დინასტიის, „უმცროსი-ფილიალი“. როგორც სამთავრო, იყო საღვთო რომის იმპერიის ადმინისტრაციული ცენტრი. XIX საუკუნის დასაწყისში ავსტრიამ ჩამოაყალიბა საკუთარი იმპერია, რომელიც გერმანიის კავშირის წამყვანი ძალა, თუმცა იგი კვლავ აგრძელებდა საკუთარ კურსს გერმანიის სხვა სახელმწიფოებისგან დამოუკიდებლად. ავსტრო-პრუსო-იტალიური ომის შემდეგ, ავსტრია-უნგრეთის შეთანხმების საფუძველზე ჩამოყალიბდა ორმაგი სახელმწიფო - ავსტრია-უნგრეთის იმპერია.

ავსტრია-უნგრეთის სავარაუდო მემკვიდრის, ფრანც ფერდინანდის მკვლელობის შემდეგ, ფრანც იოზეფ I-ის მეთაურობით ავსტრია პირველ მსოფლიო ომში ჩაერთო. მონარქიის დამარცხებისა და დაშლის შემდეგ, გერმანიასთან კავშირის დამყარების მიზეზით გამოცხადდა, რომ იქმნებოდა გერმანია-ავსტრიის იმპერია, თუმცა საბოლოოდ, კავშირი ვერ შედგა. 1919 წელს ავსტრიის პირველი რესპუბლიკა გახდა ავსტრიის კანონიერი „მემკვიდრე“. 1938 წელს ავსტრიაში დაბადებულმა ადოლფ ჰიტლერმა, რომელიც გახდა გერმანიის რაიხის კანცლერი, ანშლუსით ავსტრიის ანექსიას მიაღწია. 1945 წელს ნაცისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ, ავსტრია ხელახლა დაარსდა როგორც სუვერენული და თვითმმართველი დემოკრატიული ერი, რომელიც ცნობილია მეორე რესპუბლიკის სახელით.

მმართველობის მხრივ, ავსტრია არის საპარლამენტო წარმომადგენლობითი დემოკრატია უშუალოდ არჩეული ფედერალური პრეზიდენტით (სახელმწიფოს მეთაური) და კანცლერით (ფედერალური მთავრობის მეთაური). ძირითადი ქალაქებია გრაცი, ლინცი, ზალცბურგი და ინსბრუკი. მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით, ავსტრია შედის მსოფლიოს 20 უმდიდრეს ქვეყანაში. ქვეყანამ მიაღწია ცხოვრების მაღალ სტანდარტს: 2018 წელს მსოფლიოში ავსტრიელები ადამიანების განვითარების ინდექსით მსოფლიოში მე-20 ადგილზე იყვნენ. ცხოვრების დონის მაჩვენებლით, ვენა საერთაშორისო რეიტინგში მუდმივად პირველ ადგილს ინარჩუნებს.

1955 წელს, ავსტრიამ საგარეო პოლიგტიკურ საკითხებში მუდმივი ნეიტრალიტეტი გამოაცხადა. 1955 წლიდან არის გაეროს წევრი, ევროპის კავშირს იგი 1995 წელს შეუერთდა. ავსტრიაში მდებარეობს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა და ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის სათაო ოფისები; აგრეთვე, ქვეყანა არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის და ინტერპოლის დამფუძნებელი წევრი. ავსტრიამ 1995 წელს ხელი მოაწერა შენგენის ხელშეკრულებას, ხოლო 1999 წელს ქვეყანამ ევრო ვალუტად მიიღო.

More about ავსტრია

Basic information
  • Currency ევრო
  • Native name Österreich
  • Calling code +43
  • Internet domain .at
  • Mains voltage 230V/50Hz
  • Democracy index 8.16
Population, Area & Driving side
  • Population 8979894
  • Area 83858
  • Driving side right

Phrasebook

გამარჯობა
Hallo
მსოფლიო
Welt
Გამარჯობა მსოფლიო
Hallo Welt
Გმადლობთ
Vielen Dank
ნახვამდის
Auf Wiedersehen
დიახ
Ja
არა
Nein
Როგორ ხარ?
Wie geht es dir?
Კარგი, მადლობა
Gut, Danke
Რა ღირს?
Wie viel kostet das?
Ნული
Null
ერთი
Einer

Where can you sleep near ავსტრია ?

Booking.com
489.961 visits in total, 9.198 Points of interest, 404 Destinations, 10 visits today.